სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 13. სამხედრო აღრიცხვის სახეები

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამხედრო აღრიცხვის სახეებია: ა) წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა; ბ) რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა; გ) სპეციალური სამხედრო აღრიცხვა.

2.რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვა ხორციელდება „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2 ​1 . პირი, რომელიც 27 წლის ასაკის მიღწევამდე „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საკუთარი სურვილით ჩაირიცხა თავდაცვის ძალების რეზერვში, არ იხსნება ამ კანონით დადგენილი წესით წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან და სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით სარგებლობის შეწყვეტის შემთხვევაში დაექვემდებარება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.

3.სარეზერვო ასაკის იმ პირის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, რომელიც არ იდგა სამხედრო აღრიცხვაზე, ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი.

4.ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის შეწყვეტის ან გაქარწყლების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი ვალდებულია დადგენილი წესით განახორციელოს პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა.

5.ქალის სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/ თბილისის რაიონი, თუ იგი შეიძენს სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობას. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4748 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.162 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4120- სსმ I, №75, 27.12.2010 წ., მუხ.476 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2041 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №76 · ძალაშია 1 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2023
  2. მე-13 მუხლს დაემატა მე-2 პუნქტი რეზერვისტის აღრიცხვაზე და 2¹ პუნქტი 27 წლამდე საკუთარი სურვილით რეზერვში ჩარიცხული პირის წვევამდელთა აღრიცხვაზე დატოვებისა და გაწვევის შესახებ.

  3. · გამოქვეყნდა 26 მარ. 2018
  4. დაემატა 1¹ პუნქტი, რომლითაც თვითმმართველობის სამსახური პირველადი აღრიცხვის მონაცემების ანგარიშს მთავრობას წარუდგენს, ხოლო გენერალურ შტაბსა და ფინანსთა სამინისტროს აცნობებს.

  5. მე-3 პუნქტში ქალის პირველად სამხედრო აღრიცხვას რაიონის ან ქალაქის სამობილიზაციო განყოფილების ნაცვლად ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური.

  6. მე-13 მუხლის პირველ პუნქტში პირველად აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, თბილისში – რაიონის შესაბამისი სამსახური, ხოლო 1¹ პუნქტში ანგარიშს პრეზიდენტს წარუდგენს თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახური სამხედრო განყოფილების ნაცვლად.

  7. მე-13 მუხლის 1¹ პუნქტში სამხედრო განყოფილების მიმართ ადგილობრივი მმართველობა შეიცვალა თვითმმართველობით, მონაცემების ადრესატია შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1821¹⁰³910114623²2230¹2 (მე…1055565714513
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის ძალების რეზე…თავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო დაცვის სპეც…