საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 176. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებისა და განჩინების (დადგენილების) აღსრულება

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) აღსასრულებლად გადაეცემა პოლიციის ორგანოს.

2.როცა მოსაყვან პირს აღმოაჩენენ, პოლიციის მუშაკი მას ხელწერილით აცნობს სასამართლო ბრძანებას ან განჩინებას (დადგენილებას) მოყვანის შესახებ და მიჰყავს იმ ორგანოში, რომელიც აღნიშნულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში). ამასთან, ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მოყვანის დროის, აგრეთვე მოყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებების, საჩივრებისა და შუამდგომლობების შესახებ.

3.თუ პოლიციის მუშაკი დაადგენს, რომ მოყვანა შეუძლებელია სათანადო პირის გაქცევის, შვებულების, მივლინების, მძიმე ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო, ამის თაობაზე ის აკეთებს ჩანაწერს მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) და აღსრულების გარეშე უბრუნებს განჩინების (დადგენილების) გამომტან მოსამართლეს ან სასამართლოს თავისი ახსნა-განმარტებითურთ.

4.საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების მოყვანა დაუშვებელია. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 თავი XXII პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანება ან განჩინება (დადგენილება) აღსასრულებლად გადაეცემა პოლიციის ორგანოს. 2. როცა მოსაყვან პირს აღმოაჩენენ, პოლიციის მუშაკი მას ხელწერილით აცნობს სასამართლო ბრძანებას ან განჩინებას (დადგენილებას) მოყვანის შესახებ და მიჰყავს იმ ორგანოში, რომელიც აღნიშნულია ბრძანებაში ან განჩინებაში (დადგენილებაში). ამასთან, ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) უნდა გაკეთდეს ჩანაწერი პირის აღმოჩენის დროისა და ადგილის, მოყვანის დროის, აგრეთვე მოყვანასთან დაკავშირებით მისი განცხადებების, საჩივრებისა და შუამდგომლობების შესახებ. 3. თუ პოლიციის მუშაკი დაადგენს, რომ მოყვანა შეუძლებელია სათანადო პირის გაქცევის, შვებულების, მივლინების, მძიმე ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო, ამის თაობაზე ის აკეთებს ჩანაწერს მოყვანის შესახებ სასამართლო ბრძანებაზე ან განჩინებაზე (დადგენილებაზე) და აღსრულების გარეშე უბრუნებს განჩინების (დადგენილების) გამომტან მოსამართლეს ან სასამართლოს თავისი ახსნა-განმარტებითურთ. 4. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, მოსამართლის, აგრეთვე დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების მოყვანა დაუშვებელია. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 თავი XXII პირის მოთავსება სამედიცინო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩასატარებლად საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 10 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    176-ე მუხლის მე-4 ნაწილში მოყვანის აკრძალვის სიიდან ამოვიდა ავტონომიური რესპუბლიკების დეპუტატები და გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრი, ხოლო სახალხო დამცველი დაზუსტდა როგორც საქართველოს სახალხო დამცველი.

  2. 176-ე მუხლის მე-4 ნაწილში პროკურორისა და გამომძიებლის ნაცვლად ჩამონათვალში შევიდა გენერალური პროკურატურის კოლეგიის წევრი და მოიხსნა „საქართველოს“ სახალხო დამცველის წინ.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁵⁶21²⁰3025942801502867150393642176
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ხელშეკრულება საქართველ…სააღსრულებო წარმოებათა…პოლიციის შესახებ