Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 7

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 7. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:ტელემედიცინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს პროკურატურის მეშვეობით მოითხოვოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ბრალდებულისა, მოწმისა, ექსპერტისა ან დაზარალებულისა.

2.ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირის გამოძახება ხდება შესაბამისი უწყების საფუძველზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმით, რომელიც ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.

3.საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აუნაზღაურდებათ ყველა ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მათ მგზავრობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნასთან, ასევე ძირითადი სამუშაოდან მოცდენასთან. გამოძახებულ ექსპერტს დამატებით აუნაზღაურდება ყველა ის ხარჯი და გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საექსპერტო საქმიანობის განხორციელებასთან.

4.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის გამოძახების შესახებ უწყებაში ან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში მიეთითება იმ ხარჯების ოდენობა, რომლებიც გამოცხადების შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეს გამოძახებულ პირს.

5.თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაძლებელია საქართველოს პროკურატურის წინასწარი თხოვნის საფუძველზე შესაბამისმა უცხო სახელმწიფომ გამოსაძახებელ მოწმეს, ექსპერტს ან დაზარალებულს ავანსის სახით გადასცეს გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა, რომელსაც შემდგომ აანაზღაურებს საქართველოს კომპეტენტური ორგანო.

6.მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის მიმართ, რომელიც გამოძახებულ იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიება.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ პირი ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში და კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელახლა იქნება გამოძახებული.

8.ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ მოწმეს, ექსპერტს ან დაზარალებულს პროცესის მწარმოებელი ორგანოს წინაშე გამოცხადების შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს დაკავებას, დაპატიმრებას ან სასჯელს; ასევე არ შეიძლება მას რაიმე სხვა სახით შეეზღუდოს თავისუფლება იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე. არ შეიძლება ასევე აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს რაიმე სახის შეზღუდვა მათ მიერ მიცემული ჩვენების ან გაკეთებული დასკვნის გამო იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლისთვისაც იყვნენ ისინი გამოძახებული.

9.ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ ბრალდებულს პროცესის მწარმოებელი ორგანოს წინაშე გამოცხადების შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს დაკავებას, დაპატიმრებას ან სასჯელს; ასევე არ შეიძლება მას რაიმე სხვა სახით შეეზღუდოს თავისუფლება იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე და არ იყო მითითებული გამოძახების შესახებ უწყებაში.

10.ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი 15 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამოიწურა მისი საქართველოში ყოფნის აუცილებლობა, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.

