Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებმუხლი 10

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

მუხლი 10

რედაქცია №54 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:სამხედრო ტრიბუნალებიორგანიზებული დანაშაული და კანონიერი ქურდი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.პირს , რომელიც ჩაირიცხება თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში , განწესდება მოსამართლედ , უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა .

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად ითვლება: ა) საქართველოს პროკურატურის თანამშრომელი (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა); ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი; დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციელი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე; ე) (ამოღებულია - 24.06.2025, №696) ; ვ) საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურე; ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე; თ) (ამოღებულია - 26.06.2025, №782) ; ი) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი; კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოსამსახურე. ლ) (ამოღებულია - 26.06.2025, №811) .

3.დაუშვებელია, პარტიის წევრი იყოს პირი, რომელმაც უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციასთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულად ან ნაწილობრივ მიიღო შემოსავალი. აღნიშნულ პირს ეკრძალება პარტიის წევრობა იმ კალენდარული წლიდან 8 წლის განმავლობაში, როდესაც მან ბოლოს მიიღო შემოსავალი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისგან.

4.ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის: ა) ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის დაფუძნებული, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; ბ) „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; გ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა; დ) ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა.

5.ამ კანონის მიზნებისთვის უცხოური ძალა არის: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე არ არის დაფუძნებული; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის ისეთი გაერთიანება, რომელიც უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა დაფუძნებული.

6.პირისთვის პარტიის წევრობის შეზღუდვის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. საქართველოს 2005 წლის 22 მარტის ორგანული კანონი №1136 - სსმ I, №13, 12.04.2005წ., მუხ.75 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი №4272 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.43 საქართველოს 2015 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №3561 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3972 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის ორგანული კანონი №3133 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი № 3302 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №3434 – ვებგვერდი, 03.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №4103 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი №4254 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი №4255 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის ორგანული კანონი №4410 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის ორგანული კანონი №5408 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1341 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის ორგანული კანონი №4009 - ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №696 - ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №782 - ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №811 - ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის ორგანული კანონი №1337 – ვებგვერდი, 25.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1384 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №54 · ძალაშია 4 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 4 მარ. 2026
  2. 1 მარ. 2026· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025
  3. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
  4. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  5. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბანდის წევრობა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცვა სამხედრო სასამართლოში (ტრიბუნალში)სერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №54

  • 5 ცვლილება · ბოლო 4 მარ. 2026
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 22 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 34მუხლი 34¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 11⁵პირის მოსამსახურედ მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვები

საქართველოს კონსტიტუცია

  • 23პოლიტიკური პარტიების თავისუფლება

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 68მოსამართლის სამართლებრივი და სოციალური დაცვა

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 19¹შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
  • 17პოლიციის თანამშრომელი

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 11მოქალაქის მოვალეობა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე
  • 31სამხედრო სამსახური

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 16სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის სტატუსი

პროკურატურის შესახებ

  • 74სამართლებრივი დაცვა

პენიტენციური კოდექსი

  • 11პირის სამსახურში მიღება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 59სამსახურებიდან დათხოვნისას სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად ზოგიერთი კატეგორიის პირთათვის წელთა ნამსახურობის ჩათვლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19¹1711⁵3434¹2311311659683741110
მითითებამნიშვნელობით ახლოსმოქალაქეთა პოლიტიკური …დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს კონსტიტუცი…საერთო სასამართლოების …ფინანსური პოლიციის შეს…სამხედრო ვალდებულებისა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №54 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026