საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 94. მოწმის უფლება-მოვალეობანი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის , სასამართლოს გამოძახებით ; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს ; არ გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა გამომძიებელმა, პროკურორმა ან სასამართლომ; დაიცვას წესრიგი საქმის წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს; არ დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი თავმჯდომარის ნებართვის გარეშე.

2.თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, იგი შეიძლება იძულებით მოიყვანონ 176-ე მუხლით დადგენილი წესით. გამოუცხადებლობის, თავმჯდომარის განკარგულებათა შეუსრულებლობის, საქმის გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს წესრიგის დარღვევისა და სასამართლოს უპატივცემულობისათვის მოწმეს შეიძლება დაეკისროს ფულადი სახდელი შრომის ანაზღაურების ათ მინიმალურ ოდენობამდე (208-ე მუხლი) .

3.ჩვენებაზე უარის თქმისათვის, ცრუ ჩვენების მიცემისათვის მოწმე პასუხს აგებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-371-ე მუხლებით, ამასთან, მოწმე არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება თავისი ან მისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

4.მოწმეს უფლება აქვს: იცოდეს, რა საქმის გამოა გამოძახებული; ჩვენება მისცეს მშობლიურ ენაზე, თუ მან არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა, და ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით; აცილება მისცეს თარჯიმანს; საკუთარი ხელით ჩამოაყალიბოს თავისი ჩვენება; გაეცნოს დაკითხვის ან მისი მონაწილეობით ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედების ოქმს, მოითხოვოს მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა, გააკეთოს განცხადება გამოძიების უკანონო მეთოდების შესახებ; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმის იმ ნაწილს, სადაც ჩაწერილია მისი ჩვენება, და მოითხოვოს მასში დამატებების, ცვლილებებისა და დაზუსტებების შეტანა, ისარგებლოს წერილობითი ჩანიშვნებითა და დოკუმენტებით; ამ კოდექსის 368-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზისას ისარგებლოს 366-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით; გამომძიებლის უკანონო მოქმედება გაასაჩივროს პროკურორთან, არ მისცეს ჩვენება, რომელიც ამხელს მას ან მის ახლო ნათესავებს დანაშაულის ჩადენაში; მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში; გაეცნოს ოქმს და გააკეთოს განცხადებები, რომლებიც ოქმში შეიტანება. (94-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვები: „მოწმე ვალდებულია: გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, ... გამოძახებით; სწორად აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გამო იცის, და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს“, მე-2 ნაწილის პირველი წინადადება და მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოძახებული მოწმისათვის გამოუცხადებლობის გამო ფულადი სახდელის დაკისრების შესაძლებლობას ძალადაკარგულად იქნა ცნობილი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/13/1234,1235 – ვებგვერდი, 21.12.2018წ. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება №2/13/1234,1235 – ვებგვერდი, 21.12.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №103 · ძალაშია 21 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 94-ე მუხლს დაემატა შენიშვნა, რომლის მიხედვითაც პირველი ნაწილის მითითებული სიტყვები, მე-2 ნაწილის პირველი წინადადება და მე-2 წინადადების ნორმატიული შინაარსი პროკურორის ან გამომძიებლის მიერ გამოძახებული მოწმისათვის გამოუცხადებლობის გამო ფულადი სახდელის დაკისრების შესახებ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი.

  2. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    94-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებიდან ამოღებულია მომკვლევისა და მოკვლევის ორგანოს მითითებები, დაემატა „წინასწარი“ გამოძიების მითითება, სამართალწარმოების ენა შეიცვალა სისხლის სამართლის პროცესის ენით და 368-ე მუხლი ამ კოდექსს მიეკუთვნა.

  3. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    94-ე მუხლის მე-3 ნაწილში გამოცხადებაზე თავის არიდება ამოღებულია პასუხისმგებლობის ფუძეებიდან და მითითება გადავიდა 370–371-ე მუხლებზე.

  4. 94-ე მუხლის მე-4 ნაწილში მოწმის უფლებიდან ამოღებულია სასამართლოში გასაჩივრება უარის მიღების შემთხვევაში და პროკურორის უკანონო მოქმედების სასამართლოში გასაჩივრება.

  5. 94-ე მუხლში მოწმეს დაემატა იძულებითი ექსპერტიზისას 366-ე მუხლის გარკვეული უფლებებით სარგებლობა, ხოლო ადვოკატთან ერთად გამოცხადების ფორმულირება ამოღებულია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3637125614514014617620836636837149381154794
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…სისხლის სამართლის საერ…