1.ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით).
2.მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირი, მისი სამუშაო ადგილი და თანამდებობა, თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება.
3.მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, რომელიც ვალდებულია მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შემოსვლის შემდეგ დაუყოვნებლივ აღასრულოს იგი და ამის თაობაზე შეატყობინოს შესაბამისად სასამართლოს ან მოსამართლეს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
რეაბილიტირებულმა პირმა მოითხოვა სისხლის სამართალწარმოების შედეგად მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურება. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ უკანონო ან დაუსაბუთებელი დაკავების ან დაპატიმრების შედეგად მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელია დაპატიმრების კანონიერების გამოკვლევა; სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით შეწყვეტა ხელახალ რეაბილიტირებულად ცნობას არ საჭიროებს. პალატამ პროკურორის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად დააბრუნა.
საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული პირისათვის სისხლის სამართალწარმოების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი. პალატის თანახმად, მორალური ზიანის ფულადი კომპენსაციის საკითხის გადასაწყვეტად უნდა გამოკვლეულიყო დაპატიმრების კანონიერება, რაც ქვედა ინსტანციებმა არ გააკეთეს. პალატამ პროკურორის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, დანარჩენი საჩივრები არ დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა.
რეაბილიტაციის საფუძველი სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისას
საკასაციო პალატამ განიხილა რეაბილიტირებული ბრალდებულის სამსახურში აღდგენისა და მისთვის ქონებრივი და მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი. პალატამ დაადგინა, რომ ადმინისტრაციული ბრძანებით თანამდებობიდან გადაყენების კანონიერება და მასთან დაკავშირებული განაცდური ხელფასის მოთხოვნა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს. უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციების აქტები სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში, ხოლო მორალური ზიანისათვის 2000 ლარის ანაზღაურება უცვლელად დატოვა.
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა ქმედების არარსებობის გამო
საქმე ეხება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შემდეგ რეაბილიტაციასა და პატიმრობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო დევნის შეწყვეტა რეაბილიტაციის საფუძველია. პალატამ ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა რეაბილიტირებულის სასარგებლოდ ქონებრივი ზიანის სახით 667,19 ლარისა და მორალური ზიანის სახით 5000 ლარის ანაზღაურება.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს, რომელიც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გასცემს ბრძანებას ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. განსასჯელი შეიძლება გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან (სამუშაოდან) აგრეთვე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული განჩინებით (დადგენილებით).2. მოსამართლის ბრძანებაში ან სასამართლო განჩინებაში (დადგენილებაში) უნდა აღინიშნოს: თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირი, მისი სამუშაო ადგილი და თანამდებობა, თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება.3. მოსამართლის ბრძანება ან სასამართლო განჩინება (დადგენილება) ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის, რომელიც ვალდებულია მოსამართლის ბრძანების ან სასამართლო განჩინების (დადგენილების) შემოსვლის შემდეგ დაუყოვნებლივ აღასრულოს იგი და ამის თაობაზე შეატყობინოს შესაბამისად სასამართლოს ან მოსამართლეს.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
184-ე მუხლის პირველ ნაწილში თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობით მოსამართლეს მიმართავს პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი; „საკმაო“ საფუძველი შეიცვალა „საკმარისით“.
184-ე მუხლის პირველ პუნქტში შუამდგომლობით მიმართვის სუბიექტთა წრიდან ამოღებულია მომკვლევი.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სახელმწიფო…პენიტენციური კოდექსისაქართველოს კონსტიტუცი…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სამოქალაქო…