საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 446. პროკურორის მონაწილეობა სასამართლო განხილვაში და მისი გამოუცხადებლობის შედეგები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾300-დან

ირაკლი ღლონტიმზია კიკვაძესალომე კობერიძე

1.სასამართლო განხილვაში პროკურორი მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით და თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება სასამართლო გამოძიებისას განხილულ მტკიცებულებებს.

2.პროკურორი წარმოადგენს მტკიცებულებებს, მონაწილეობს დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევაში, გამოთქვამს თავის აზრს სასამართლოს გადასაწყვეტ ყველა საკითხზე.

3.პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე, თუ, მისი რწმენით, იგი არ დადასტურდა სასამართლო განხილვისას.

4.ბრალდებაზე პროკურორის უარის შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარდაჭერაზე უარი თქვა დაზარალებულმაც, სასამართლო წყვეტს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას.

5.პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად. განსასჯელის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის ან ბრალდების მოხსნის თაობაზე აუცილებელია ზემდგომი პროკურორის თანხმობა.

6.პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს მისი გამოუცხადებლობის მიზეზი. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 7

ყველა გადაწყვეტილება
  • №394აპ2007-07-3114
    საკასაციო არსებითი (T2)

    ქრთამის აღების ობიექტური შემადგენლობა

    საკასაციო პალატამ განიხილა, წარმოადგენდა თუ არა პოლიციელების მიერ მოქალაქეთა დაშინების შედეგად მიღებული თანხა ქრთამს. პალატამ დაასკვნა, რომ დადგენილი ქმედება ქრთამის აღებას არ შეადგენდა და იგი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად გადააკვალიფიცირა. საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო ერთი მსჯავრდებულისათვის დანიშნული შვიდი წლით და დანარჩენი ორი მსჯავრდებულისათვის დანიშნული ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დარჩა.

  • №15I2007-06-2511
    საკასაციო არსებითი (T2)

    საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება

    საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ბრალის დამძიმების მოტივით საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნება პროკურორს შეუძლია მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებათა ამომწურავი ჩამონათვალი საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებას არ ითვალისწინებდა. პალატამ დააკმაყოფილა დაცვის მხარის კერძო საკასაციო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს დადგენილება და საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას ახალი განხილვისათვის დაუბრუნა.

  • №1323აპ2007-04-1911
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა

    საკასაციო პალატამ შეაფასა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისათვის მსჯავრდების საფუძველი და სასჯელის სამართლიანობა. მან სააპელაციო სასამართლოს მიერ ქმედების სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფასება სწორად მიიჩნია, თუმცა მსჯავრდებულის პიროვნებისა და შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით სასჯელი შეამცირა. საბოლოოდ მსჯავრდებულს განესაზღვრა ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

  • №156-კოლ2006-04-1324
    საკასაციო არსებითი (T2)

    ნარკოტიკული საშუალების ოდენობის განსაზღვრა

    საკასაციო პალატამ განიხილა ნარკოტიკული საშუალების ოდენობის განსაზღვრის, ბრალმდებლის მიერ მოხსნილი ბრალდებისა და განსაკუთრებული შემამსუბუქებელი გარემოებების საფუძველზე სასჯელის დანიშვნის საკითხები. მან მიიჩნია, რომ ვარაუდზე დაფუძნებული ექსპერტიზა ვერ ამყარებდა ნივთიერების შესაბამის კატეგორიას მიკუთვნებას, ხოლო დადგენილი მორფინის ოდენობა დიდი ოდენობით მსჯავრდების საფუძველი იყო. პალატამ დაცვის საჩივარი არ დააკმაყოფილა, პროკურორის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, განაჩენი გააუქმა და საქმე ხელახლა განსახილველად გაგზავნა; საბოლოო სასჯელი წარმოდგენილი აქტით არ განსაზღვრულა.

  • №145-კოლ2005-11-2910
    საკასაციო არსებითი (T2)

    მცირეწლოვანი დაზარალებულის ჩვენების შეფასება

    საკასაციო პალატამ შეაფასა მცირეწლოვანი დაზარალებულის ჩვენება, მსჯავრდებულის ამოცნობის გარემოებები და ალიბის დამადასტურებელი ჩვენებები. პალატამ დადასტურებულად მიიჩნია წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედების ჩადენა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №146-კოლ2003-12-1222
    საკასაციო არსებითი (T2)

    ბრალდებაზე პროკურორის უარის შედეგი

    საკასაციო პალატამ განიხილა ბრალდებაზე პროკურორის უარისა და წინააღმდეგობრივი ჩვენებების შეფასების საკითხები. ნარკოტიკული საშუალების ეპიზოდში განაჩენი გააუქმა და საქმე შეწყვიტა, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი გააუქმა და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხვა შემადგენლობას ხელახლა განსახილველად გადასცა. ასევე გაუქმდა დაზარალებულებისა და მოწმეების მიმართ გამოტანილი კერძო განჩინება; პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სასამართლო განხილვაში პროკურორი მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას, ხელმძღვანელობს კანონის მოთხოვნებით და თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც ემყარება სასამართლო გამოძიებისას განხილულ მტკიცებულებებს. 2. პროკურორი წარმოადგენს მტკიცებულებებს, მონაწილეობს დაცვის მტკიცებულებათა გამოკვლევაში, გამოთქვამს თავის აზრს სასამართლოს გადასაწყვეტ ყველა საკითხზე. 3. პროკურორი ვალდებულია უარი თქვას ბრალდებაზე, თუ, მისი რწმენით, იგი არ დადასტურდა სასამართლო განხილვისას. 4. ბრალდებაზე პროკურორის უარის შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარდაჭერაზე უარი თქვა დაზარალებულმაც, სასამართლო წყვეტს სისხლის სამართლის საქმის წარმოებას. 5. პროკურორს უფლება აქვს შეცვალოს ბრალდება განსასჯელის სასარგებლოდ ან მოითხოვოს საქმის დაბრუნება უფრო მკაცრი ბრალდების წარსადგენად. განსასჯელის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლის ან ბრალდების მოხსნის თაობაზე აუცილებელია ზემდგომი პროკურორის თანხმობა. 6. პროკურორის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 10 დღისა, და ამის თაობაზე აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ზემდგომ პროკურორს, რომელიც ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს პროკურორის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს მისი გამოუცხადებლობის მიზეზი. საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008
  2. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    446-ე მუხლის მე-5 ნაწილში ზემდგომი პროკურორის თანხმობა ბრალდების მოხსნასაც ეხება, ხოლო მე-6 ნაწილში პროკურორის გამოუცხადებლობისას გათვალისწინებულია გადადება არა უმეტეს 10 დღით და ზემდგომი პროკურორის ვალდებულება.

  3. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    446 მუხლში დაემატა მოთხოვნა, რომ განსასჯელის სასარგებლოდ ბრალდების შეცვლას ზემდგომი პროკურორი უნდა დაეთანხმოს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
421¹⁰⁹216351⁴363¹⁸651903340244748446
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს კონსტიტუცი…ამნისტიის შესახებ