საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 14. საჯაროობა და დისპოზიციურობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო, რომლებიც მოქმედებენ საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით.

2.დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით პიროვნების უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

3.ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში პირად კანონიერ ინტერესს აქვს პრიორიტეტი დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პიროვნების კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება.

4.მხარეებს უფლება აქვთ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტაზე.

5.კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.

6.ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას ან ამ კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

7.თუ სამოქალაქო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მხარეები მორიგდნენ, სასარჩელო წარმოება წყდება. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 11

ყველა გადაწყვეტილება
  • №1019აპ-092010-06-0751
    საკასაციო არსებითი (T2)

    თაღლითობის ეპიზოდებისა და განგრძობადი დანაშაულის გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განიხილა თაღლითობის ეპიზოდების განგრძობად დანაშაულად მიჩნევისა და სასჯელის განსაზღვრის საკითხები. პალატამ არ გაიზიარა დაცვის პოზიცია განგრძობადი დანაშაულის შესახებ და ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამასთან, ზიანის აუნაზღაურებლობა ამორიცხა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან და საბოლოო სასჯელი შეამცირა 25 წლით თავისუფლების აღკვეთამდე, 21500 ლარის ჯარიმასთან ერთად. ასევე შეწყდა წარმოება იმ დაზარალებულთა სამოქალაქო სარჩელებზე, რომლებმაც მათზე უარი განაცხადეს.

  • №84აპ-102010-07-2335
    საკასაციო არსებითი (T2)

    თაღლითობის დამადასტურებელი მტკიცებულებები

    საკასაციო პალატამ განიხილა თაღლითობისა და კრედიტის უკანონო მიღებაში თანამონაწილეობის დამტკიცების, საპროცესო დარღვევისა და სამოქალაქო სარჩელის საკითხები. პალატამ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა ამნისტიით ერთ-ერთი დანაშაულისთვის დანიშნული სასჯელი გაანახევრა და სარჩელზე უარის გამო სამოქალაქო სარჩელის წარმოება შეწყვიტა. საბოლოოდ მსჯავრდებულს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

  • №871აპ-092010-04-2847
    საკასაციო არსებითი (T2)

    მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასება

    საკასაციო პალატამ შეაფასა მოწმის ჩვენების სანდოობა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნაზე უარი და სააპელაციო სასამართლოს მიერ საკასაციო მითითებების შესრულება. პალატამ დაცვის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მსჯავრდება ძალაში დატოვა, თუმცა წინა სასჯელის მოუხდელი ნაწილი ერთი დღით შეამცირა და საბოლოოდ დანიშნა 9 წლით, 1 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა. დაზარალებულის უარის გამო სამოქალაქო სარჩელის წარმოება შეწყდა და დაზუსტდა ნივთმტკიცებათა საკითხი.

  • №213აპ-102010-04-1521
    საკასაციო არსებითი (T2)

    შეწყალების გამო სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა

    საკასაციო პალატამ მსჯავრდებულის შეწყალების გამო შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის. დაზარალებულის მიერ სარჩელზე უარის გამო პალატამ ასევე შეწყვიტა სამოქალაქო სარჩელის წარმოება. სააპელაციო განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, სხვა ნაწილში უცვლელი დარჩა; შეწყალებით იგი საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლდა.

  • №970აპ-092010-02-2641
    საკასაციო არსებითი (T2)

    ჯგუფური მკვლელობის განზრახვის შეფასება

    საკასაციო პალატამ ჯგუფური მკვლელობისა და ქურდობისათვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და დანიშნული სასჯელები უცვლელად დატოვა. პალატამ ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა დაზარალებულის უფლებამონაცვლის მიერ სარჩელზე უარის გამო სამოქალაქო სარჩელის წარმოება შეწყვიტა. საბოლოოდ ერთ მსჯავრდებულს დარჩა 15 წლით, ხოლო მეორეს დანაშაულთა ერთობლიობით 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №1661აპ2008-11-2726
    საკასაციო არსებითი (T2)

    სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    საკასაციო პალატამ შეაფასა მითვისების, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების საწარმოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადებისათვის მსჯავრდების საფუძვლები. მან ძალაში დატოვა მსჯავრდება მითვისებისა და უფლებამოსილების საწინააღმდეგოდ გამოყენების ნაწილში, ხოლო ყალბი დოკუმენტის ბრალდების ეპიზოდში დევნა შეწყვიტა, რადგან ახალი კანონი დადგენილ ქმედებას აღარ სჯიდა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, უფლებამოსილების საწინააღმდეგოდ გამოყენებისათვის დანიშნული სასჯელი ამნისტიით განახევრდა და საბოლოოდ განისაზღვრა 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო, რომლებიც მოქმედებენ საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ვალდებულნი არიან დაადგინონ დანაშაული და მისი ჩამდენი პირი. ამ მიზნით ისინი უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა საპროცესო მოქმედება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის შუამდგომლობით. 2. დანაშაულის გახსნისა და სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით პიროვნების უფლებათა და თავისუფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონით დადგენილი საფუძვლითა და წესით. 3. ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევებში პირად კანონიერ ინტერესს აქვს პრიორიტეტი დანაშაულის გახსნისა და დამნაშავის დასჯის საჯარო ინტერესთან შედარებით. პიროვნების კანონიერი ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საზოგადოების ინტერესებს ემსახურება. 4. მხარეებს უფლება აქვთ კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში და დადგენილი წესით თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალურ-სამართლებრივი და საპროცესო უფლებები, გავლენა მოახდინონ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე და სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტაზე. 5. კერძო სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ დაზარალებულის საჩივრით, ხოლო მხარეთა შერიგების შემთხვევაში გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს. 6. ბრალმდებლის უარი ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში იწვევს სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტას ან ამ კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. 7. თუ სამოქალაქო მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ან მხარეები მორიგდნენ, სასარჩელო წარმოება წყდება. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-4–მე-6 ნაწილებში საქმის აღძვრის ცნება შეიცვალა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებით; შერიგებისას წყდება გამოძიება და დევნა, ბრალდებაზე უარისას კი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
70¹7138¹8⁴3150413³104121666647614
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…ელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს სისხლის სა…ადამიანის უფლებათა და …პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…