Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებმუხლი 30

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 30. სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 12.10.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: თავდაცვის კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურისთვის დროებით (ერთ წლამდე ვადით) უვარგისად არის ცნობილი; ა 1 ) სამხედრო სამსახურისთვის შეზღუდულად ვარგისად არის ცნობილი; ბ) მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა – შესაბამისი ორგანოების მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე; გ) არის უმაღლესი ან საშუალო სპეციალური სასწავლებლის სტუდენტი და ჩარიცხული იყო სამხედრო კათედრაზე – ამ პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე; გ 1 ) არის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი – სწავლის დამთავრებამდე, უმაღლესი განათლების თითოეულ საფეხურზე; გ 2 ) არის უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომისშემდგომი საფეხურის რეზიდენტი ან/და რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების საფეხურზე მყოფი პირი, რომელიც სარეზიდენტო პროგრამის დადგენილ ვადაში გადის პროფესიულ მზადებას ერთ-ერთ საექიმო სპეციალობაში, − სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე; გ 3 ) არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი − შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე, მხოლოდ ერთხელ, იმ შემთხვევაში, თუ მას არ უსარგებლია სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ამ პუნქტის „გ 1 “ ან „გ 2 “ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) მან გადაიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი; ე) არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლე – 20 წლის ასაკამდე; ე 1 ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს დარეგისტრირდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე – გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლების მოპოვების შემთხვევაში – იმავე წელს ამ პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე; ე 2 ) აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს დარეგისტრირდა საერთო სამაგისტრო გამოცდაზე − საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოცხადებამდე, საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში − აკადემიური უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე; ე 3 ) აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მიზნით სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნით მიმართა გამწვევ კომისიას – აკადემიური უმაღლესი განათლების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების წელს ამ პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი განცხადების შეტანამდე, ხოლო აღნიშნული განცხადების შეტანის შემდგომ – იმავე წელს ამ პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე; ე 4 ) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების წელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დარეგისტრირდა რეზიდენტურაში ჩასარიცხ კონკურსზე − რეგისტრაციის წელს გამოცხადებული კონკურსის დასრულებამდე, ხოლო კონკურსის შედეგების საფუძველზე რეზიდენტურაში საკონკურსო ადგილის დაკავების შემთხვევაში – იმავე წელს ამ პუნქტის „გ 2 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვამდე; ე 5 ) არის აპლიკანტი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე; ვ) არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრთან (მეუღლე, დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა) მუდმივად მცხოვრები (შესაბამის მისამართზე რეგისტრირებული) პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს სრულწლოვანი ოჯახის წევრი, რომელსაც არ აქვს დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. თუ ოჯახის წევრთან ცხოვრობს (ცხოვრობენ) პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) ასევე ექვემდებარება (ექვემდებარებიან) სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვევა (გაიწვევიან) ასაკით უფროსი პირი (პირები), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასაკით უმცროსი პირი ნებაყოფლობით გამოხატავს წერილობით თანხმობას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლაზე; ზ) ჰყავს ორი ან ორზე მეტი შვილი; თ) (ამოღებულია - 29.07.2014, №2554); ი) (ამოღებულია - 29.07.2014, №2554); კ) მის კმაყოფაზეა არასრულწლოვანი და ან ძმა; ლ) არის მღვდელთმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში; მ) არის დედისერთა; ნ) მუშაობს სოფელში მასწავლებლად ან ექიმად; ო) გაწვევის გადავადების უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ; პ) ჰყავს ერთი შვილი – შვილის შეძენის დღიდან სამი წლის ვადით; ჟ) მინიჭებული აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და ეწევა პედაგოგიურ ან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას.

2.თუ წვევამდელი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის დღისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, მას სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება შესაბამისი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე.

3.ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით .

