Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებმუხლი 46

სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ

მუხლი 46. მოქალაქენი, რომლებიც თავისუფლდებიან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან

რედაქცია №81კონსოლიდირებული · 21 სექ. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 12.10.2023.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: თავდაცვის კოდექსი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული სამხედრო ვალდებულების მოხდას დაქვემდებარებული მოქალაქეები, რომელთაც ამ კანონის ამოქმედების დღისთვის შეუსრულდათ 25 წელი, არ მოიხდიან სამხედრო ვალდებულებას და ჩაირიცხებიან რეზერვში.

2.(ამოღებულია - 29.07.2014, №2554).

3.ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-5–8 პუნქტები, მე-12 მუხლის პირველი პუნქტი, მე-13 მუხლის პირველი და 1 1 პუნქტები, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-16 მუხლის პირველი–მე-4 პუნქტები, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 28-ე მუხლი და 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.

4.სამხედრო სამსახურში გადავადების საფუძვლებს, გარდა ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, წარმოადგენს: ა) ერთი ან ერთზე მეტი შვილის ყოლა იმ პირთათვის, რომლებიც სარგებლობდნენ ან შეეძლოთ ესარგებლათ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით; ბ) 2002 წლის 15 ივლისამდე წვევამდელის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა – სასწავლებლის დამთავრებამდე, მაგრამ არა უმეტეს 24 წლის ასაკისა.

5.ამ კანონის 30-ე მუხლის „გ 1 “ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2005 წლის პირველი აპრილიდან, კანონმდებლობით გათვალისწინებული უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციის შემდეგ.

6.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტს, რომელმაც ჩააბარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო გამოცდები და 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ მიენიჭოს რიგითის სამხედრო წოდება და იგი ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ: ა) მან სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები; ბ) ის სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისათვის იმყოფებოდა აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე; გ) მან სამხედრო კათედრის ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო კათედრის ან სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები აღნიშნული კათედრის გაუქმების გამო.

7.ამ კანონის მე-10 მუხლი და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც 2009-2010 სასწავლო წლამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებენ საშუალო პროფესიულ განათლებას.

8.საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულს, რომელსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე არ მინიჭებია სამხედრო წოდება, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ მიენიჭოს რიგითის სამხედრო წოდება და იგი ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ: ა) მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები; ბ) ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმების დროისათვის იმყოფებოდა აღნიშნული კათედრის დამამთავრებელ კურსზე; გ) მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამხედრო მომზადების კათედრის გაუქმებამდე გაიარა სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი და ვერ ჩააბარა სამხედრო კათედრის სახელმწიფო გამოცდები აღნიშნული კათედრის გაუქმების გამო.

9.2009 წლის 2 აპრილამდე საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის გასავლელად გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე წარმოქმნილი ფინანსური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, მისი გადავადება ან შემცირება განხორციელდეს ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული წესით.

10.(ამოღებულია). საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1527 - სსმ I, №21, 12.07.2002 წ., მუხ.83 საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2226 - სსმ I, №12, 21.05.2003 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 9 დეკემბრის კანონი №641 - სსმ I, №38, 24.12.2004 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1209 - სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.93 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2958 - სსმ I, №15, 16.05.2006 წ., მუხ.108 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4702 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.134 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4703 - სსმ I, №17, 17.05.2007 წ., მუხ.135 საქართველოს 2009 წლის 13 მარტის კანონი №1062 - სსმ I, №5, 24.03.2009 წ., მუხ.20 საქართველოს 2009 წლის 6 ნოემბრის კანონი №2019 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.268 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №3015 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.134 საქართველოს 2010 წლის 13 ივლისის კანონი №3394 - სსმ I, №41, 21.07.2010 წ., მუხ.262 საქართველოს 2013 წლის 2 7 სექტემბრის კანონი №1387 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2014 წლის 29 ივლისის კანონი №2554 - ვებგვერდი, 08.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3546 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3582 – ვებგვერდი, 21.11.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №73 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 21 ნოე. 2018

    46-ე მუხლში დაემატა მე-6 და მე-8 პუნქტები ყოფილი სტუდენტებისა და შსს აკადემიის კურსდამთავრებულთათვის რიგითი წოდების მინიჭებისა და თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხვის შესახებ.

