საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 13. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით გადაცემული ან მიღებული პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.

2.საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ შესახებ მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს.

3.შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების მონაწილეს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებს, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები.

4.პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონო გამჟღავნებით, ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება აქვს.

5.პირადი მიმოწერა და პირადი სატელეგრაფო შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს ღია სასამართლო სხდომაზე მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც იგი ეხება. თუ ასეთი თანხმობა არ არის, ის ქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომაზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. არავის არა აქვს უფლება თვითნებურად და უკანონოდ ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის, მიმოწერის, საფოსტო გზავნილის, პირადი ჩანაწერის, სატელეგრაფო შეტყობინების, სატელეფონო საუბრის, სხვა ტექნიკური საშუალებით გადაცემული ან მიღებული პირადი ხასიათის ინფორმაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით. 2. საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩხრეკა, ამოღება, საფოსტო-სატელეგრაფო კორესპონდენციაზე, საფოსტო გზავნილზე ყადაღის დადება, მათი შემოწმება და ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება და ქონების ჩამორთმევა შეიძლება მხოლოდ მოსამართლის ბრძანებით ან სასამართლოს განჩინებით (დადგენილებით). თუ არსებობს კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობა, საცხოვრებელი ბინის ან სხვა მფლობელობის დათვალიერება მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ, ჩხრეკა და ამოღება შეიძლება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე, მაგრამ მათი კანონიერება და დასაბუთებულობა უნდა შეამოწმოს მოსამართლემ მათ შესახებ მასალების წარდგენიდან არა უგვიანეს 24 საათისა. ამასთან, მოსამართლე წყვეტს აღნიშნული საპროცესო მოქმედებებით მიღებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს. 3. შემოწმების, ექსპერტიზის, სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებისას არ უნდა გამჟღავნდეს ცნობები პირადი ცხოვრების შესახებ, ასევე პირადი ხასიათის ცნობები, რომელთა საიდუმლოდ დაცვაც პირს საჭიროდ მიაჩნია. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების მონაწილეს ხელწერილის ჩამორთმევით აფრთხილებს, არ გაამჟღავნოს აღნიშნული ცნობები. 4. პირს, რომელსაც ზიანი მიადგა მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობების უკანონო გამჟღავნებით, ზიანის სრულად ანაზღაურების უფლება აქვს. 5. პირადი მიმოწერა და პირადი სატელეგრაფო შეტყობინება შეიძლება გამოქვეყნდეს ღია სასამართლო სხდომაზე მხოლოდ იმ პირის თანხმობით, რომელსაც იგი ეხება. თუ ასეთი თანხმობა არ არის, ის ქვეყნდება დახურულ სასამართლო სხდომაზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    მე-13 მუხლის მე-3 ნაწილში ხელწერილით გაფრთხილების სუბიექტთაგან ამოღებულია მოკვლევის ორგანო და მომკვლევი, ხოლო გაფრთხილება ეხება ამ კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების მონაწილეს.

  2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში ახლებურად განისაზღვრა სასამართლო კონტროლს დაქვემდებარებული მოქმედებები და 24-საათიანი ვადის ათვლა; მე-3 პუნქტში გაფრთხილების სუბიექტებს დაემატა მოკვლევის ორგანო.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
16017151854¹18712111240162213
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს კონსტიტუცი…მაუწყებლობის შესახებზოგადი განათლების შესა…საქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს სამოქალაქო…