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წვევამდელს არ გადაუვადდება სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა, თუ ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი იმ დაავადების, ანატომიური და გონებრივი დეფექტების გამო, რომელთა არსებობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დასაშვებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალურ ან ინდივიდუალურ პირობებში შრომა. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1208 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.92 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4702 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.134 საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.268 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3540 - სსმ I, №47, 05.08.2010 წ., მუხ.311 საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №524 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1777 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1778 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7190  – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №77 · ძალაშია 5 ოქტ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 დეკ. 2013 – 1 იან. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 5 ოქტ. 2020

    30-ე მუხლის პირველ პუნქტში გაწვევის გადავადების ორი ახალი საფუძველი დაემატა: „გ 3“ — პროფესიული სტუდენტი (მხოლოდ ერთხელ) და „ე 5“ — აპლიკანტი პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვამდე.

  2. 8 აგვ. 2014

    მე-2 პუნქტში გადავადება დაუკავშირდა სავალდებულო სამსახურში გაწვევას და შესაბამისი არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას, ხოლო პარლამენტის წევრად არჩევისას გათავისუფლების წესი ამოღებულია. დაემატა მე-4 პუნქტი, რომელიც „ვ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში ადგენს გადავადების გამონაკლისს გარკვეული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე წვევამდელებისთვის.

  3. 28 დეკ. 2013

    30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატა გადავადების სამი ახალი საფუძველი: სამაგისტრო გამოცდაზე რეგისტრაცია („ე 2“), დოქტორანტურაზე სწავლის გაგრძელების მოთხოვნა („ე 3“) და რეზიდენტურის კონკურსში მონაწილეობა („ე 4“).

  4. 28 დეკ. 2013

    30-ე მუხლის პირველ პუნქტში გაწვევის გადავადების საფუძვლებს დაემატა „გ²“ ქვეპუნქტი სამედიცინო რეზიდენტებისთვის და რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საფეხურზე მყოფი პირებისთვის, სარეზიდენტო პროგრამის დამთავრებამდე.

  5. 9 ოქტ. 2013

    პირველ პუნქტში დაემატა „ო“ ქვეპუნქტი, რომლითაც გადავადების საფუძველია პრემიერ-მინისტრის მიერ მინიჭებული გაწვევის გადავადების უფლება.

  6. 24 აპრ. 2013

    30-ე მუხლის პირველ პუნქტში გადავადების ახალ საფუძვლად დაემატა „ე¹“ ქვეპუნქტი: ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია გაწვევას გადაავადებს გამოცდების შედეგების გამოცხადებამდე, ჩარიცხვის უფლების მოპოვებისას კი — იმავე წელს ჩარიცხვამდე.

  7. 1 სექ. 2010· გამოქვეყნდა 5 აგვ. 2010

    30-ე მუხლის პირველ პუნქტში გადავადების საფუძვლების ჩამონათვალს დაემატა „გ 1“ ქვეპუნქტი საქართველოს ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის, სწავლის დამთავრებამდე, თითოეულ საფეხურზე.

  8. 19 ნოე. 2009

    30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გაწვევის გადავადების საფუძვლად სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ნაცვლად დასახელდა მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა.

  9. 17 მაი. 2007

    30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ 1“ ქვეპუნქტი ახლა მოიცავს საქართველოში აკრედიტებული ან აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს. „ე“ ქვეპუნქტი ახლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 20 წლამდე მოსწავლეს ეხება, ჩარიცხვამდე საშუალო განათლების არქონის პირობის გარეშე.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 29შემდეგი მუხლი 30¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №81

  • 9 ცვლილება · ბოლო 5 ოქტ. 2020
  • ციტირებულია 7 მუხლი
  • 32 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

სამხედრო სავალდებუ… 2მუხლი 20მუხლი 21მუხლი 36მუხლი 46მუხლი 6თავდაცვის ძალების … 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 65წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება
  • 72წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები
  • 64წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლება

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ

  • 17არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან ვადამდე დათხოვნა ან სამსახურის ვადამდე შეწყვეტა
  • 7განცხადება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰³წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 18საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 197¹წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო შემოწმებისთვის თავის არიდება/მისი გაუვლელობა (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისთვის თავის არიდება/მათი ჩაუტარებლობა)

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 356წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისთვის ან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისთვის თავის არიდება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
221¹⁰³1720213646623²30¹1065726414530
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო სავალდებულო ს…სამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის ძალების რეზე…თავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …პენიტენციური კოდექსი