სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 11. მოქალაქის მოვალეობა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ყველა მოქალაქე ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე. სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება: ა) ამ კანონით სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებული; ბ) ქალი, რომელსაც არ გააჩნია სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობა; გ) სამხედრო სამსახურში მყოფი; დ) საქართველოს პროკურატურის თანამშრომლები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის, საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო, საკონტრაქტო, საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის მოსამსახურეები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები; ე) არასამხედრო, ალტერნატიულ, შრომით სამსახურში მყოფი; ვ) რეზერვში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული; ზ) პირი, რომელიც იხდის სისხლის სამართლის სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ ქვეპუნქტში აღნიშნული პირები იმყოფებიან შესაბამისი ორგანოს სპეციალურ აღრიცხვაზე. საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონი №1849 - სსმ I, №12(19), 06.04.1999 წ., მუხ.42 საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1893 - სსმ I, №3, 17.01.2003 წ., მუხ.18 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №811 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.190 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2938 - სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.94 საქართველოს 2007 წლის 27 მარტის კანონი №4514 - სსმ I, №13, 16.04.2007 წ., მუხ.112 საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1464 - სსმ I, №20, 28.07.2009 წ., მუხ.98 საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1791 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი №3125 - ვებგვერდი, 19.03.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3948 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4651 - ვებგვერდი, 25.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1705 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1926 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3118 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3805 – ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4073 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №4987 – ვებგვერდი, 23.09.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №79 · ძალაშია 1 მარ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 16

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 13 იან. 2022

    პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს დაემატა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიცვალა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურით; ეს სამსახურები დასახელებულია სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ჩამონათვალში.

  2. · გამოქვეყნდა 23 სექ. 2019
  3. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2018
  4. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

    11-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეების ჩამონათვალს დაემატა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

  5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში სამინისტროს სახელწოდება შეიცვალა „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის“ სამინისტროდ.

  6. პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში იუსტიციის სამინისტროს საკონტრაქტო მოსამსახურეების ადგილას მითითებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

  7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები, მათ შორის საკონტრაქტო (პროფესიული), გამოყოფილია ცალკე, ხოლო იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურზე კვლავ მხოლოდ საკონტრაქტო (პროფესიული) მოსამსახურეები ვრცელდება.

  8. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ახლა მოიცავს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო (პროფესიულ) მოსამსახურეებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1015¹16109132215930¹55599711
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსიმოქალაქეთა პოლიტიკური …სამხედრო, შინაგან საქმ…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს ადმინისტრა…