Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო შესყიდვების შესახებმუხლი 91

საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 91. საბჭოს გადაწყვეტილება

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მართვის დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის 90-ე მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში.

2.საბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გადაწყვეტილების მისაღებად იმართება თათბირი, რომელშიც საბჭოს წევრები მონაწილეობენ. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმების უმრავლესობით. საბჭოს წევრთა ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა.

3.საბჭოს წევრს უფლება არ აქვს, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. საბჭოს წევრს, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი, რომელიც გადაწყვეტილებას დაერთვება.

4.საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საბჭოს სხდომაზე დამსწრე და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილე საბჭოს ყველა წევრი, მათ შორის, საბჭოს განსხვავებული აზრის მქონე წევრი.

5.თუ საბჭოს სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრი გადაწყვეტილების მიღებას არ ესწრება, ეს გადაწყვეტილებაში აღინიშნება.

6.საბჭოს წევრი წარდგენილ მტკიცებულებებს აფასებს შინაგანი რწმენით, რომელიც მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას უნდა ემყარებოდეს.

7.საბჭო საჩივარს იხილავს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში. გადაწყვეტილების მიღებისას საბჭო უფლებამოსილია იმსჯელოს იმ დარღვევაზე, რომელიც ჩადენილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების/ ქმედების მიღებისას/განხორციელებისას და საჩივარში აღნიშნული არ არის.

8.საბჭო უფლებამოსილია საჩივრისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების დეტალურად შესწავლის შედეგად საჩივარი: ა) სრულად დააკმაყოფილოს; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს; გ) არ დააკმაყოფილოს.

9.საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია: ა) შემსყიდველ ორგანიზაციას მის არასწორ ქმედებაზე მიუთითოს და შესყიდვის პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელება მოსთხოვოს; ბ) შემსყიდველ ორგანიზაციას მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა ან გაუქმება მოსთხოვოს; გ) შესყიდვის მონაწილის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი პასუხისმგებლობის საკითხი.

10.საბჭოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და შესავალი, აღწერილობითი, სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს.

11.საბჭოს გადაწყვეტილება მიღებისთანავე ქვეყნდება ელექტრონულ მოდულში, საჯაროა და მხარისა და დაინტერესებული პირისთვის (არსებობის შემთხვევაში) ჩაბარებულად მიიჩნევა.

12.საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება სავალდებულოა. მისი შეუსრულებლობა იწვევს კანონით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

13.ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, საჯარო შესყიდვის შემთხვევაში – სააგენტოს, ხოლო შერჩევის პროცესის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ინვესტიციების სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან მისი შესრულების შეფერხების შესახებ.

14.საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოების წინაშე დასვას საჯარო შესყიდვის/შერჩევის პროცესის მონაწილის/უფლებამოსილი ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხი, თუ საჩივრის განხილვისას დადგინდა, რომ მან დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და ჩაიდინა გადაცდომა.

15.საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსგან გამოითხოვოს შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისთვის. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1549 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №13 · ძალაშია 30 აპრ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 აპრ. 2026

    91-ე მუხლის მე-13 პუნქტში შერჩევის პროცესის შემთხვევაში ინფორმაციის მიმღები ორგანო შეიცვალა: საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ნაცვლად მითითებულია ინვესტიციების სააგენტო. დანარჩენი ორი ცვლილება წინადაებას ახლებურად აფორმებს: „შეუსრულებლობის ან მისი შესრულების შეფერხების შესახებ“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 90შემდეგი მუხლი 92

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №16

  • 1 ცვლილება · ბოლო 30 აპრ. 2026
  • 3 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 90

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 90საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა
  • 83საბჭო

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ

  • 23¹⁰საბჭოს გადაწყვეტილება
  • 23⁹საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა

დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ

  • 9საბჭოს სხდომა

საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ

  • 18 (დანართი 1)კომისიის საქმიანობა

საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  • 14 (დანართი 1)საჩივრების განხილვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 81ხმის მიცემა
  • 115უმაღლესი საბჭოს დადგენილების მიღების წესი

პატენტით დაცული გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის დამტკიცებისა და სავალდებულო ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

  • 7

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული პატენტიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვაზე უფლებამოსილი სამთავრობო კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3 (დანართი 1)კომისიის მუშაობის წესი

მეწარმეთა შესახებ

  • 218სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23¹⁰23⁹18 (დ…93 (და…811157218908314 (დ…91
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…დეპოზიტების დაზღვევის …საჯარო სამსახურში კონკ…საქართველოს პატენტრწმუ…აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026