Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებმუხლი 45

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 45. მოქალაქისა და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონმდებლობის დარღვევისათვის

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 12.10.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: თავდაცვის კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოქალაქე (წვევამდელი, რეზერვისტი), რომელიც მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულის გამოძახებით, მითითებულ ვადაში არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, ჩაითვლება სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის/სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის თავის ამრიდებლად და დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.მოქალაქეს (წვევამდელს, რეზერვისტს), რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა, სტიქიური მოვლენა ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოება, რომელიც დოკუმენტურადაა დადასტურებული.

3.სამხედრო აღრიცხვასთან, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებასა და სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით მოქალაქის სამედიცინო შემოწმებაში მონაწილე ექიმ-სპეციალისტს, გამწვევი კომისიის წევრს და სხვა თანამდებობის პირს, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეს სამხედრო ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებაში ან არ შეასრულებს კანონმდებლობით დადგენილ მოვალეობებს, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.სამხედრო მოსამსახურეს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

5.მოქალაქეს სამხედრო ფორმის ტანსაცმლის და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5239 - სსმ I, №29, 27.07.2007 წ., მუხ.308 საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1254 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2041 – ვებგვერდი, 26.03.2018წ. თავი XI. გარდამავალი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №70 · ძალაშია 1 ივნ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2018· გამოქვეყნდა 26 მარ. 2018
  2. 29 ივლ. 2017

    მე-2 პუნქტში გამგებელი ამოღებულია შეტყობინების გამცემთა წრიდან, „არასაპატიო მიზეზით“ წინადადებაში სხვა ადგილას გადაინაცვლა, ხოლო საპატიო მიზეზის დოკუმენტური დადასტურება ახლა მთელ ჩამონათვალზე ვრცელდება და „სტიქიური ხასიათის“ ნაცვლად „სტიქიური მოვლენა“ წერია.

  3. 8 აგვ. 2014

    45-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სამსახური ჩანაცვლდა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულით; მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა შეტყობინებისა და გამოცხადების ადგილის მითითებით.

  4. 27 ივლ. 2007

    45-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში წესი გავრცელდა წვევამდელებსა და რეზერვისტებზე და სამხედრო სარეზერვო სამსახურზე, ხოლო გამომძახებელი ორგანო ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი სამსახურია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 44შემდეგი მუხლი 46

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №81

  • 4 ცვლილება · ბოლო 26 მარ. 2018
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 16 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 46

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 110პასუხისმგებლობა სარეზერვო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებისთვის
  • 35სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის შესახებ ზოგადი დებულებები
  • 180მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზება გარდამავალ პერიოდში

მობილიზაციის შესახებ

  • 10მოქალაქეთა მოვალეობანი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 204სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 196¹წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებით პირის გამოძახების შემთხვევაში მისი გამოუცხადებლობა
  • 197სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის (წვევამდელის) მიერ ინფორმაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოსთვის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობა
  • 197³სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში შემოწმების/მომზადების მიზნით პირის გამოძახების შემთხვევაში მისი გამოუცხადებლობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 37მოსამსახურის პასუხისმგებლობა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹⁰³წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან ან/და არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენა

პოლიციის შესახებ

  • 59პოლიციელის ან/და სამინისტროს სხვა მოსამსახურის პასუხისმგებლობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 388სამხედრო ნაწილის ან სამსახურის სხვა ადგილის თვითნებურად დატოვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1038821¹⁰³196¹197197³4620459371103518045
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსიმობილიზაციის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…