1.თუ წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს წამოიჭრა ბრალდებულის დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადების საკითხი, რის გამოც დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სასამართლო ვალდებულია განაჩენის დადგენისას კიდევ ერთხელ განიხილოს ეს საკითხი.
2.თუ დადგინდა, რომ განსასჯელი დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხად მდგომარეობაში იყო, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
3.თუ დადგინდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას განსასჯელი შეურაცხ მდგომარეობაში იყო, სასამართლო, საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით, წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ამ პირის მიმართ. მოსამართლე უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4.თუ დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მის მიმართ ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი რეგულირდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2271 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.321
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ წინასწარი გამოძიების ან სასამართლო განხილვის დროს წამოიჭრა ბრალდებულის დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადების საკითხი, რის გამოც დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა, სასამართლო ვალდებულია განაჩენის დადგენისას კიდევ ერთხელ განიხილოს ეს საკითხი.2. თუ დადგინდა, რომ განსასჯელი დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხად მდგომარეობაში იყო, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ შეურაცხი გახდა, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.3. თუ დადგინდა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას განსასჯელი შეურაცხ მდგომარეობაში იყო, სასამართლო, საკუთარი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით, წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას ამ პირის მიმართ. მოსამართლე უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.4. თუ დადგინდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები, მის მიმართ ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი რეგულირდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მსჯავრდებულის გამოჯანმრთელების შემთხვევაში მის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279საქართველოს 2009 წლის 4 დეკემბრის კანონი №2271 - სსმ I, №45, 21.12.2009წ., მუხ.321
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №97 · ძალაშია 4 იან. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 21 დეკ. 2009
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007
499-ე მუხლის პირველ პუნქტში საკითხის ფორმულირება ახლა მხოლოდ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადებას ეხება, ხოლო მე-2 პუნქტი ახლებურად ჩამოყალიბდა და დაემატა მე-3 პუნქტი — იძულებითი მკურნალობის განჩინების ნაცვლად გამოდის გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის მკურნალობის დაწესებულებაში მოხდით, შეურაცხზე კი წყდება დევნა.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
499-ე მუხლის მე-2 ნაწილში იძულებითი სამედიცინო ღონისძიება დაკავშირებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, შემდგომი მდგომარეობა განსაზღვრულია ფსიქიკური დაავადებით, ხოლო ღონისძიების სახეა იძულებითი მკურნალობა.