საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 1509². მოქმედი სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესი

რედაქცია №140 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლის ამოქმედებამდე მოქმედი სისხლის დაწესებულება (სისხლის გადასხმის დაწესებულება/სისხლის ბანკი), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად, კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებს, შეიძლება დარეგისტრირდეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად. გარდაქმნის შემდეგ სუბიექტი აგრძელებს არსებობას ახალი სამართლებრივი ფორმით.

2.საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში ყველა პირს დაარეგისტრირებს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად, თუ ისინი დააკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს, მიუხედავად „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულებების რაოდენობის შეზღუდვისა.

3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მიმართვის შემთხვევაში პირის ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ფუნქციონირების (მის მიერ საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის ფლობის) შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აწვდის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენტური სამსახური.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაწესებულება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად უნდა დარეგისტრირდეს 2025 წლის 1 სექტემბრამდე. მისი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, გარდაქმნილი სუბიექტის ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ კოდექსითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით საწარმოს რეორგანიზაციისთვის დადგენილი წესები იმ თავისებურებათა გათვალისწინებით, რომლებიც საჭიროა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნებისთვის.

5.2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედ სისხლის დაწესებულებას (სისხლის გადასხმის დაწესებულებას/სისხლის ბანკს), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებდა, უფლება აქვს, 2026 წლის 1 ივნისამდე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დარეგისტრირდეს. სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) მიერ აღნიშნული საფუძვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში ამ დაწესებულების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, აგრეთვე მისი ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დებულებები. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2399 – ვებგვერდი, 27.12.2022წ . საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4339 - ვებგვერდი, 28.06.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №136 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1474 – ვებგვერდი, 01.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №137 · ძალაშია 1 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 24 ივლ. 1997 – 27 დეკ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
107¹20¹5711282931532581141151509²
მითითებამნიშვნელობით ახლოსადამიანის სისხლისა და …საქართველოს სამოქალაქო…,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს სისხლის სა…საჯარო რეესტრის შესახე…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №140 · ბოლოს შემოწმდა