Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიმუხლი 16

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

მუხლი 16. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება

რედაქცია №642 კონსოლიდირებული · 13 ოქტ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2032
თემები:სამხედრო ტრიბუნალებისაერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალისაზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგიმართლმსაჯულების და სამხედრო დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხედრო მოსამსახურეს, სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საგზაო მოძრაობის წესების, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების ან საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის ან ამ კოდექსის 45-ე და 45 ​ 1 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, გარდა ამ მუხლის 1​ 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულ პირს არ შეიძლება შეეფარდოს გამასწორებელი სამუშაოები. 1​​​ 1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეს ამ კოდექსის 45-ე, 45 ​ 1 , 115 1 −116-ე, 118 4 , 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საერთო საფუძველზე, აგრეთვე სპეციალური დისციპლინური ნორმების მიხედვით.

2.სხვა პირს (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისა), რომელზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება, უშუალოდ ამ სპეციალური დისციპლინური ნორმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე.

3.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ შემთხვევებში ორგანოებს (თანამდებობის პირებს), რომლებსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ, შეუძლიათ მის ნაცვლად სამართალდარღვევათა მასალები გადასცენ შესაბამის ორგანოებს ბრალეულთა დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის გადასაწყვეტად. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1857 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.257 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4322 – სსმ I, №4, 12.01.2007წ., მუხ.62 საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1142 – სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.36 საქართველოს 2010 წლის 17 სექტემბრის კანონი №3593 – სსმ I, №54, 12.10.2010 წ., მუხ.345 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5953 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2649 – ვებგვერდი, 18.08.2014 წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1222 – ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4907 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2021 წლის 7 სექტემბრის კანონი №927 – ვებგვერდი, 09.09.2021წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3538 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №501 – ვებგვერდი, 17.04.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №582 · ძალაშია 16 მაი. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 16 მაი. 2025 – 1 იან. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 5 ნოე. 2021 – 7 ნოე. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 30

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2032 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  2. 1 ივნ. 2025· გამოქვეყნდა 17 აპრ. 2025
  3. 2 იან. 2025· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  4. 27 ივლ. 2023
  5. 7 ნოე. 2021· გამოქვეყნდა 9 სექ. 2021
  6. 1 სექ. 2019· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2019

    მე-16 მუხლის პირველ ნაწილში ჩამოთვლილ პირთა კატეგორიებისთვის საერთო საფუძველზე პასუხისმგებლობის ჩამონათვალში გამოკვეთილია საბაჟო კანონმდებლობის დარღვევა.

  7. 9 ივლ. 2019
  8. 23 აპრ. 2019
  9. 1 აპრ. 2019· გამოქვეყნდა 20 დეკ. 2018

    16-ე მუხლის პირველ და 1¹ ნაწილებში საერთო საფუძველზე პასუხისმგებლობა გავრცელდა 45¹ მუხლზეც, ხოლო 1¹ ნაწილის სუბიექტებში დაემატა თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურე; დანარჩენი ფორმულირებითი ცვლილებაა.

  10. 24 ოქტ. 2018
  11. 3 აგვ. 2018
  12. 28 ივლ. 2017

    მე-16 მუხლის პირველ ნაწილში ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის, შენახვისა და მოხმარების აღწერა შეიცვალა 45-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მითითებით.

  13. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 10 მაი. 2017
  14. 18 აგვ. 2014

    16-ე მუხლის 1-ლ ნაწილში ახლებურად ჩამოყალიბდა წინადადება, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეებს, სარეზერვო სამსახურში გაწვეულ პირებსა და შსს თანამშრომლებს სამხედრო სამსახურის, საგზაო მოძრაობის, ნადირობის, თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების და სხვა მითითებული დარღვევებისათვის პასუხისმგებლობა საერთო საფუძველზე დაეკისრებათ.

