საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 204. პასუხისმგებლობა ცრუ ცნობების მიწოდებისათვის

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ცრუ დასმენას, დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენებას, ექსპერტის ყალბ დასკვნას, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში თარჯიმნის არასწორ თარგმანს, დაზარალებულის ან მოწმის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემას მოსდევს ამ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე, 371 1 , 373-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

2.ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ აგრეთვე მოწმე და დაზარალებული, თუ ისინი ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავები არიან, ანდა რომლებსაც უნდა ეპასუხათ დანაშაულის ჩადენაში მათ მამხილებელ შეკითხვებზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ცრუ დასმენას, დაზარალებულის ან მოწმის ცრუ ჩვენებას, ექსპერტის ყალბ დასკვნას, წინასწარი გამოძიების დროს და სასამართლოში თარჯიმნის არასწორ თარგმანს, დაზარალებულის ან მოწმის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემას მოსდევს ამ პირთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე, 371 1 , 373-ე მუხლებით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. 2. ცრუ ჩვენების მიცემისათვის, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ ეჭვმიტანილი, ბრალდებული, განსასჯელი. ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის პასუხს არ აგებენ აგრეთვე მოწმე და დაზარალებული, თუ ისინი ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის ან მსჯავრდებულის ახლო ნათესავები არიან, ანდა რომლებსაც უნდა ეპასუხათ დანაშაულის ჩადენაში მათ მამხილებელ შეკითხვებზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 სექტემბრის კანონი №1904 - სსმ I, №43, 07.10.2005წ., მუხ.305

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №55 · ძალაშია 21 ოქტ. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 21 ოქტ. 2005 – 1 იან. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    204-ე მუხლის პირველ ნაწილში ამოღებულია მოკვლევის სტადია, ხოლო მე-2 ნაწილში დაემატა პირობითი „თუ ისინი“ ახლო ნათესავებთან დაკავშირებით.

  2. · გამოქვეყნდა 7 ოქტ. 2005

    204-ე მუხლის პირველ ნაწილში „არასწორი“ დასკვნა ჩანაცვლდა „ყალბით“, დაემატა დაზარალებულის ან მოწმის ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები და მითითება სისხლის სამართლის კოდექსის 371¹ მუხლზე.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    204-ე მუხლის პირველ ნაწილში შეიცვალა მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები (370-ე, 373-ე), ხოლო მე-2 ნაწილში ახლო ნათესავთა წრე გაფართოვდა განსასჯელითა და მსჯავრდებულით.

  4. 204-ე მუხლის პირველ პუნქტში სისხლის სამართლის კოდექსის მითითებული მუხლები 196-197-ე მუხლებიდან 197-198-ე მუხლებად შეიცვალა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
373348¹37137014514216810²3737449165³1341204
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს მოქალაქეთა…რეაბილიტაციისა და კრედ…