საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 231. შუამდგომლობის განცხადების წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შუამდგომლობის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სასამართლო კამათის დაწყების შემდეგ შუამდგომლობის განცხადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაკვლევია არსებითად ახალი მტკიცებულება და ამ მტკიცებულების წარმოდგენა მხარის მიერ სასამართლო კამათის დაწყებამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო.

2.შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. იგი უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა იქნეს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან.

3.წერილობითი შუამდგომლობა და მისი დამასაბუთებელი მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.

4.ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის ჩატარების დროსაც იყო იგი განცხადებული, ცალკე შედგენილ ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში.

5.შუამდგომლობის უარყოფა განმცხადებელს არ ართმევს უფლებას, ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს შუამდგომლობით სისხლის სამართლის პროცესის იმავე ან სხვა სტადიაზე.

6.შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი განცხადების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა.

7.სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს იმავე სასამართლო სხდომაზე.

8.სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობის დასაყენებლად და დასასაბუთებლად მოსამართლე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.

9.სასამართლოში საქმის განხილვისას დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლე მხარეს პოზიციის გამოსახატავად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შუამდგომლობის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. სასამართლო კამათის დაწყების შემდეგ შუამდგომლობის განცხადება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოსაკვლევია არსებითად ახალი მტკიცებულება და ამ მტკიცებულების წარმოდგენა მხარის მიერ სასამართლო კამათის დაწყებამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო. 2. შუამდგომლობა შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. იგი უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა იქნეს გადმოცემული ჯერ მოთხოვნა და შემდეგ მოთხოვნის არგუმენტაცია და იგი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ საკითხებთან. 3. წერილობითი შუამდგომლობა და მისი დამასაბუთებელი მასალები უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს. 4. ზეპირი შუამდგომლობა შეტანილ უნდა იქნეს იმ საგამოძიებო მოქმედების ოქმში, რომლის ჩატარების დროსაც იყო იგი განცხადებული, ცალკე შედგენილ ოქმში ან სასამართლო სხდომის ოქმში. 5. შუამდგომლობის უარყოფა განმცხადებელს არ ართმევს უფლებას, ახალი არსებითი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს შუამდგომლობით სისხლის სამართლის პროცესის იმავე ან სხვა სტადიაზე. 6. შუამდგომლობა განხილულ და გადაწყვეტილ უნდა იქნეს მისი განცხადების მომენტიდან არა უგვიანეს 3 დღე-ღამისა. 7. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს იმავე სასამართლო სხდომაზე. 8. სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობის დასაყენებლად და დასასაბუთებლად მოსამართლე მხარეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. 9. სასამართლოში საქმის განხილვისას დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლე მხარეს პოზიციის გამოსახატავად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    231-ე მუხლში შუამდგომლობის დაყენება სასამართლო კამათის შემდეგ შეზღუდულია არსებითად ახალი მტკიცებულებით, დაემატა დასაბუთების მოთხოვნები, განმეორებითი მიმართვა ახალ არსებით გარემოებას უკავშირდება და დაემატა 7–9 ნაწილები სასამართლოში შუამდგომლობის ფორმისა და ვადების შესახებ.

  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    231-ე მუხლის პირველ ნაწილში შუამდგომლობის განცხადების უფლებას დაემატა გამონაკლისი — 468-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2151091129394636271656³267231
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…სისხლის სამართლის სფერ…საერთაშორისო კერძო სამ…ხელშეკრულება საქართველ…მედიაციის შესახებ