  15. 1 იან. 2014· გამოქვეყნდა 13 დეკ. 2013
  16. 1 აგვ. 2012· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2012
  17. 12 აპრ. 2012

    მუხლის პირველ ნაწილში საქონლის გადაადგილების წესების დარღვევისას „ეკონომიკური საზღვარი“ შეიცვალა „საბაჟო საზღვრით“; ამასთან „მოსამსახურეს“ ჩანაცვლდა „მოსამსახურესა“-ით.

  18. 20 დეკ. 2011
  19. 14 ნოე. 2011
  20. 27 აპრ. 2011
  21. 2 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  22. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010

    „კ“ ქვეპუნქტი ახლა ადგენს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმირებას და ეპიდემიოლოგიურ კონტროლს, ქვეყნის ტერიტორიაზე კონტროლის განხორციელების ნაცვლად; „ლ“ ქვეპუნქტში „ინსტიტუციონალური“ შეიცვალა „ინსტიტუციურით“.

  23. 1 იან. 2011· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2010

    მე-16 მუხლში დაემატა ტექსტი, რომლის 1-ლი ნაწილის ჩამონათვალში საერთო საფუძველზე პასუხისმგებლობის შემთხვევებს შორის ჩანს საგადასახადო კოდექსით დადგენილი ეკონომიკური საზღვრის წესების დარღვევა.

  24. 13 აპრ. 2009

    მე-16 მუხლს დაემატა 1¹ ნაწილი, რომლის მიხედვით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურე 45-ე და 116-ე მუხლების დარღვევისას პასუხს აგებს საერთო საფუძველზე და დისციპლინური წესდების მიხედვითაც.

  25. 26 იან. 2007· გამოქვეყნდა 12 იან. 2007

    მე-2 ნაწილში „რომლებზეც“ ჩანაცვლდა „რომლებზედაც“-ით, ხოლო „წესდებებითა და დებულებით“ — „წესდებებით ან დებულებებით“-ით; დისციპლინური და საერთო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამიჯვნის წესი უცვლელია.

  26. 29 ივლ. 2005· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2005

    მე-16 მუხლის პირველ ნაწილში დისციპლინური პასუხისმგებლობა გავრცელდა სამხედრო სამსახურის წესის დარღვევაზეც, ხოლო აკრძალვა დარჩა მხოლოდ გამასწორებელ სამუშაოებზე; ბოლო ნაწილს მიენიჭა ნომერი 3.

  27. 30 ივნ. 2000
  28. 14 მაი. 1999

    მე-16 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში კომისიის სახელწოდება შეიცვალა: ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

  29. 11 ნოე. 1997
  30. 31 აგვ. 1992
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 15შემდეგი მუხლი 17

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა საზოგადოებრივ ადგილას (მუხლი 171)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სამხედრო დანაშაული (თავი XXXIX) - ადვოკატი4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ომის დანაშაულები / ჰუმანიტარული სამართლის დარღვევა (მუხლი 411-413)სერვისის გვერდი
  • სამხედრო დავები და გასაჩივრებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 13 ოქტ. 2026 · №642

  • 30 ცვლილება · ბოლო 17 აპრ. 2025
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 30 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 1მუხლი 173

მიუთითებენ მასზე

მუხლი 165²²მუხლი 208

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 220საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
  • 35ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი
  • 246ორგანოები (თანამდებობის პირები), რომლებსაც აქვთ ადმინისტრაციული დაკავების უფლება

პოლიციის შესახებ

  • 59პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 37მოსამსახურის პასუხისმგებლობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15⁴სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურის პასუხისმგებლობა

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 20ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შრომითი ნორმების დარღვევისთვის

თავდაცვის კოდექსი

  • 35სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 353³სამხედრო მოსამსახურის, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ანდა ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება

შრომის უსაფრთხოების შესახებ

  • 17პასუხისმგებლობის ზოგადი საფუძვლები

შრომითი მიგრაციის შესახებ

  • 14პასუხისმგებლობის საფუძვლები

ნარჩენების მართვის კოდექსი

  • 47ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
353³1173165²²2082203515⁴5947143717203516
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…პოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო დაცვის სპეც…შრომის ინსპექციის შესა…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 13 ოქტ. 2026 · რედაქცია №642 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026