1.სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართლის პროცესის წესით.
2.თუ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით წარმოქმნილი საპროცესო ურთიერთობები მოწესრიგებული არ არის ამ კოდექსით, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება სისხლის საპროცესო სამართლის პრინციპებს.
3.სარჩელზე უარი, სარჩელის ცნობა და მორიგება ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ იმ პირობით, რომ დაცულ იქნეს მოთხოვნები სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცების საგნის ყველა ელემენტის დადგენის შესახებ (112-ე მუხლი).
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საკასაციო პალატამ განიხილა, უნდა დაკისრებოდა თუ არა დაზარალებულისთვის თანხის დაბრუნება იმ პირს, რომელმაც თანხა მსჯავრდებულს გადასცა. პალატამ დაასკვნა, რომ ქონებრივი ზიანი უშუალოდ მსჯავრდებულის თაღლითურმა ქმედებამ გამოიწვია და თანხის გადახდა მას სწორად დაეკისრა. დაზარალებულის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდება და სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა უცვლელი დარჩა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სამოქალაქო სარჩელის საფუძვლის მტკიცება და ფასის განსაზღვრა ხდება სისხლის სამართლის პროცესის წესით.2. თუ სამოქალაქო სარჩელთან დაკავშირებით წარმოქმნილი საპროცესო ურთიერთობები მოწესრიგებული არ არის ამ კოდექსით, გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება სისხლის საპროცესო სამართლის პრინციპებს.3. სარჩელზე უარი, სარჩელის ცნობა და მორიგება ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მაგრამ იმ პირობით, რომ დაცულ იქნეს მოთხოვნები სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცების საგნის ყველა ელემენტის დადგენის შესახებ (112-ე მუხლი).საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
38-ე მუხლის პირველ ნაწილში შეიცვალა ტერმინი: სისხლის სამართალწარმოების ნაცვლად — სისხლის სამართლის პროცესი.
38-ე მუხლის მე-3 პუნქტში ტერმინი „სარჩელის აღიარება“ ჩანაცვლდა ტერმინით „სარჩელის ცნობა“; პირობა მტკიცების საგნის ყველა ელემენტის დადგენის შესახებ (112-ე მუხლი) უცვლელია.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…ადამიანის სისხლისა და …საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…