საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 500. მოსამართლეთა თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის მოსამართლეთა თათბირი.

2.თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს 498-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს.

3.ყოველ საკითხზე თითოეულმა მოსამართლემ უნდა გასცეს დადებითი ან უარყოფითი პასუხი. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.

4.საკითხები წყდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მოსამართლეებმა შეიძლება მიიღონ მხოლოდ ერთხმად.

5.498-ე მუხლში აღნიშნულ თითოეულ საკითხზე პირველად კენჭს უყრიან მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე სასიკეთოა განსასჯელისათვის. თუ დანაშაულის ჩადენაში განსასჯელის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, მოსამართლის ხმა განსასჯელის გასამართლებლად დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც განსასჯელისათვის ყველაზე სასიკეთოა.

6.მოსამართლეს (მოსამართლეებს), რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, უფლება აქვს იგი წერილობით ჩამოაყალიბოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 7 დღე-ღამის განმავლობაში. განსხვავებულ აზრს წარუდგენენ თავმჯდომარეს და ურთავენ საქმეს.

7.მხარეებს უნდა მიეცეთ საშუალება გაეცნონ განსხვავებულ აზრს.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №338112002-09-1530
    საკასაციო არსებითი (T2)

    საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების საფუძველი

    საკასაციო პალატამ შეაფასა, ამართლებდა თუ არა გამოძიების ხარვეზები საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას. პალატის თანახმად, სასამართლოს თავად შეეძლო მოწმეთა დაკითხვა, სათანადო ექსპერტიზის ჩატარება და ნივთმტკიცების წარმოდგენის ოქმის შემოწმება. კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, დამატებით გამოძიებაში დაბრუნების განჩინება გაუქმდა და საქმე სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას გადაეცა; სასჯელი ამ განჩინებით არ დანიშნულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის მოსამართლეთა თათბირი. 2. თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს 498-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს. 3. ყოველ საკითხზე თითოეულმა მოსამართლემ უნდა გასცეს დადებითი ან უარყოფითი პასუხი. არც ერთ მოსამართლეს არა აქვს უფლება თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს. 4. საკითხები წყდება ხმათა უბრალო უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მოსამართლეებმა შეიძლება მიიღონ მხოლოდ ერთხმად. 5. 498-ე მუხლში აღნიშნულ თითოეულ საკითხზე პირველად კენჭს უყრიან მოსამართლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველაზე სასიკეთოა განსასჯელისათვის. თუ დანაშაულის ჩადენაში განსასჯელის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, მოსამართლის ხმა განსასჯელის გასამართლებლად დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც განსასჯელისათვის ყველაზე სასიკეთოა. 6. მოსამართლეს (მოსამართლეებს), რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, უფლება აქვს იგი წერილობით ჩამოაყალიბოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან 7 დღე-ღამის განმავლობაში. განსხვავებულ აზრს წარუდგენენ თავმჯდომარეს და ურთავენ საქმეს. 7. მხარეებს უნდა მიეცეთ საშუალება გაეცნონ განსხვავებულ აზრს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2432722223¹⁰4982671932331165309133500
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საერთო სასამართლოების …საჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…