“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”

მუხლი 99

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 13 ივლ. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ტვირთგამგზავნი ზედნადებში ტვირთის დასახელების ქვეშ აღნიშნავს , რომ ტვირთი გადაიზიდება გამყოლთა თანხლებით და მიუთითებს გამყოლთა რაოდენობას , მათ გვარ - სახელებს ( სრულად ). სიტყვა „პასპორტის “ შემდეგ იწერება პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი სხვა საბუთის სერია და ნომერი , ხოლო სიტყვების „ მივლ . მოწმ .“ შემდეგ – მივლინების მოწმობის ნომერი .

2.თუ გადაზიდვის დამაბრკოლებელი გარემოებების გამო აუცილებელი გახდა ტვირთის გაცემა , გამყოლს შეუძლია განახორციელოს ტვირთგამგზავნის ფუნქციები . ამ შემთხვევაში , კეთდება აღნიშვნა ზედნადების გრაფაში „გამგზავნის განსაკუთრებული განცხადებები და აღნიშვნები “, სადაც ზუსტად აღიწერება გამყოლისათვის მინიჭებული უფლებამოსილება .

3.თუ ტვირთგამგზავნი იურიდიული პირია , გამყოლისთვის მისი უფლებამოსილებების დელეგირება ხდება ტვირთგამგზავნის მიერ გაცემული მინდობილობის ( რწმუნებულების ) საფუძველზე .

4.(ამოღებულია - 13.07. 20 17, №1-1/298). საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 13 ივლისის ბრძანერბა №1-1/298 - ვებგვერდი, 13.07.2017 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1215491203676746767021016219424 (დ…99
მნიშვნელობით ახლოს“რკინიგზით ტვირთის გად…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სარკინიგზო…საზღვაო კოდექსიგადასახადების ადმინისტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა