თავდაცვის კოდექსი

მუხლი 77. პროფესიულ სამხედრო სამსახურში მიღება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პროფესიულ სამხედრო სამსახურში (ამ თავის მიზნებისთვის შემდგომ − სამხედრო სამსახური) მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის არანაკლებ 18 წლის, იცის სახელმწიფო ენა და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

2.საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მისაღები პირის მაქსიმალური ასაკი შეიძლება დადგინდეს მინისტრის ნორმატიული აქტით.

3.პირის სამხედრო სამსახურში მიღების წესი და მის მიერ წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

4.სამხედრო სამსახურში მიღებამდე პირი გადის შერჩევას, რომლის დროსაც მას შეიძლება ჩაუტარდეს ფიზიკური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სპეციალური შემოწმება, აგრეთვე წინასწარ განსაზღვრულ შემთხვევაში − გასაუბრება. სამხედრო სამსახურში მისაღები პირის შერჩევის კრიტერიუმები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პირი შერჩევის წარმატებით გავლის შემთხვევაში ინიშნება შესაბამის თანამდებობაზე და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გადის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში იგი აგრძელებს სამხედრო სამსახურს კონტრაქტით განსაზღვრული ვადით.

6.საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით, ხოლო სამხედრო სასწავლებელში − სამხედრო სასწავლებლის მეთაურის სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1138 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 14 მაი. 2026

    77-ე მუხლის მე-4 ნაწილში სამსახურში მიღებამდე შერჩევისა და კრიტერიუმების წესი ახლა „სამხედრო სამსახურზეა“ ჩამოყალიბებული, სიტყვა „საკონტრაქტო“-ს გარეშე.

  2. · გამოქვეყნდა 12 დეკ. 2025

    77-ე მუხლის მე-6 ნაწილში სამხედრო სასწავლებელში საწყისი საბრძოლო მომზადების წესის დამდგენი აქტის გამცემი რექტორის ნაცვლად სამხედრო სასწავლებლის მეთაურია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11³101630¹37294576791171114577
მნიშვნელობით ახლოსპენიტენციური კოდექსიდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსისაქართველოს ფინანსთა ს…პოლიციის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა