Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 28

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 28. სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: 01.10.2010.

  • ამჟამად მოქმედი აქტი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
თემები:რელიგიური და ეთნიკური დანაშაულებიმცდელობა, შეთქმულება და წაქეზებასამედიცინო სისხლის სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹3²3³456

1.სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს: ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება; ბ) თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო; გ) თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას; დ) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი; ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა; ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან; ზ) თუ არ არსებობს დაზარალებულის საჩივარი კერძოსაჯარო და კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეთა გამო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს პროკურორი (ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი); თ) თუ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე და 89 1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ი) თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე; კ) თუ არსებობს სასამართლოს ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ; ლ) თუ ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში; მ) თუ პროკურორი და დაზარალებული უარს იტყვიან ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ნ) ამ კოდექსის 679 1 მუხლის მე-5 ნაწილით და 679 8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ო) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი); პ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები) და იმავე კოდექსის 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 323-ე, 339-ე, 370-ე, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ჟ) თუ მსჯავრდებული შეწყალებულია.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს, თუ: ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გამოძიების წარმართვისათვის; გ) გასულია ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 1 , 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო; ე) პირმა დანაშაული ჩაიდინა შეურაცხაობის მდგომარეობაში, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით.

3.ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე უნდა შეწყდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა გადმოცემული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ წინასწარი გამოძიების დროს გადაწყვეტილებას დასაბუთებული დადგენილებით ან განჩინებით იღებს პროკურორი ან სასამართლო (მოსამართლე).

3¹.თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას არ შესრულებია 18 წელი, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო.

3².ამ მუხლის 3 1 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ, რომლის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

3³.თუ არასრულწლოვანი არაჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებული, მასთან გაფორმებული განრიდების ან მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

4.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. იგივე წესი გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთანავე, განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან.

6.ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №796 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.283 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3521 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.279

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული დევნა და წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს: ა) თუ არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება; ბ) თუ ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო; გ) თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას; დ) თუ კანონი, რომელსაც ემყარება ბრალდება, არაკონსტიტუციურად არის ცნობილი; ე) თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა; ვ) თუ გამოცემულია ამნისტიის აქტი, რომელიც პირს ათავისუფლებს ჩადენილი ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან; ზ) თუ არ არსებობს დაზარალებულის საჩივარი კერძოსაჯარო და კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ საქმეთა გამო სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს პროკურორი (ამ კოდექსის 27-ე მუხლის მე-4 ნაწილი); თ) თუ დაზარალებული შეურიგდა ბრალდებულს კერძო ბრალდების საქმეთა გამო, გარდა ამ კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 27-ე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული შემთხვევებისა, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე და 89 1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ი) თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი იმავე ბრალდების გამო ანდა სასამართლოს (მოსამართლის) განჩინება (დადგენილება) იმავე ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე; კ) თუ არსებობს სასამართლოს ან პროკურორის დადგენილება (განჩინება) სისხლისსამართლებრივი დევნისა და წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ; ლ) თუ ვითარების შეცვლის შედეგად ქმედება აღარ არის საშიში; მ) თუ პროკურორი და დაზარალებული უარს იტყვიან ბრალდებაზე ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ნ) ამ კოდექსის 679 1 მუხლის მე-5 ნაწილით და 679 8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ო) დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 21-ე მუხლი); პ) ქმედითი მონანიების გამო (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 68-ე და 322-ე მუხლები) და იმავე კოდექსის 203-ე, 221-ე, 223-ე, 236-ე, 260-ე, 323-ე, 339-ე, 370-ე, 371-ე, 375-ე, 388-ე და 389-ე მუხლების შენიშვნებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ჟ) თუ მსჯავრდებული შეწყალებულია. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული უნდა შეწყდეს, თუ: ა) პირს არ მიუღწევია იმ ასაკისათვის, რომლიდანაც დგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; ბ) გარდაიცვალა ეჭვმიტანილი, ბრალდებული ან ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმის წარმოება საჭიროა გარდაცვლილის რეაბილიტაციისა და ახლად გამოვლენილ ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გამოძიების წარმართვისათვის; გ) გასულია ამ კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 322 1 , 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 1 ან/და 143 2 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო; ე) პირმა დანაშაული ჩაიდინა შეურაცხაობის მდგომარეობაში, რაც დადასტურებულია სახელმწიფო სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საქართველოში ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა აგრეთვე უნდა შეწყდეს ბრალდების იმ ნაწილში, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა გადმოცემული საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ წინასწარი გამოძიების დროს გადაწყვეტილებას დასაბუთებული დადგენილებით ან განჩინებით იღებს პროკურორი ან სასამართლო (მოსამართლე). 3 1 . თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას არ შესრულებია 18 წელი, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო. 3 2 . ამ მუხლის 3 1 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ, რომლის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3 3 . თუ არასრულწლოვანი არაჯეროვნად ასრულებს ამ მუხლის 3 2 ნაწილით გათვალისწინებული, მასთან გაფორმებული განრიდების ან მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა. 4. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამართლებელი განაჩენი. იგივე წესი გამოიყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებები გამოვლინდება სასამართლო განხილვის სტადიაზე, სასამართლო ამთავრებს საქმის განხილვას და გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, ამასთანავე, განსასჯელს ათავისუფლებს სასჯელის მოხდისაგან. 6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ვ“, „ლ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლით სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და წინასწარი გამოძიების შეწყვეტა დაუშვებელია, თუ ბრალდებული ამის წინააღმდეგია. ასეთ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება გრძელდება ჩვეულებრივი წესით და მთავრდება გამამართლებელი ან გამამტყუნებელი განაჩენითა და განსასჯელის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებით. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2454 - სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.148 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3310 - სსმ I, №25, 13.07.2006წ., მუხ.197 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №796 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.283 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2642 - სსმ I, №9, 15.03.2010წ., მუხ.32 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3521 - სსმ I, №46, 04.08.2010წ., მუხ.279