რედაქციების შედარება

1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის გამოძახება თავის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, როგორც ბრალდებულისა, მოწმისა, ექსპერტისა ან დაზარალებულისა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული პირის გამოძახება ხდება შესაბამისი უწყების საფუძველზე, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმით, რომელიც ეგზავნება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს. 3. საქართველოს ტერიტორიაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აუნაზღაურდებათ ყველა ის ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მათ მგზავრობასთან და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნასთან, ასევე ძირითადი სამუშაოდან მოცდენასთან. გამოძახებულ ექსპერტს დამატებით აუნაზღაურდება ყველა ის ხარჯი და გასამრჯელო, რომელიც დაკავშირებულია მის მიერ საექსპერტო საქმიანობის განხორციელებასთან. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის გამოძახების შესახებ უწყებაში ან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობაში მიეთითება იმ ხარჯების ოდენობა, რომლებიც გამოცხადების შემთხვევაში უნდა აუნაზღაურდეს გამოძახებულ პირს. 5. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შესაძლებელია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წინასწარი თხოვნის საფუძველზე შესაბამისმა უცხო სახელმწიფომ გამოსაძახებელ მოწმეს, ექსპერტს ან დაზარალებულს ავანსის სახით გადასცეს გარკვეული ოდენობის ფულადი თანხა, რომელსაც შემდგომ აანაზღაურებს საქართველოს კომპეტენტური ორგანო. 6. მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის მიმართ, რომელიც გამოძახებულ იქნა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, პროცესის მწარმოებელ ორგანოში გამოუცხადებლობის შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ პირი ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში და კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელახლა იქნება გამოძახებული. 8. ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ მოწმეს, ექსპერტს ან დაზარალებულს პროცესის მწარმოებელი ორგანოს წინაშე გამოცხადების შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს დაკავებას, დაპატიმრებას ან სასჯელს; ასევე არ შეიძლება მას რაიმე სხვა სახით შეეზღუდოს თავისუფლება იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე. არ შეიძლება ასევე აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებულ იქნეს რაიმე სახის შეზღუდვა მათ მიერ მიცემული ჩვენების ან გაკეთებული დასკვნის გამო იმ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლისთვისაც იყვნენ ისინი გამოძახებული. 9. ამ მუხლით დადგენილი წესით გამოძახებულ ბრალდებულს პროცესის მწარმოებელი ორგანოს წინაშე გამოცხადების შემთხვევაში არ შეიძლება დაეკისროს ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა; იგი არ შეიძლება დაექვემდებაროს დაკავებას, დაპატიმრებას ან სასჯელს; ასევე არ შეიძლება მას რაიმე სხვა სახით შეეზღუდოს თავისუფლება იმ ქმედებისათვის, რომელიც ჩაიდინა შესაბამისი უცხო სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვებამდე და არ იყო მითითებული გამოძახების შესახებ უწყებაში. 10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული წესი არ გამოიყენება, თუ პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია, არ დატოვა იგი 15 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც ამოიწურა მისი საქართველოში ყოფნის აუცილებლობა, ან ხელახლა დაბრუნდა საქართველოში მისი ტერიტორიის დატოვების შემდეგ, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით ანდა ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ. მუხლი 7 1 . საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა 1. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საჭიროა საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის დასწრება, გამომძიებელი, პროკურორი ან მოსამართლე (სასამართლო) უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით მოითხოვოს შესაბამის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით ამ პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანისათვის აუცილებელია მისი წინასწარი წერილობითი თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თხოვნა უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ეგზავნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის ფორმით. შუამდგომლობას    უნდა დაერთოს საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის წერილობითი თანხმობა ან მისი ასლი. 4. საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმებით. 5. ამ მუხლის შესაბამისად უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანილი პირი, მათ შორის, მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტით გადაყვანის შემთხვევაში, რჩება პატიმრობაში, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ არ მოითხოვა მისი პატიმრობიდან განთავისუფლება. 6. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანილი პირის პატიმრობაში ყოფნის პერიოდი ჩაითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის საერთო ვადაში. საქართველოს 2013 წლის 30 მაისის კანონი № 671 – ვებგვერდი, 24.0 6 .2013წ.

წინა მუხლი 6¹შემდეგი მუხლი 7¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასაზღვრო სამედიცინო დასკვნასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

2
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

საქართველოს სისხლი… 114მუხლი 6¹

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 9¹პირის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა
  • 5საქართველოს კომპეტენტური ორგანოების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის უცხო სახელმწიფოში გადაგზავნის ზოგადი წესი და მისი შესრულების პროცედურა
  • 7¹საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მიზნით საქართველოში პატიმრობაში მყოფი პირის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე დროებით გადაყვანა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 38საერთაშორისო სასამართლოში გამოძახება

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 12—

პროკურატურის შესახებ

  • 30საერთაშორისო თანამშრომლობა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება
  • 49მოწმის უფლება-მოვალეობანი
  • 138¹კომპიუტერული მონაცემის ან დოკუმენტის მოპოვება უცხო სახელმწიფოდან სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის გარეშე

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 11უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მინიჭება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 168ექსპერტის უფლებები და მოვალეობები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 257ექსპერტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
381125716811429049138¹6¹9¹57¹12307
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…სისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…ხელშეკრულება საქართველ…პროკურატურის შესახებსაექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025