საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 106. საქმეში ექსპერტის, სპეციალისტის ან თარჯიმნის მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოებები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ექსპერტს (გარდა ამ კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან სპეციალისტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან.

2.ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებული უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა.

3.საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, თუ მეორე მხარის მოთხოვნის საპასუხოდ ის ვერ წარადგენს მისი სპეციალური განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ საბუთს ან შესაბამის დოკუმენტს (სერტიფიკატს). ამ შემთხვევაში, საფინანსო-საბუღალტრო ექპერტის დასკვნა და ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება ამ კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ექსპერტს (გარდა ამ კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან სპეციალისტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, როცა სამსახურებრივად ან სხვაგვარად დამოკიდებულია საქმეში მონაწილე ამა თუ იმ პირზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან. 2. ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი აცილებული უნდა იქნენ იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვლინდება მათი პროფესიული არაკომპეტენტურობა. 3. საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტს უფლება არა აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, თუ მეორე მხარის მოთხოვნის საპასუხოდ ის ვერ წარადგენს მისი სპეციალური განათლების ან/და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ საბუთს ან შესაბამის დოკუმენტს (სერტიფიკატს). ამ შემთხვევაში, საფინანსო-საბუღალტრო ექპერტის დასკვნა და ჩვენება დაუშვებელ მტკიცებულებად ჩაითვლება ამ კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2543 - სსმ I, № 1, 04.01.2006წ., მუხ.9

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №61 · ძალაშია 18 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 4 მარ. 2004 – 23 მარ. 2004 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 4 იან. 2006

    106-ე მუხლის მე-3 ნაწილში ძველი აკრძალვა შეიცვალა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტის მონაწილეობის შეზღუდვით კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთის წარუდგენლობისას და მისი დასკვნის დაუშვებლად ცნობით.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    106-ე მუხლის პირველი ნაწილიდან დამსწრე ამოღებულია და ნორმა ეხება ექსპერტსა და სპეციალისტს; მე-2 ნაწილიდან ამოღებულია დამსწრეთა აცილების საფუძვლები; მე-3 ნაწილში რევიზიის ან უწყებრივი შემოწმების ფორმულირება შეიცვალა „აღნიშნულ საქმეზე“-თი.

  3. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილში დამსწრის აცილების საფუძვლად დასახელებული ორგანოების ჩამონათვალი ახლებურად არის ჩამოყალიბებული: ამოღებულია სახელმწიფო უშიშროების ორგანოები და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, დაზვერვის დეპარტამენტი კი საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურით შეიცვალა.

  4. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    106-ე მუხლის პირველ ნაწილში თარჯიმანი ამოღებულია აკრძალვის ადრესატთა წრიდან, გაუქმებულია მითითება 105-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის გარემოებებზე და ტექსტი მრავლობით რიცხვშია გადაწერილი.

  5. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილში დამსწრის აცილების საფუძველთა ჩამონათვალში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო, საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების ორგანოები ჩანაცვლდა „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციით“.

  6. 106-ე მუხლის მე-2 ნაწილში დამსწრის აცილების საფუძვლად მითითებულ ორგანოთა ჩამონათვალს დაემატა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი და საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების მოკვლევის ორგანოები; დაზუსტდა ერთი სახელწოდება.

  7. პირველ ნაწილში ექსპერტზე დაემატა გამონაკლისი 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შემთხვევისთვის; მე-2 ნაწილში დამსწრედ აცილებულ ორგანოთა წრე გაიზარდა სამი უწყებით.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
821259257168351761113614839760616215106
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…კანონთან კონფლიქტში მყ…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო აუდიტის სამ…