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №101 · ძალაშია 4 აგვ. 2010-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 12 აგვ. 2006 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 14

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 4 აგვ. 2010
  2. 15 მარ. 2010
  3. 12 იან. 2009· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008

    28-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის ჩამონათვალს დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის 322¹ მუხლი 344-ე და 362-ე მუხლებთან ერთად; დანარჩენი ცვლილებები ფორმულირების ხასიათისაა.

  4. 1 აგვ. 2007· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    პირველი ნაწილის ჩამონათვალს დაემატა „ე“ ქვეპუნქტი — შეურაცხაობის მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული, დადასტურებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზით.

  5. 1 იან. 2007· გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    მე-2 ნაწილით დევნის არდაწყება და შეწყვეტა ახლა ასევე 36-ე–38-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებს მოიცავს; იგივე მითითება მე-5 ნაწილიდან გადავიდა მე-4 ნაწილში.

  6. 21 აგვ. 2006· გამოქვეყნდა 7 აგვ. 2006
  7. 12 აგვ. 2006· გამოქვეყნდა 13 ივლ. 2006

    28-ე მუხლს დაემატა „დ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით 344-ე ან 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებები, ჩადენილი 143¹ ან/და 143² მუხლის დანაშაულში დაზარალებულად ყოფნის გამო, ამ მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლად დაემატა.

  8. 1 იან. 2006· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    28-ე მუხლის პირველ ნაწილში შეწყვეტის საფუძვლები ახლებურად დალაგდა, მე-2 ნაწილში გავიდა ასაკის, გარდაცვალებისა და ხანდაზმულობის ვადის საფუძვლები, მე-3 ნაწილში შევიდა ექსტრადირებული პირის წესი და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოები, ხოლო მომდევნო ნაწილებში შეიცვალა სასამართლო განხილვისას შეწყვეტისა და ბრალდებულის წინააღმდეგობის წესი.

