Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 65

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 65. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია: ა) მის სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3-ის უმრავლესობით ირჩევს: ა.ა) ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარესა და წევრებს; ა.ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს და საბჭოს სხვა წევრებს; ა.გ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მოსამართლე წევრებს; ბ) ამტკიცებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიასა და რეგლამენტს; გ) ისმენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის და საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშებს ამ ორგანოთა მუშაობის შესახებ; დ) ახორციელებს კანონით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ქარტიითა და რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; ე) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით იღებს სამოსამართლო ეთიკის წესებს, აგრეთვე ამტკიცებს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულებას და სამოსამართლო ეთიკის საბჭოს დებულების საფუძველზე ირჩევს სამოსამართლო ეთიკის საბჭოს წევრებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევნების ჩატარების დროს კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციაზე დამსწრე ნებისმიერ მოსამართლეს.

3.საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საბჭოს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომელსაც, ამ კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, აქვს უფლება, საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად ეკავოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, და ცალკე უყრის კენჭს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საბჭოს იმ მოსამართლე წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე აღნიშნული თანამდებობა. კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრამდე საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას მიმართოს და წარუდგინოს თავისი ხედვა და მოსაზრება მისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მის მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. პირს, რომელსაც უკავია უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის ან საკვალიფიკაციო პალატის წევრის ან სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა და კენჭს იყრის საბჭოს იმ წევრის თანამდებობაზე, რომელსაც არ აქვს უფლება, შეითავსოს რომელიმე ზემოაღნიშნული თანამდებობა, საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში უწყდება საბჭოს წევრის თანამდებობასთან შეუთავსებელ თანამდებობაზე ყოფნის უფლებამოსილება. თუ საბჭოს იმ წევრის თანამდებობაზე არჩევის მსურველთა რაოდენობა, რომელსაც აქვს უფლება, შეითავსოს სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა, ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლებია ან თუ კენჭისყრის შედეგად საჭირო რაოდენობის ხმები ასარჩევ პირთა რაოდენობაზე ნაკლები რაოდენობის პირმა მიიღო, ვაკანტურ თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც არ უკავია სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა.

4.თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე მეტმა კანდიდატმა, არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. 2 ან მეტი კანდიდატის მიერ  თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში ამ კანდიდატებს ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება მათგან საუკეთესო შედეგის მქონე ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა არანაკლებ 1/4-ს.

5.თუ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას  ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ასარჩევ რაოდენობაზე ნაკლებმა კანდიდატმა, იმ კანდიდატებს, რომელთაც ვერ მიიღეს ხმათა საჭირო რაოდენობა, ხელახლა ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ამასთანავე, კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა არ უნდა იყოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სრული შემადგენლობის ხმათა 1/4-ზე ნაკლები. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს ორგანული კანონი № 2647 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის ორგანული კანონი №3129 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №57 · ძალაშია 2 ივლ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 2 ივლ. 2025 – 1 სექ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  2. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023

    65-ე მუხლის ამ პუნქტში კანდიდატს მიენიჭა კონფერენციისადმი მიმართვისა და თავისი ხედვის წარდგენის უფლება კენჭისყრამდე.

  3. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2019
  4. 10 აგვ. 2018

    65-ე მუხლში მოსამართლეთა კონფერენციის უფლებამოსილებას დაემატა ოთხი თანამდებობის პირის ყოველწლიური ანგარიშების მოსმენა. ნორმა ამოქმედდება პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე.

  5. 1 ივლ. 2017· გამოქვეყნდა 13 თებ. 2017
  6. 1 სექ. 2014· გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014

    65-ე მუხლში შეუთავსებელი თანამდებობების ჩამონათვალში სადისციპლინო პალატის გვერდით დაემატა საკვალიფიკაციო პალატის წევრის თანამდებობა; ამავე წინადადებაში „არა“ შეიცვალა „არ“-ით.

  7. 20 მაი. 2013

    არჩევნების უფლებამოსილება „ა“ ქვეპუნქტში გაერთიანდა 2/3-ის უმრავლესობის წესით, დანარჩენი ქვეპუნქტები გადანომრილია, ხოლო დაემატა მე-2–მე-5 პუნქტები კანდიდატის დასახელების, საბჭოს წევრთა ცალკე კენჭისყრისა და განმეორებითი კენჭისყრის წესებით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 64შემდეგი მუხლი 66

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 4 მარ. 2026 · №61

  • 7 ცვლილება · ბოლო 27 ივნ. 2025
  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 11 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 47

მიუთითებენ მასზე

მუხლი 66

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 63საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია
  • 64საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ორგანიზაციული სტრუქტურა
  • 47საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

პროკურატურის შესახებ

  • 20პროკურორთა კონფერენცია
  • 19საპროკურორო საბჭო

ადვოკატთა შესახებ

  • 24საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება
  • 26საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო

საქართველოს კონსტიტუცია

  • 64იუსტიციის უმაღლესი საბჭო
  • 61საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 60საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 181საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევა
  • 197საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
242664616047666364201918119765
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთო სასამართლოების …პროკურატურის შესახებადვოკატთა შესახებსაქართველოს კონსტიტუცი…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026 · რედაქცია №61 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026