Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 7

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 7. მხარეთა უფლება-მოვალეობანი გადაყვანა-გადაზიდვისას

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალისაზღვაო გადაზიდვების სამართალიტრანსპორტიპიროვნული დაზიანებადაბინძურების კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.რკინიგზა ვალდებულია განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა და ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების არსებობისას, აგრეთვე განახორციელოს ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვა, თუ: ა) მგზავრი ან ტვირთგამგზავნი იცავს ამ კოდექსის მოთხოვნებს, აგრეთვე „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებს“; ბ) შესაძლებელია გადაყვანა-გადაზიდვის არსებული პერსონალითა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელება; გ) გადაყვანა-გადაზიდვას ხელს არ უშლის გარემოებები, რომლებსაც რკინიგზა თავიდან ვერ აიცილებს; დ) გადასაზიდად წარდგენილი ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი, ფოსტა არ არის შეტანილი იმ ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის, ფოსტის ნუსხაში, რომლის გადაზიდვა აკრძალულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული პირობებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

2.ტვირთის გადასაზიდად შემკვეთს უფლება აქვს, გადაზიდვის დაწყებამდე მოითხოვოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობებისა და მათი ექსპლუატაციის პირობების შესახებ.

3.რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს მხოლოდ ის ტვირთი, რომლის გადაზიდვაც შეიძლება განხორციელდეს შეუფერხებლად.

4.რკინიგზა ვალდებული არ არის, გადასაზიდად მიიღოს ტვირთი, რომლის დატვირთვის, გადატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის საჭიროა სამარჯვები, თუ ისინი არ გააჩნია შესაბამის რკინიგზის სადგურს.

5.რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისათვის შემკვეთს უფლება აქვს დადოს რკინიგზასთან ხელშეკრულება გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ შესაბამისი ანაზღაურებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

6.რკინიგზას უფლება აქვს, დაინტერესებულ ტვირთგამგზავნთან და ტვირთმიმღებთან ერთად, ტვირთის გადაზიდვისათვის დააწესოს განსაკუთრებული პირობები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში განსაზღვროს მხარეთა პასუხისმგებლობა მათი დაუცველობისათვის.

7.რკინიგზა ვალდებულია, მგზავრსა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) მიაწოდოს საჭირო და უტყუარი ინფორმაცია მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. ინფორმაცია ცხადდება (ქვეყნდება) ქართულ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოში მყოფი უცხოელების ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დამატებით გამოცხადებული (გამოქვეყნებული) იქნეს სხვა ენაზეც. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6355 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. რკინიგზა ვალდებულია განახორციელოს მგზავრთა გადაყვანა და ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების არსებობისას, აგრეთვე განახორციელოს ტვირთისა და ფოსტის გადაზიდვა, თუ: ა) მგზავრი ან ტვირთგამგზავნი იცავს ამ კოდექსის მოთხოვნებს, აგრეთვე „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებსა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესებს“; ბ) შესაძლებელია გადაყვანა-გადაზიდვის არსებული პერსონალითა და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განხორციელება; გ) გადაყვანა-გადაზიდვას ხელს არ უშლის გარემოებები, რომლებსაც რკინიგზა თავიდან ვერ აიცილებს; დ) გადასაზიდად წარდგენილი ტვირთი, ბარგი, ტვირთ-ბარგი, ფოსტა არ არის შეტანილი იმ ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის, ფოსტის ნუსხაში, რომლის გადაზიდვა აკრძალულია ან დაშვებულია მხოლოდ გარკვეული პირობებით, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად. 2. ტვირთის გადასაზიდად შემკვეთს უფლება აქვს, გადაზიდვის დაწყებამდე მოითხოვოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მოწყობილობებისა და მათი ექსპლუატაციის პირობების შესახებ. 3. რკინიგზა ვალდებულია, გადასაზიდად მიიღოს მხოლოდ ის ტვირთი, რომლის გადაზიდვაც შეიძლება განხორციელდეს შეუფერხებლად. 4. რკინიგზა ვალდებული არ არის, გადასაზიდად მიიღოს ტვირთი, რომლის დატვირთვის, გადატვირთვისა და გადმოტვირთვისათვის საჭიროა სამარჯვები, თუ ისინი არ გააჩნია შესაბამის რკინიგზის სადგურს. 5. რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისათვის შემკვეთს უფლება აქვს დადოს რკინიგზასთან ხელშეკრულება გადაზიდვასთან დაკავშირებული დამატებითი მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ შესაბამისი ანაზღაურებით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნებს. 6. რკინიგზას უფლება აქვს, დაინტერესებულ ტვირთგამგზავნთან და ტვირთმიმღებთან ერთად, ტვირთის გადაზიდვისათვის დააწესოს განსაკუთრებული პირობები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში განსაზღვროს მხარეთა პასუხისმგებლობა მათი დაუცველობისათვის. 7. რკინიგზა ვალდებულია, მგზავრსა და ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) მიაწოდოს საჭირო და უტყუარი ინფორმაცია მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულების) შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. ინფორმაცია ცხადდება (ქვეყნდება) ქართულ ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობისა და საქართველოში მყოფი უცხოელების ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება დამატებით გამოცხადებული (გამოქვეყნებული) იქნეს სხვა ენაზეც. საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6355 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 6¹შემდეგი მუხლი 8

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მატარებლის ავარიის სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რკინიგზის გადასასვლელის ავარია3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • FELA სარჩელი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სატვირთო ექსპედიტორობის სამართალი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 41ბარგის, ტვირთ-ბარგის გადაზიდვა
  • 38მგზავრის გადაყვანის, ბარგისა და ტვირთ-ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულება
  • 37მგზავრის გადაყვანა, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვა

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 63საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ხელშეკრულება
  • 69დანიშნულების ადგილზე ტვირთის მიღება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 680გამგზავნის უფლებები
  • 670ხელშეკრულების დადების ვალდებულება
  • 681მიმღების უფლებები ტვირთის გადაცემისას

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 120ტრანზიტის პროცედურის მფლობელის, გადამზიდავისა და საქონლის მიმღების ვალდებულებები

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 45ტრანზიტი

საზღვაო კოდექსი

  • 152
  • 165

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4138371521656806706816369451207
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საბაჟო კოდ…ხელშეკრულება საქართველ…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026