საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 361. დამატებითი და განმეორებითი ექსპერტიზა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾100-დან

დავით ელისაბედაშვილი

1.დამატებით ექსპერტიზას ატარებს იგივე ან სხვა ექსპერტი ჩატარებული გამოკვლევის ან დასკვნის შესავსებად.

2.განმეორებითი ექსპერტიზა ტარდება მაშინ, როცა ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია, მისი სისწორე საეჭვოა, ან არასარწმუნოა მტკიცებულება, რომელსაც იგი ემყარება, ანდა მოხდა ექსპერტიზის ჩატარების საპროცესო წესის არსებითი დარღვევა. განმეორებითი ექსპერტიზა ევალება სხვა ექსპერტს. განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს მოტივი, რატომ არის საეჭვო წინა ექსპერტიზის დასკვნა. წინა ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი შეიძლება დაესწროს განმეორებით ექსპერტიზას და მისცეს განმარტება, მაგრამ გამოკვლევასა და დასკვნის შედგენაში ის არ მონაწილეობს.

3.თუ გამოკვლევა დაიწყო ერთმა ექსპერტმა და დაასრულა მეორემ, მისი განმეორება არ არის საჭირო, თუ გამოყენებული მეთოდები მეორე ექსპერტის ეჭვს არ იწვევს.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 6

ყველა გადაწყვეტილება
  • №1099აპ2009-01-3021
    საკასაციო არსებითი (T2)

    ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლის ვინაობის დადგენა

    საკასაციო პალატამ შეაფასა ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლის ვინაობის დასადგენად მოპოვებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია. პალატამ ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა განაჩენიდან ამორიცხა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილი და უკანონოდ დანიშნული 3000-ლარიანი ჯარიმა. უცვლელად დარჩა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა.

  • №526-აპ2006-07-2715
    საკასაციო არსებითი (T2)

    ტყე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა

    საქმე ეხება ტყე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისათვის დანიშნული სასჯელის შესაბამისობას მსჯავრდებულის პიროვნებასთან, ქმედების სიმძიმესა და ბრალის ხარისხთან. უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდება უცვლელად დატოვა, მაგრამ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ჯარიმა 2000 ლარიდან 1000 ლარამდე შეამცირა. მსჯავრდებულის მოთხოვნა პირობითი მსჯავრის შეფარდების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

  • №21I2004-07-2027
    საკასაციო არსებითი (T2)

    დამატებითი სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა

    საკასაციო პალატამ განიხილა ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ორი საექსპერტო დასკვნა და დამატებითი გამოკვლევის საჭიროება. პალატამ საჭიროდ მიიჩნია დამატებითი კომპლექსური სტაციონარული ექსპერტიზა ფსიქიატრების, ფსიქოლოგისა და ნარკოლოგის მონაწილეობით, ხოლო არსებული სტაციონარული ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობის საფუძველი ვერ დაადგინა. დაზარალებულთა საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, იძულებითი მკურნალობის შესახებ განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის სასამართლო კოლეგიის სხვა შემადგენლობას დაუბრუნდა; საბოლოო სასჯელი არ განსაზღვრულა.

  • №111A2003-03-0627
    საკასაციო არსებითი (T2)

    საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა, არსებობდა თუ არა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ წინასწარ გამოძიებაში დაშვებული დარღვევების გამოსწორება სასამართლო განხილვისას შეუძლებელი იყო. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თუმცა საქმე დამატებითი გამოძიებისთვის საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა.

  • №336192001-09-1615
    საკასაციო არსებითი (T2)

    საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი

    საკასაციო პალატამ განიხილა, საჭიროებდა თუ არა საქმეში გამოვლენილი ხარვეზები დამატებით გამოძიებას. პალატამ მიიჩნია, რომ დაზიანების გარემოებებისა და ნივთების ღირებულების გარკვევა, აგრეთვე დოკუმენტების დედნების გამოთხოვა სასამართლოს შეეძლო. საბრალდებო დასკვნის ასლის ჩაბარების გაურკვევლობისა და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში გადასწორების გამო საქმე დამატებითი გამოძიების ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად გადაეცა; პატიმრობა უცვლელად დარჩა.

  • №332842000-02-1638
    საკასაციო არსებითი (T2)

    სახელმწიფო ქონების დატაცება

    მსჯავრდებულის დამცველი მოითხოვდა განაჩენის შეცვლას და სასჯელის შემცირებას. საზედამხედველო პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა; საბოლოოდ ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის მიერ ერთობლივად შეფარდებული 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. დამატებით ექსპერტიზას ატარებს იგივე ან სხვა ექსპერტი ჩატარებული გამოკვლევის ან დასკვნის შესავსებად. 2. განმეორებითი ექსპერტიზა ტარდება მაშინ, როცა ექსპერტის დასკვნა დაუსაბუთებელია, მისი სისწორე საეჭვოა, ან არასარწმუნოა მტკიცებულება, რომელსაც იგი ემყარება, ანდა მოხდა ექსპერტიზის ჩატარების საპროცესო წესის არსებითი დარღვევა. განმეორებითი ექსპერტიზა ევალება სხვა ექსპერტს. განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის დადგენილებაში უნდა აღინიშნოს მოტივი, რატომ არის საეჭვო წინა ექსპერტიზის დასკვნა. წინა ექსპერტიზის ჩამტარებელი ექსპერტი შეიძლება დაესწროს განმეორებით ექსპერტიზას და მისცეს განმარტება, მაგრამ გამოკვლევასა და დასკვნის შედგენაში ის არ მონაწილეობს. 3. თუ გამოკვლევა დაიწყო ერთმა ექსპერტმა და დაასრულა მეორემ, მისი განმეორება არ არის საჭირო, თუ გამოყენებული მეთოდები მეორე ექსპერტის ეჭვს არ იწვევს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები მონათესავე სამართლებრივ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ კანონის შესაბამის სამართლის დარგში.

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
42¹8652201731171641063723414652144361
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…არბიტრაჟის შესახებსაექიმო საქმიანობის შე…სამედიცინო-სოციალური ე…