საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 177. სამედიცინო დაწესებულებაში მოსათავსებელი პირი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის ან ჩატარების დროს დადგება სტაციონარული მეთვალყურეობის საჭიროება, გამომძიებელს, პროკურორს სასამართლო ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) საფუძველზე უფლება აქვთ ბრალდებული, განსასჯელი მოათავსონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

2.(ამოღებულია).

3.თუ პირი ბრალდების წაყენებამდე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე მას უნდა წაეყენოს ბრალდება ან მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 6

ყველა გადაწყვეტილება
  • №815-აპ2008-12-1222
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    თაღლითობისა და ქურდობისათვის მსჯავრდება

    საკასაციო პალატამ ძალაში დატოვა მსჯავრდება თაღლითობისა და ქურდობისათვის და ათი წლით თავისუფლების აღკვეთა. პალატამ უარყო გამართლებისა და ქმედების გადაკვალიფიცირების მოთხოვნები, თუმცა შეცვალა განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში: დაზარალებულებმა სასარჩელო მოთხოვნებზე უარი თქვეს, ამიტომ მათ სასარგებლოდ თანხების დაკისრება ამოირიცხა.

  • №29-აპ2003-02-2029
    კრებულისაკასაციო არსებითი (T2)

    ქურდობის დამთავრების მომენტი

    საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ბრალეულობა ქურდობის მცდელობაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა. რადგან იგი ნაქურდალ ნივთებთან ერთად შენობაში დააკავეს და ქონებით სარგებლობის ან მისი განკარგვის რეალური შესაძლებლობა არ ჰქონია, პალატამ დამთავრებული ქურდობა მცდელობად გადააკვალიფიცირა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა განაჩენი შეიცვალა და საბოლოო სასჯელად განისაზღვრა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №318აპ-102010-07-087
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქურდობის გადაკვალიფიცირება მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეცვლილი კანონით

    საკასაციო პალატამ შეაფასა მსჯავრდებულის ბრალეულობა, სასჯელის სამართლიანობა და დაზარალებულთა სამოქალაქო სარჩელი. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა ქურდობის კვალიფიკაცია მსჯავრდებულის სასიკეთოდ შეიცვალა მოგვიანებით მიღებული კანონით. საბოლოო სასჯელი უცვლელი დარჩა: თავისუფლების აღკვეთა თვრამეტი წლით და დამატებით ჯარიმა ხუთი ათასი ლარის ოდენობით.

  • №1357აპ2007-03-1928
    საკასაციო არსებითი (T2)

    უფრო მსუბუქი სისხლის სამართლის კანონის უკუძალა

    საკასაციო პალატამ პროკურორის საჩივარი სასჯელის სიმსუბუქის თაობაზე არ დააკმაყოფილა და დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიიჩნია. სასჯელის ზედა ზღვრის შემცირების გამო პალატამ მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქურდობა უფრო მსუბუქი კანონის შესაბამის მუხლზე გადააკვალიფიცირა. საბოლოო სასჯელი ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დარჩა.

  • №359-აპ2006-11-0919
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქურდობის არაერთგზისობა და წინა ნასამართლობა

    საკასაციო პალატამ განიხილა ქურდობის კვალიფიკაციისა და სასჯელის შემსუბუქების საკითხები. მან განაჩენიდან ამორიცხა ზედმეტად წარდგენილი არაერთგზისობის ნიშანი, მნიშვნელოვანი ზიანის ბრალდების ნაწილში შეწყვიტა სისხლისსამართლებრივი დევნა და ქმედება შემსუბუქებული კანონის შესაბამისი მუხლით გადააკვალიფიცირა. დაცვის საჩივარი სასჯელის შემცირების შესახებ არ დაკმაყოფილდა და თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლის ვადით უცვლელად დარჩა.

  • №72-აპ2004-03-0221
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქურდობა

    საკასაციო პალატამ განიხილა, არსებობდა თუ არა ქურდობისთვის კანონით დადგენილ უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნის საფუძველი. პალატამ გაითვალისწინა აღიარება, სინანული, გამოძიების ხელშეწყობა, მატერიალური ზარალის არარსებობა და მსჯავრდებულის მძიმე პირადი მდგომარეობა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და თავისუფლების აღკვეთა სამი წლიდან ათ თვემდე შემცირდა; განაჩენი დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ სასამართლო-სამედიცინო ან სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის ან ჩატარების დროს დადგება სტაციონარული მეთვალყურეობის საჭიროება, გამომძიებელს, პროკურორს სასამართლო ბრძანების ან განჩინების (დადგენილების) საფუძველზე უფლება აქვთ ბრალდებული, განსასჯელი მოათავსონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. 2. (ამოღებულია). 3. თუ პირი ბრალდების წაყენებამდე მოთავსებულია სამედიცინო დაწესებულებაში, ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე მას უნდა წაეყენოს ბრალდება ან მის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    177-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულია, ხოლო მე-3 ნაწილში ბრალდების წაყენების ალტერნატივად იძულებითი ღონისძიების პირად ცნობის ნაცვლად დადგენილია სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

  2. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2000

    177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში თავისუფლების აღკვეთის ქვედა ზღვარი ხუთი წლიდან სამ წლამდე შემცირდა.

  3. 177-ე მუხლის პირველ პუნქტში მოთავსების უფლებამოსილ სუბიექტებს შორის აღარ არის მომკვლევი, ხოლო მოთავსებას დაქვემდებარებულ პირთა შორის — ეჭვმიტანილი; ამოღებულია მე-4 პუნქტი დაზარალებულისა და მოწმის შესახებ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
514721¹⁷21²⁰21¹⁶452221801812139177
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სამედიცინო-სოციალური ე…პაციენტის უფლებების შე…საქართველოს ადმინისტრა…ფსიქიკური ჯანმრთელობის…პენიტენციური კოდექსი