Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 57

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 57. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:მომსახურების ვალდებულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910121314

1.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით.

3.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანა ხორციელდება იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდება, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს წვევამდელი ეწოდება.

5.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება აყვანილ იქნეს 17 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება. ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე.

6.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

7.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ  გადაწყვეტილებას და სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს წვევამდელს აცნობს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

8.პირი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში.

9.ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

10.პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. [ 11. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირის გამოძახება ხდება როგორც გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, ისე ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით), აგრეთვე შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით.

12.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირის გამოძახება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფორმით; ბ) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით), რაც დასტურდება განხორციელებული უკუკავშირით ან/და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; გ) გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების პირისთვის ჩაბარებით, რაც დასტურდება მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ პირი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; დ) ამ მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი წესით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით.

13.თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირისთვის მისი ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი 2 სამუშაო დღის ვადაში არ ხორციელდება, ან შეტყობინების/უწყების ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია მისთვის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში.

14.წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს როგორც აღნიშნულ პირს, ისე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. ოჯახის წევრები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით. 3. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანა ხორციელდება იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდება, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს წვევამდელი ეწოდება. 5. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება აყვანილ იქნეს 17 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება. ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე. 6. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ  გადაწყვეტილებას და სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს წვევამდელს აცნობს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 8. პირი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 10. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. [ 11. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირის გამოძახება ხდება როგორც გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, ისე ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით), აგრეთვე შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით. 12. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირის გამოძახება ხდება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) ამ კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფორმით; ბ) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით), რაც დასტურდება განხორციელებული უკუკავშირით ან/და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; გ) გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების პირისთვის ჩაბარებით, რაც დასტურდება მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ პირი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; დ) ამ მუხლის მე-13 ნაწილით დადგენილი წესით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით. 13. თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად პირისთვის მისი ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი 2 სამუშაო დღის ვადაში არ ხორციელდება, ან შეტყობინების/უწყების ფოსტით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია მისთვის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში. 14. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად ამ მუხლის მე-12 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს როგორც აღნიშნულ პირს, ისე მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. ოჯახის წევრები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 13 მაისის კანონი №1555 – ვებგვერდი, 14.05.2026წ.
რედაქციების შედარება

1. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად გამოცხადდეს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით. 3. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე პირის აყვანა ხორციელდება იმ წლის 1 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში, როდესაც მას 17 წელი შეუსრულდება, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანილ პირს წვევამდელი ეწოდება. 5. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე შეიძლება აყვანილ იქნეს 17 წლიდან 27 წლამდე პირი, რომელიც სამხედრო აღრიცხვაზე არ იმყოფება. ამ პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება აღნიშნული ფაქტის გამოვლენისთანავე. 6. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ  გადაწყვეტილებას და სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს წვევამდელს აცნობს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. 8. პირი ვალდებულია: ა) საცხოვრებელი (რეგისტრაციის) ადგილის შეცვლისას წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ბ) საზღვარგარეთ 1 თვეზე მეტი ვადით ყოფნის შემთხვევაში მისი დასრულებიდან 2 კვირის ვადაში გამოცხადდეს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. 9. ამ მუხლის მე-8 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 10. პირს უფლება აქვს, მისი წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის ოფიციალურად გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3815 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 14 მაი. 2026
  2. 26 ივნ. 2025
  3. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2023
წინა მუხლი 56შემდეგი მუხლი 58

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამხედრო გაწვევა და სავალდებულო სამსახურისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

4
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2026-05-14
2
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 29მუხლი 29მუხლი 60

მიუთითებენ მასზე

მუხლი 97მუხლი 100მუხლი 186მუხლი 67

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 60სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები
  • 62წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის ასაკი
  • 59სპეციალური სამხედრო აღრიცხვა

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

  • 14წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა
  • 13სამხედრო აღრიცხვის სახეები
  • 16პირის ვალდებულებანი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 196⁷წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან/და საკონსულო დაწესებულებაში მისი გამოუცხადებლობა
  • 196¹წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით პირის გამოძახების შემთხვევაში მისი გამოუცხადებლობა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 18საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
29196⁷14131623²30¹60299710018667625957
მითითებამნიშვნელობით ახლოსთავდაცვის კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…სამხედრო ვალდებულებისა…საქართველოს დაზვერვის …საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026