Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 97

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 97. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა ხორციელდება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს საიდუმლო ნაწილი.

2.სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემას მართავს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

3.სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვას ახორციელებს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

4.სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვას არ ექვემდებარება: ა) სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე ქალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხვა სურს; ბ) პირი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის შეუსაბამოდ არის ცნობილი; გ) 60 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საკუთარი სურვილით დარჩება ან ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში; დ) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი; ე) პირი, რომლის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა, − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.

5.სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის მიზნით სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში შეიტანება პირთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია (მონაცემები): ა) პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, რეგისტრაციის მისამართი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია, ფოტოსურათი, აგრეთვე ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ; ბ) ინფორმაცია პირის ფიზიკური მახასიათებლების (სისხლის ჯგუფი, სიმაღლე, წონა, ფეხის ზომა, თავის ზომა) შესახებ; გ) ინფორმაცია პირის განათლების, კვალიფიკაციის, უნარების, განსაკუთრებული ნიჭისა და სამუშაო გამოცდილების, სპეციფიკური საქმიანობისა და დასაქმების შესახებ, აგრეთვე გაწვევის პერიოდისთვის პირის არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე; დ) ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების მიერ პირის ძებნის შესახებ, აგრეთვე პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვალების თაობაზე; ე) ინფორმაცია პირისთვის მეურვისა და მზრუნველის სტატუსის მინიჭების შესახებ; ვ) ინფორმაცია პირის მიერ სამხედრო სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის შესახებ, აგრეთვე პირის საბრძოლო მოქმედებებსა და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისა და მისთვის ვეტერანის სტატუსის მინიჭების თაობაზე; ზ) ინფორმაცია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; თ) ინფორმაცია პირის ნასამართლობის შესახებ, მხოლოდ ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარგლებში; ი) ინფორმაცია პირის მსჯავრდებისა და ბრალდების შესახებ, მხოლოდ ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარგლებში, აგრეთვე ინფორმაცია პირის მიმართ არასაპატიმრო სასჯელისა და პრობაციის გამოყენების თაობაზე; კ) ინფორმაცია პირის აღმსარებლობისა და მღვდელმსახურების შესახებ.

6.სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის წესი, აგრეთვე იმ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების უფლება-მოვალეობები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირება, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

7.პირის სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონულ სისტემაში უნდა დაარქივდეს სამობილიზაციო რეზერვისტთან დაკავშირებული ინფორმაცია. ეს ინფორმაცია 75 წლის განმავლობაში ინახება და შემდეგ იშლება სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემიდან.

8.ამ თავით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, მხოლოდ სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვის, სამობილიზაციო რეზერვისტების გაწვევის, გამოძახების, მომზადების უზრუნველსაყოფად და სტატისტიკის საწარმოებლად, კანონიერი მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი მოცულობით.

წინა მუხლი 96შემდეგი მუხლი 98

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 108მუხლი 57

მიუთითებენ მასზე

მუხლი 186

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 98სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები
  • 93სამობილიზაციო რეზერვი
  • 100სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირის გამოძახება

თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ

  • 10სამობილიზაციო რეზერვის დაკომპლექტება
  • 12სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხულ პირთა გაწვევა
  • 11სამობილიზაციო რეზერვის მართვის სისტემა

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 13სამხედრო აღრიცხვის სახეები
  • 11მოქალაქის მოვალეობა იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე
  • 12სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანოები

მობილიზაციის შესახებ

  • 18მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ

  • 13¹სატრანსპორტო საშუალებაზე ან სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე უფლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია/აღრიცხვა, მასში ცვლილების რეგისტრაცია/აღრიცხვა და აღნიშნული რეგისტრაციის/აღრიცხვის გაუქმება

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 18არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1813¹1813111210121110857186989310097
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსითავდაცვის ძალების რეზე…სამხედრო ვალდებულებისა…მობილიზაციის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…არასამხედრო ალტერნატიუ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026