Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო აქტების შესახებმუხლი 98¹

სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 98¹. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112

1.ქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი, სანამ მისი ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.

2.თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის დედა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები – მამის განცხადების საფუძველზე.

3.მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება, ამ კანონის 32-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების გარდა, აქვს ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა.

4.თუ სრულწლოვანი არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, მის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია, აგრეთვე მისი გვარის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

5.თუ ბავშვის მამა არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და მისი ინდივიდუალური შეფასება არ მომხდარა, მამობის დადგენის რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

6.იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება, თუ მეუღლეებს შორის არ არსებობს დავა მათი საერთო თანასაკუთრების გაყოფასთან, შრომისუუნარო მეუღლის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინებასთან ან საერთო ბავშვებთან დაკავშირებით.

7.იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლების არარსებობის შესამოწმებლად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ქმედუუნარო მეუღლის მეურვეს ატყობინებს განქორწინების შესახებ განცხადების წარდგენის თაობაზე და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას წერილობითი პასუხის წარსადგენად.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 1 თვეს, თუ 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვე საქართველოში იმყოფება. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი მეუღლის მეურვის სხვა სახელმწიფოში ყოფნის შემთხვევაში აღნიშნული ვადა არ უნდა აღემატებოდეს შეტყობინების გაგზავნის დღიდან 6 თვეს.

9.თუ იმ მეუღლის, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, მეურვე მეუღლეებს შორის ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დავის არარსებობის შესახებ განაცხადებს ან განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს წერილობით პასუხს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო განახორციელებს განქორწინების რეგისტრაციას.

10.იმ მეუღლესთან, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, განქორწინების რეგისტრაცია ხორციელდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო პასუხის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში − ამ ვადის გასვლიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

11.იმ სრულწლოვნის მიმართ, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მისი მეურვის განცხადების საფუძველზე.

12.იმ სრულწლოვნის, რომელიც არის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირი და რომლის ინდივიდუალური შეფასებაც არ მომხდარა, სახელის ან/და გვარის შეცვლა დასაშვებია მისი მეურვის მოთხოვნით.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
წინა მუხლი 98შემდეგი მუხლი 98²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2024-09-17 · №26

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2015-03-31
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 35სრულწლოვანი პირის მიმართ მამობის დადგენის რეგისტრაცია

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1508²2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან და მათ მეურვეებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში
  • 1508¹ქმედუუნაროდ ცნობილი პირის სტატუსი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 4512015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 37¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 282015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 32¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 309¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ

  • 45¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

არბიტრაჟის შესახებ

  • 46¹2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 332⁴2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45¹4511508²1508¹23¹46¹332⁴28309¹37¹323532¹98¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს მოქალაქეებ…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 17 სექ. 2024