1.შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ იგი ხელს უწყობს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად დადგენას.
2.ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შუამდგომლობები ერთნაირი ყურადღებით უნდა განიხილებოდეს.
3.ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის, პროცესის სხვა მონაწილის დასაბუთებული შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ უნდა დააკმაყოფილონ გამომძიებელმა, პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.
4.ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმ მტკიცებულების გამოთხოვის, საქმეზე დართვისა და გამოკვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს წაყენებულ ბრალდებას ან ამძიმებს განსასჯელის პასუხისმგებლობას, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.
5.შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
6.შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ორგანოს ან პირს, რომლის სახელზედაც იყო იგი შეტანილი, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება (განჩინება). ეს დადგენილება (განჩინება) წინასწარი გამოძიების დროს გადაეცემა შუამდგომლობის შემტან პირს, ხოლო სასამართლოში იგი გამოცხადდება. ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, მეორედ აღარ განიხილება.
7.თუ განმცხადებელი არ ეთანხმება გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საკასაციო პალატამ შეაფასა სააპელაციო განხილვის საპროცესო დარღვევები, მათ შორის ალიბის დასადასტურებლად მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობაზე დაუსაბუთებელი უარი და განაჩენის დაუსაბუთებლობა. პალატამ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, სამივე მსჯავრდებულის მიმართ გააუქმა სააპელაციო განაჩენი და საქმე იმავე სასამართლოს ახალი განხილვისათვის დაუბრუნა. მსჯავრდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ; საბოლოო სასჯელი ჯერ არ განსაზღვრულა.
საკასაციო პალატამ განიხილა, ექვემდებარებოდა თუ არა სასამართლოში გასაჩივრებას მოწმეების დამატებით დაკითხვაზე გამომძიებლისა და პროკურორის უარი. პალატის დასკვნით, მოქმედი საპროცესო კოდექსის თანახმად, ასეთი უარი სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქალაქო სასამართლოს დადგენილება უცვლელად დარჩა; წარმოდგენილ ტექსტში სასჯელი განსაზღვრული არ არის.
საკასაციო პალატამ განიხილა, ამართლებდა თუ არა გამოძიების შესაძლო არასრულყოფილება და სხვა პირის თანამონაწილეობის საკითხის გადაუწყვეტლობა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას. პალატამ დაასკვნა, რომ ეს გარემოებები ბრალდებულთა საწინააღმდეგოდ ვერ იქნებოდა გამოყენებული, ხოლო საეჭვო მტკიცებულებები მათ სასარგებლოდ უნდა შეფასებულიყო. დაცვის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და ოთხივე ბრალდებულის გამამართლებელი განაჩენი ძალაში დარჩა.
საკასაციო სასამართლომ განიხილა მსჯავრდებულის მიმართ სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შეცვლის საკითხი. პალატამ კერძო საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა, რაიონული სასამართლოს დადგენილება შეცვალა და იძულებითი მკურნალობის გაძლიერებული მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაგრძელება გადაწყვიტა. თავდაპირველი განაჩენით მსჯავრდებულს განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა თოთხმეტი წლით, რომლის აღსრულების ადგილიდანაც იგი ფსიქიკური დაავადების გამო ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, თუ იგი ხელს უწყობს საქმის გარემოებათა ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად დადგენას.2. ბრალდებისა და დაცვის მხარეთა შუამდგომლობები ერთნაირი ყურადღებით უნდა განიხილებოდეს.3. ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის, დამცველის, დაზარალებულის, დაზარალებულის წარმომადგენლის, პროცესის სხვა მონაწილის დასაბუთებული შუამდგომლობა მტკიცებულების გამოთხოვის, სასამართლო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ უნდა დააკმაყოფილონ გამომძიებელმა, პროკურორმა, პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.4. ბრალდების მხარის შუამდგომლობა იმ მტკიცებულების გამოთხოვის, საქმეზე დართვისა და გამოკვლევის შესახებ, რომელიც ადასტურებს წაყენებულ ბრალდებას ან ამძიმებს განსასჯელის პასუხისმგებლობას, აუცილებლად უნდა დააკმაყოფილონ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებმა.5. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.6. შუამდგომლობის უარყოფის შესახებ ორგანოს ან პირს, რომლის სახელზედაც იყო იგი შეტანილი, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება (განჩინება). ეს დადგენილება (განჩინება) წინასწარი გამოძიების დროს გადაეცემა შუამდგომლობის შემტან პირს, ხოლო სასამართლოში იგი გამოცხადდება. ერთი და იმავე შინაარსის შუამდგომლობა, რომელზედაც უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, მეორედ აღარ განიხილება.7. თუ განმცხადებელი არ ეთანხმება გამომძიებლის მიერ შუამდგომლობის უარყოფას, მას უფლება აქვს ასეთივე შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
232-ე მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებიდან ამოღებულია მომკვლევისა და მოკვლევის ორგანოს მითითება; შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და უარყოფის წესი გამომძიებელზე, პროკურორსა და სასამართლოზეა გათვლილი.
· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999
232-ე მუხლიდან ამოღებულია მე-8 ნაწილი, რომელიც შუამდგომლობის უარყოფის სასამართლოში გასაჩივრების უფლებას ითვალისწინებდა.
მე-3 პუნქტში შუამდგომლობის სუბიექტთა წრე გაფართოვდა დაზარალებულით, მისი წარმომადგენლითა და სხვა მონაწილით და ამოღებულია „აუცილებლად“; მე-8 პუნქტში საჩივრის ადრესატი შეიცვალა შესაბამისი სასამართლოთი.