1.მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში.
2.საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.
3.სააპელაციო საჩივრის ფოსტითა და კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას საჩივარი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს.
4.მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51
საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21
საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15
საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396
საკასაციო პალატამ განიხილა დაუსწრებელი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვისა და არასრულწლოვნის სასჯელისგან გათავისუფლების საკითხები. პალატის თანახმად, განაჩენი, რომლის ჩვეულებრივი წესით გასაჩივრების შესაძლებლობა არ ამოწურულა, საბოლოო არ არის; ამასთან, სასჯელის მოხდისგან თავის არიდება არასრულწლოვნის მიმართაც აჩერებს ხანდაზმულობის ვადის დინებას. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განაჩენი უცვლელად დარჩა და ამნისტიის შემდეგ განსაზღვრული სასჯელი შეადგენს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას.
საქმე შეეხებოდა გამართლებული პირების მოთხოვნას ნივთმტკიცებად ცნობილი უძრავი ქონების დაბრუნების შესახებ. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ გამართლება თავისთავად არ იძლეოდა ქონების დაბრუნების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით დადგენილი იყო იმავე ქონების დანაშაულებრივი გზით მოპოვება. პალატამ საკასაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და უცვლელად დატოვა გამამართლებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ქონების კუთვნილებაზე დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა გადაწყდეს.
საკასაციო პალატამ განიხილა გირაოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის კანონიერება და დაადგინა, რომ საქმეში არ არსებობდა თანხის შემტანი პირის წინასწარი წერილობითი გაფრთხილების დამადასტურებელი დოკუმენტი. პალატამ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ასი ათასი ლარის შემტანისთვის დაბრუნება დაადგინა. ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გამართლება უცვლელად დარჩა.
საკასაციო პალატამ განიხილა სააპელაციო გასაჩივრების ვადის აღდგენაზე უარის კანონიერება და დაასკვნა, რომ ვადა საპატიო მიზეზის გარეშე იყო გაცდენილი. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა. პირველი ინსტანციის მიერ დანიშნული სასჯელი იყო ორი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით, და ერთი წლით საექიმო საქმიანობის აკრძალვა.
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა
საქმე ეხება დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადასინჯვის შუამდგომლობის დასაშვებობას. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განაჩენის სააპელაციო წესით გაუსაჩივრებლობის გამო საქმის წარმოება ამ ეტაპზე დასრულებული არ იყო და გადასინჯვის საფუძველი არ არსებობდა. საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გადასინჯვის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა; პირველი ინსტანციით დანიშნული სასჯელი იყო რვა წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ განიხილა, ექვემდებარებოდა თუ არა მსჯავრდებულის სასჯელები შეკრების ნაცვლად შთანთქმას, როდესაც ახალი დანაშაულების ჩადენისას წინა გამამტყუნებელი განაჩენი კანონიერ ძალაში არ იყო შესული. პალატამ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი და უფრო მკაცრი სასჯელით ნაკლებად მკაცრი სასჯელი შთანთქა. საბოლოოდ განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვით, რომლის ათვლა დაიწყო 2006 წლის 14 აპრილიდან, ხოლო მსჯავრდებული დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. მხარეებს შეუძლიათ შეიტანონ სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში იმავე სასამართლოში.2. საქმის განმხილველმა სასამართლომ შეიძლება დადგენილებით აღადგინოს საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადა.3. სააპელაციო საჩივრის ფოსტითა და კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებებით გაგზავნისას საჩივარი შეტანილად ითვლება იმ დღიდან, როცა იგი გადაეცა ფოსტას ან კავშირგაბმულობის სხვა ორგანოს.4. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 - სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2356 - სსმ I, №57, 29.12.2005წ., მუხ.440საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2455 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.396
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №98 · ძალაშია 1 თებ. 2010-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 8
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 31 დეკ. 2009
· გამოქვეყნდა 3 იან. 2007
523-ე მუხლის მე-4 ნაწილი ეხება ყველა დაუსწრებლად მსჯავრდებულს და გასაჩივრების ვადად ადგენს 1 თვეს დაპატიმრებიდან ან გამოცხადებიდან.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
523-ე მუხლის 1-ლ ნაწილში გასაჩივრების ვადა 1 თვეა და ამოღებულია პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის ვადის ათვლის სპეციალური წესი.
· გამოქვეყნდა 29 დეკ. 2005
523-ე მუხლის მეოთხე ნაწილში დაუსწრებლად გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების უფლება ქურდული სამყაროს წევრზეც გავრცელდა.
· გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004
523-ე მუხლის მე-4 ნაწილში დაუსწრებლად მსჯავრდებულის გასაჩივრების უფლება თანამდებობის პირთან ერთად რეკეტირზეც ვრცელდება; „გამოტანილ“ შესწორდა „გამოტანილი“-დ.
· გამოქვეყნდა 9 მარ. 2004
523 მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი დაუსწრებლად მსჯავრდებული თანამდებობის პირის გასაჩივრების უფლებისა და ვადების შესახებ.
· გამოქვეყნდა 30 მაი. 2000
523-ე მუხლის მე-2 ნაწილში ვადის აღდგენის უფლებამოსილი სუბიექტი ახლა საქმის განმხილველი სასამართლოა და არა მოსამართლე.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
მე-2 ნაწილში საპატიო მიზეზით გაცდენილი გასაჩივრების ვადის აღმდგენი სუბიექტი სასამართლოს თავმჯდომარის ნაცვლად საქმის განმხილველი მოსამართლეა.
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს ადმინისტრა…