Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სამოქალაქო კოდექსიმუხლი 680

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

მუხლი 680. გამგზავნის უფლებები

რედაქცია №140 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.გამგზავნი უფლებამოსილია განკარგოს ტვირთი, მოითხოვოს გადაზიდვის შეწყვეტა; მას ასევე შეუძლია მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა არ შეცვალოს მიწოდების ადგილი ან ტვირთი, არ მისცეს იგი სხვა პირს, გარდა იმისა, რომელიც ზედნადებშია აღნიშნული.

2.ეს უფლება ქარწყლდება მაშინვე, როცა ზედნადების მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მიმღებს, ან იგი გამოიყენებს თავის უფლებას 681-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით . ამ მომენტიდან გადამზიდველმა უნდა შეასრულოს მიმღების მითითებები.

3.მიმღები განკარგვის უფლებას იძენს ზედნადების გაფორმებისთანავე, თუ გამგზავნმა ზედნადებში გააკეთა შესაბამისი აღნიშვნა.

4.თუ მიმღებმა განკარგვის უფლების განხორციელებისას გასცა მითითება ტვირთის მიწოდების შესახებ მესამე პირისათვის, ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, არ არის უფლებამოსილი დაასახელოს სხვა მიმღები.

5.განკარგვის უფლების განხორციელება უნდა მოხდეს შემდეგი წესების დაცვით: ა) გამგზავნმა ან – ამ მუხლის მე-3 ნაწილში დასახელებულ შემთხვევაში – მიმღებმა, თუ მას თავისი განკარგვის უფლების განხორციელება სურს, უნდა წარმოადგინოს ზედნადების პირველი პირი, რომელშიც შეტანილი უნდა იყოს გადამზიდველისათვის მიცემული ახალი მითითებები, და მას აუნაზღაუროს ყველა ის ხარჯი და ზიანი, რომლებიც ამ მითითებათა შესრულების შედეგად წარმოიშვა; ბ) მითითებათა შესრულება შესაძლებელი უნდა იყოს იმ მომენტში, როცა ისინი მიუვა იმ პირს, რომელმაც ეს მითითება უნდა შეასრულოს, და არ შეიძლება, რომ იგი ხელს უშლიდეს გადამზიდველის ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას, და არც გამგზავნის ან მიმღების სხვა ტვირთს უნდა აყენებდეს ზიანს; გ) მითითებებმა არ უნდა გამოიწვიონ ტვირთის დანაწილება.

6.თუ გადამზიდველს ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე არ შეუძლია მიღებული მითითებების შესრულება, ამის შესახებ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს იმ პირს, ვინც ეს მითითებები გასცა.

7.გადამზიდველი, რომელიც არ ასრულებს ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით გაცემულ მითითებებს, ან ასრულებს მათ ზედნადების პირველი პირის მოთხოვნის გარეშე, პასუხს აგებს უფლებამოსილი პირის წინაშე აქედან წარმოშობილი ზიანისათვის. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1902 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.20

წინა მუხლი 679შემდეგი მუხლი 681

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №140

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 681

მიუთითებენ მასზე

მუხლი 682მუხლი 683

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 681მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას
  • 684გამგზავნის მითითებათა საფუძველზე წარმოშობილი ხარჯების ანაზღაურების უფლება
  • 683ტვირთის გადაცემის ხელშემშლელი გარემოებები

საზღვაო კოდექსი

  • 367—
  • 124—
  • 366—

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 69დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება
  • 70მიმღების მიერ ტვირთის მიუღებლობა ან დაგვიანებით მიღება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 41გადასახადის გადამხდელის უფლებები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 7მხარეთა უფლება-მოვალეობანი გადაყვანა-გადაზიდვისას
  • 53პრეტენზიის წარდგენა
  • 26ტვირთის გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
75326367124366681683682684697041680
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს საჰაერო კო…საქართველოს საგადასახა…საქართველოს სარკინიგზო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026