1.ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს:
ა) ექსპერტიზის ჩატარებამდე გაეცნოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
ბ) აცილება მისცეს ექსპერტს;
გ) მოითხოვოს, რომ ექსპერტი დანიშნონ მის მიერ მითითებულ პირთაგან;
დ) ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით, მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა;
ე) დამატებითი კითხვები დაუსვას გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დანიშნულ ექსპერტს;
ვ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით დაესწროს ექსპერტიზას, მისცეს ექსპერტს ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ მოსთხოვოს მას განმარტება გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე;
ზ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას. მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის შემდეგ აღძრას შუამდგომლობა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე;
თ) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტის დაკითხვაში, როცა ექსპერტიზა მისი შუამდგომლობით იყო დანიშნული.
2.(ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საკასაციო პალატამ შეაფასა განმეორებითი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის დასაშვებობა და სასჯელის დანიშვნის კანონიერება. მან დასკვნის დაუშვებლად ცნობის საფუძველი ვერ დაინახა და ქმედების კვალიფიკაცია სწორად მიიჩნია. პალატამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, მაგრამ სააპელაციო განაჩენიდან დამატებით სასჯელად დანიშნული ჯარიმა ამორიცხა და საბოლოოდ დატოვა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლით, შვიდი თვითა და ორი დღით.
საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულთა საჩივრები ბრალის დაუდასტურებლობისა და საპროცესო დარღვევების შესახებ. პალატამ მიიჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებდა ინკრიმინირებულ დანაშაულებს, ქმედებები სწორად იყო დაკვალიფიცირებული და სისხლის სამართლის საპროცესო კანონი არსებითად არ დარღვეულა. ორივე საჩივარი არ დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელად დარჩა: ერთ მსჯავრდებულს საბოლოოდ რვა წლით, მეორეს კი ათი წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
საკასაციო პალატამ შეაფასა მრავალეპიზოდიან საქმეში მსჯავრდებულთა ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები და სასჯელები. ოთხი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელად დატოვა, ხოლო მეხუთეს მძევლად ხელში ჩაგდების არაერთგზისობის ნიშანი ამოურიცხა და თერთმეტწლიანი სასჯელი შეუნარჩუნა. კიდევ ორი მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად გაგზავნა, რადგან საჭირო იყო მტკიცებულებათა და იძულებით მიღებული აღიარების შესახებ განცხადებების სრულყოფილი შემოწმება.
საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითვისებისა და გაფლანგვის ბრალდების გამოსაკვლევად ჩატარებულ საბუღალტრო ექსპერტიზას არსებითი ხარვეზები ჰქონდა. პირველი მსჯავრდებულის მიმართ ამ ბრალდების ნაწილში განაჩენი გაუქმდა და საქმე დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნდა, ხოლო გადასახადის გადახდისთვის თავის არიდების ნაწილში ოთხწლიანი თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დარჩა. მეორე მსჯავრდებულის ბრალდებიდან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენის ნიშანი ამოირიცხა და სასჯელი ექვსიდან ოთხ წლამდე შეუმცირდა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ექსპერტიზის დანიშვნისა და ჩატარების დროს ეჭვმიტანილს, ბრალდებულს ან დაზარალებულს ან მის წარმომადგენელს უფლება აქვს:ა) ექსპერტიზის ჩატარებამდე გაეცნოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებას ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;ბ) აცილება მისცეს ექსპერტს;გ) მოითხოვოს, რომ ექსპერტი დანიშნონ მის მიერ მითითებულ პირთაგან;დ) ჩაატაროს ალტერნატიული ექსპერტიზა თავისი ინიციატივითა და საკუთარი ხარჯებით, მოითხოვოს ექსპერტიზის დასკვნის სისხლის სამართლის საქმეზე დართვა;ე) დამატებითი კითხვები დაუსვას გამომძიებლის ან პროკურორის მიერ დანიშნულ ექსპერტს;ვ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვით დაესწროს ექსპერტიზას, მისცეს ექსპერტს ახსნა-განმარტება, ექსპერტის დასკვნის მიღების შემდეგ მოსთხოვოს მას განმარტება გამოყენებული კვლევის მეთოდების არსისა და მიღებული შედეგების თაობაზე;ზ) გაეცნოს ექსპერტის დასკვნას. მისი მიღებიდან არა უგვიანეს 10 დღის შემდეგ აღძრას შუამდგომლობა დამატებითი ან განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე;თ) მონაწილეობა მიიღოს ექსპერტის დაკითხვაში, როცა ექსპერტიზა მისი შუამდგომლობით იყო დანიშნული.2. (ამოღებულია).საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007
366-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულია — ექსპერტიზის დროს მხარის უფლებების გავრცელება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების პირზე გაუქმებულია.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
366-ე მუხლში ამოღებულია მომკვლევი ა), ე) და ვ) ქვეპუნქტებში. დ) ქვეპუნქტი ახლებურად არის ჩამოყალიბებული — ექსპერტიზის დასკვნის საქმეზე დართვის მოთხოვნა, ხოლო ე) ქვეპუნქტში დამატებითი კითხვების დასმა წინ გადავიდა.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
366-ე მუხლის პირველ ნაწილში უფლებამოსილ სუბიექტთა წრე გაფართოვდა დაზარალებულის წარმომადგენლით.
366-ე მუხლის პირველ ნაწილში უფლებები დაზარალებულზეც გავრცელდა, ხოლო „ვ“ ქვეპუნქტში ექსპერტისგან კვლევის მეთოდების განმარტების მოთხოვნა დასკვნის მიღების შემდეგ უნდა მოხდეს.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…არბიტრაჟის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საექიმო საქმიანობის შე…