  9. 15 მაი. 2005· გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    პირველ ნაწილში დაემატა „ს“ ქვეპუნქტი სისხლის სამართლის კოდექსის 51¹–53-ე მუხლების საფუძვლებით. მე-4, მე-5 და მე-6 ნაწილებში შეიცვალა მითითებები ქვეპუნქტებზე: „პ“ ამოღებულია მე-4 ნაწილიდან, მე-5 ნაწილში „ჟ“ „პ“-თი ჩანაცვლდა, მე-6 ნაწილს კი „ს“ დაემატა.

  10. 1 იან. 2004· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2003

    „ლ“ ქვეპუნქტში შერიგების საფუძველი, 69-ე მუხლის გარდა, 89¹ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზეც ვრცელდება.

  11. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 30 მაი. 2000

    28-ე მუხლის მე-4 ნაწილში „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულია გამამართლებელი განაჩენის წესიდან; მე-5 და მე-6 ნაწილებში შეიცვალა ქვეპუნქტების ჩამონათვალი და მე-5 ნაწილს დაემატა მითითება სისხლის სამართლის კოდექსის 36–38-ე მუხლებზე.

  12. 1 ივნ. 2000· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000

    მე-6 ნაწილში სასამართლოს მიერ საქმის შეწყვეტის საფუძველთა ჩამონათვალი შეიცვალა („დ“, „ვ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“). მე-7 ნაწილში ბრალდებულის წინააღმდეგობისას შეწყვეტის აკრძალვას დაემატა „გ“ ქვეპუნქტი და „პ“ შეიცვალა „ო“-თი.

  13. 1 ივნ. 1999

    მე-5, მე-6 და მე-7 ნაწილებში შეიცვალა 28-ე მუხლის ქვეპუნქტებსა და ნაწილებზე მითითებები: მე-5 ნაწილი ეხება მხოლოდ მე-3 ნაწილს, მე-6 ნაწილს დაემატა „ჟ“ ქვეპუნქტი, ხოლო მე-7 ნაწილში „ჟ“-ის ნაცვლად „პ“ წერია.

  14. 14 მაი. 1999

    მე-4 ნაწილში გამამართლებელი განაჩენის საფუძვლების ჩამონათვალიდან ამოღებულია „დ“ ქვეპუნქტი. მე-8 ნაწილში საქმის შეწყვეტის წესი ახლა მხოლოდ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებს ეხება, სარევიზიო ინსტანცია ამოღებულია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 27შემდეგი მუხლი 29

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საექიმო საქმიანობისას დაშვებული შეცდომა (მუხლი 116/124)9 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დანაშაულის მცდელობის დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დაცვა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის ბრალდებისას3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 14 დეკ. 2018 · №103

  • 14 ცვლილება · ბოლო 4 აგვ. 2010
  • ციტირებულია 12 მუხლი
  • 19 რედაქცია
  • 15 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 143²საქართველოს სისხლი… 322საქართველოს სისხლი… 362საქართველოს სისხლი… 38საქართველოს სისხლი… 89¹მუხლი 21მუხლი 26მუხლი 27მუხლი 322მუხლი 362მუხლი 38მუხლი 389მუხლი 679¹მუხლი 679⁸მუხლი 75

მიუთითებენ მასზე

ამნისტიის შესახებ 3მუხლი 165მუხლი 199მუხლი 219მუხლი 395მუხლი 396მუხლი 406მუხლი 41მუხლი 427მუხლი 638მუხლი 668მუხლი 679¹⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 105გამოძიების შეწყვეტის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყებისან შეწყვეტის საფუძვლები
  • 167სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და სასამართლო განხილვის არდაწყება და შეჩერება
  • 106გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება

ამნისტიის შესახებ

  • 4
  • 1

ამნისტიის შესახებ

  • 3

ამნისტიის შესახებ

  • 2

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 7სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი
  • 71სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო

ამნისტიის შესახებ

  • 5

ამნისტიის შესახებ

  • 4

ამნისტიის შესახებ

  • 1

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
143²3223623889¹21262732236238389679¹679⁸7528
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…