  2. 8 აგვ. 2014

    46-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულია, რითაც ამოვარდა 1972 წელს დაბადებული წვევამდელების სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლების ნორმა.

  3. 9 ოქტ. 2013

    46-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტები ახლებურად ჩამოყალიბდა და განსაზღვრავს რიგითის წოდების მინიჭებისა და რეზერვში ჩარიცხვის პირობებს ყოფილი სტუდენტებისა და აკადემიის კურსდამთავრებულებისთვის.

  4. 21 ივლ. 2010

    46-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულია; მასთან ერთად გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დადგენილი 2009 წლის 31 დეკემბრის ვადით უმცროსი ლეიტენანტის წოდების კურსის დამტკიცებისა და ჩატარების ორგანიზების დავალება.

  5. 4 მაი. 2010

    46-ე მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტებში 2004 წლის თარიღზე დაფუძნებული წესი შეიცვალა: რიგითის წოდებას ახლა გაერთიანებული შტაბის უფროსი ანიჭებს იმ პირებს, რომლებსაც 2009 წლის 1 სექტემბრამდე წოდება არ მინიჭებიათ და კათედრის გაუქმებასთან დაკავშირებულ ა)–გ) პირობებს აკმაყოფილებენ.

  6. 19 ნოე. 2009

    46-ე მუხლს დაემატა მე-10 პუნქტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს 2009 წლის 31 დეკემბრამდე ავალებს კურსის დამტკიცებასა და მისი ჩატარების ორგანიზებას.

  7. 24 მარ. 2009

    46-ე მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომელიც 2009 წლის 2 აპრილამდე დადებულ კონტრაქტებზე პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას, გადავადებასა და შემცირებას კანონითა და პრეზიდენტის დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და წესს უქვემდებარებს.

  8. 31 მაი. 2007· გამოქვეყნდა 17 მაი. 2007

    46-ე მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც 2004 წლის 24 დეკემბრამდე გაიარეს სამხედრო მომზადების კათედრის სრული კურსი, ანიჭებს რიგითის სამხედრო წოდებას და რეზერვში ჩარიცხვას.

  9. 17 მაი. 2007

    მე-6 პუნქტში სამხედრო კათედრის დამამთავრებელი კურსის გავლილად ჩათვლა მიბმულია 2004 წლის 25 დეკემბრამდე სწავლაზე და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებზე. დაემატა მე-7 პუნქტი, რომლითაც მე-10 მუხლი და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ვრცელდება 2009-2010 სასწავლო წლამდე საშუალო პროფესიულ განათლებას მიღებულ პირებზეც.

  10. 16 მაი. 2006

    46-ე მუხლის მე-6 პუნქტში სამხედრო კათედრის დამამთავრებელი კურსის გამვლელ სტუდენტებს ახლა ენიჭებათ რიგითის და არა სერჟანტის წოდება, სამკვირიან შეკრებასთან დაკავშირების გარეშე, და ისინი ირიცხებიან სამხედრო ძალების რეზერვში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 45შემდეგი მუხლი 46¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 21 სექ. 2023 · №81

  • 10 ცვლილება · ბოლო 21 ნოე. 2018
  • 27 რედაქცია
  • 13 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 12მუხლი 13მუხლი 14მუხლი 16მუხლი 23მუხლი 24მუხლი 25მუხლი 28მუხლი 30მუხლი 45მუხლი 6მუხლი 9

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 181სამხედრო წოდების მინიჭება იმ პირისთვის, რომელმაც სამხედრო წოდების მინიჭების სპეციალური პროგრამა ვერ დაასრულა
  • 55სამხედრო აღრიცხვის განხორციელების ვალდებულება
  • 62წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირის ასაკი

საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ

  • 30¹სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

პენიტენციური კოდექსი

  • 145სამსახურში სამხედრო სამსახურის გავლის დროებითი წესი

სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ

  • 11სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები

მობილიზაციის შესახებ

  • 18მობილიზაციის დროს რეზერვში მყოფ პირთა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 89¹⁷სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მობილობის ამოქმედების ვადა

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 18საქართველოდან სამხედრო მოსამსახურეების გასვლა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 22სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა ჩარიცხვა საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვში
  • 23²წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გარდამავალ პერიოდში

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 389დეზერტირობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10121314162324252830456930¹18146
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამხედრო ვალდებულებისა…თავდაცვის კოდექსისაქართველოს დაზვერვის …