ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის მოსამართლე (სასამართლო) ფულად ჯარიმას 500 ლარამდე ოდენობით დააკისრებს: ა) დაზარალებულსა და მოწმეს, რომლებიც უარს იტყვიან შემოწმების, ექსპერტიზის ჩატარების, შედარებითი კვლევისათვის ნიმუშების მიღების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს კანონიერი მოთხოვნების შესრულებაზე; ბ) სხვა პირებს, რომლებიც ხელს შეუშლიან შემთხვევის ადგილის დათვალიერების, საგამოძიებო ექსპერიმენტის, გვამის ექსჰუმაციის, ჩხრეკის ან ამოღების ჩატარებას; გ) იურიდიულ პირთა ან ადმინისტრაციულ ორგანოთა ხელმძღვანელებს, რომლებიც ხელს შეუშლიან გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით იმ პირთა გამოცხადებას, რომლებიც არიან: ბრალდებული, ეჭვმიტანილი, დაზარალებული, მოწმე, სპეციალისტი, ექსპერტი, თარჯიმანი, სამოქალაქო მოსარჩელე, სამოქალაქო მოპასუხე, მათი წარმომადგენლები; აგრეთვე იმისთვის, თუ განუხილველი დარჩა ან/და დროულად არ გაეცა პასუხი კერძო განჩინებას (დადგენილებას) ან წარდგინებას კანონის დარღვევისა და დანაშაულის ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების შესახებ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
მუხლი 205. პასუხისმგებლობა სხვა საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1
- საკასაციო არსებითი (T2)
ბრალდების კონკრეტულობა და ქონების დაზიანებისა და განადგურების გამიჯვნა
საკასაციო პალატამ განიხილა ქონების განზრახ დაზიანებისა და განადგურების საქმეზე ბრალდების კონკრეტულობის, წინააღმდეგობრივი მტკიცებულებებისა და დაცვის არგუმენტების შემოწმების საკითხები. მან დაადგინა, რომ საქმის გარემოებები სრულად და ობიექტურად არ იყო გამოკვლეული, ხოლო არსებული ხარვეზების აღმოფხვრა დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს მოითხოვდა. პალატამ საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ორივე ინსტანციის განაჩენი ორი მსჯავრდებულის მიმართ გააუქმა და საქმე დამატებითი გამოძიებისთვის პროკურატურას დაუბრუნა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №55 · ძალაშია 21 ოქტ. 2005-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
21 ოქტ. 2005 – 1 იან. 2006 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
205-ე მუხლში ამოღებულია მომკვლევი ჯარიმის საფუძვლებიდან და ამოღებულია მსაჯულის გამოცხადებაში ხელშეშლა; ერთი სიტყვა ორთოგრაფიულად გასწორდა.
- · გამოქვეყნდა 7 ოქტ. 2005
205-ე მუხლში სახდელი შრომის ანაზღაურების ათიდან ორმოცდაათ მინიმალურ ოდენობამდე შეიცვალა 500 ლარამდე ჯარიმით, რომელსაც მოსამართლე (სასამართლო) აკისრებს სამი ჯგუფის პირს ა)–გ) ქვეპუნქტებით.
- · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
205-ე მუხლში ხელშეშლის ჩამონათვალში „და“ შეიცვალა „ან“-ით, ხოლო კერძო განჩინებას დაემატა „(დადგენილება)“.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

