სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 21. მოქალაქე, რომელიც ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ამ კანონის მე-9 მუხლში აღნიშნული პირები ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას.

2.პირის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ მის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.

2¹.წვევამდელი, რომელსაც სურს ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადავადების უფლებით სარგებლობა, ვალდებულია ამის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევამდე 1 თვით ადრე აცნობოს მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.

3.27 წლის ან 27 წელზე მეტი ასაკის პირი, რომელსაც 27 წლამდე არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური, არ გაიწვევა სამხედრო სავალდებულო სამსახურში და ჩაირიცხება რეზერვში მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

4.საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებ ან მომუშავე საქართველოს მოქალაქის სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმა განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით.

5.(ამოღებულია). საქართველოს 1999 წლის 25 ივნისის კანონი №2185 - სსმ I, №27(34), 06.07.1999 წ., მუხ.145 საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1254 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №67 · ძალაშია 29 ივლ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 მაი. 2010 – 1 ოქტ. 2010 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3 პუნქტში ასაკობრივი მითითება ახლა „27 წლის ან 27 წელზე მეტი“ არის, ხოლო რეზერვში ჩამრიცხავი აქტის გამცემი მერი ან თბილისის რაიონის გამგებელია.

  2. 21-ე მუხლის 2¹ პუნქტში შეტყობინების ადრესატი და სამსახურში გაწვევის ტერმინი დაზუსტდა, ვადა კი ციფრით ჩამოყალიბდა; მე-3 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა — რეზერვში ჩარიცხვა 27 წლის და მეტი ასაკის იმ პირს ეხება, რომელსაც სამსახური არ გაუვლია, და ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

  3. 21-ე მუხლის 2¹ პუნქტში გადავადების უფლების გამოყენების შესახებ შეტყობინების ადრესატი ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურია.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181011³173091130¹182 (მე…62577714521
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …პენიტენციური კოდექსისაქართველოს მოქალაქეებ…მობილიზაციის შესახებ