საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

მუხლი 31

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 16 ოქტ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾300-დან

ირაკლი ღლონტიმზია კიკვაძესალომე კობერიძე

1.კონსტიტუციური სამართალწარმოების დაწყების საფუძველია საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების წერილობით შეტანა. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმას ამტკიცებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

2.კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აუცილებელია, კონსტიტუციურ სარჩელში ან კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილი იყოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მოსარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. კონსტიტუციურ სარჩელსა და კონსტიტუციურ წარდგინებაში შეიძლება მიეთითოს აგრეთვე მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტები.

3.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე (ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში) შეიტანება კონსტიტუციური წარდგინება, ხოლო დანარჩენ საკითხებზე – კონსტიტუციური სარჩელი. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14 საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის ორგანული კანონი №1890 - სსმ I, №33,09.11.2009 წ., მუხ.199 საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ. საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის ორგანული კანონი №1914 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

5
  • №3/8/156604.11.2022საოქმო ჩანაწერი(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    ზაური შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

  • №125813.09.2017კონსტიტუციური სარჩელი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • №65014.05.2015კონსტიტუციური სარჩელი(2)
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • 54821.12.2012კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • 53106.06.2012კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 2

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1161-20202024-07-3061
    საკასაციო არსებითი (T2)

    ვრცელდება თუ არა საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის სპეციალური კანონი დამქირავებელთან დადებულ გარიგებაზე, თუ დამქირავებელმა საკუთრება მოგვიანებით მოიპოვა?

    მოსარჩელე ითხოვდა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების ნაწილის გადახდის სანაცვლოდ მესაკუთრედ ცნობას, ადრე გადახდილი თანხის გამოსყიდვის კომპენსაციად მიჩნევასა და თანხის სხვაობის დაკისრებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სპეციალური კანონი ვრცელდება დადგენილ პერიოდში მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის წარმოშობილ ურთიერთობაზე, ხოლო ბინის დამქირავებელთან დადებული გარიგება ამ პირობას ვერ აკმაყოფილებდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება არ დასტურდებოდა, რადგან თანხა სხვა პირს გადაეცა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სსსკ 410-ის საფუძველზე.

  • №ას-1274-20212022-01-2625
    კერძო საჩივარი (T4)

    როგორ განისაზღვრება ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის დავის საგნის ღირებულება?

    შპს „თ.მ.ჯ–ამ“ ბ.კ–ძისგან 1310 ლარის დაკისრება მოითხოვა და პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის საჩივარი განუხილველად დატოვა დავის საგნის ღირებულების გამო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისთვის გასაჩივრებული ნაწილის ღირებულება 2000 ლარს უნდა აღემატებოდეს, ხოლო მოცემულ საქმეში იგი 1310 ლარია. სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა საქმის შეჩერებისა და საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის შუამდგომლობა. სსსკ 419-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო განჩინება უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 24 ოქტ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 5

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 31-ე მუხლის პირველ პუნქტში დაემატა პლენუმის უფლებამოსილება, დაამტკიცოს სარჩელის/წარდგინების სააპლიკაციო ფორმა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1776277193831¹4231³28¹741398922210031
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა