1.პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა აგრეთვე სრული მოცულობით აწარმოებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს.
2.პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი.
3.პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.
4.კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
5.ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს ახლით.
საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56
საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა
საკასაციო პალატამ შეაფასა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებისა და გამკაცრების მოთხოვნები. პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდება მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურდა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეესაბამებოდა ქმედების სიმძიმესა და მსჯავრდებულის პიროვნებას. ორივე საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ განიხილა, გამორიცხავდა თუ არა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებას. პალატის დასკვნით, დანაშაულის სიმძიმე თავისთავად არ წარმოადგენს გათავისუფლებაზე უარის უპირობო საფუძველს, ხოლო მსჯავრდებულს სასჯელის სამი მეოთხედი მოხდილი ჰქონდა და დადებითად ხასიათდებოდა. პროკურორის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა დადგენილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან 11 თვითა და 21 დღით ადრე პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ სავაჭრო ჯიხურში შეღწევის მცდელობა საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რის გამოც ძარცვის მცდელობისთვის მსჯავრდებულის ქმედება გადააკვალიფიცირა. პალატამ არასრულწლოვანებისა და სხვა შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით დანიშნა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობით, სამი წლის გამოსაცდელი ვადით, და მსჯავრდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. პროკურატურა ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამ ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად პროკურატურა წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას. პროკურატურა აგრეთვე სრული მოცულობით აწარმოებს დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა წინასწარ გამოძიებას ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ზედამხედველობს კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას; მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში; წარადგენს სამოქალაქო სარჩელს ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ასაჩივრებს უკანონო და დაუსაბუთებელ განაჩენს, სხვა სასამართლო გადაწყვეტილებებს.2. პროკურორი თავის ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი.3. პროკურორი თავის უფლებამოსილებათა განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს.4. კანონის საფუძველზე გამოტანილი პროკურორის დადგენილების, მითითებისა და მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოების, თანამდებობის პირების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.5. ზემდგომი პროკურორი უფლებამოსილია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეიტანოს მასში ცვლილება ან შეცვალოს ახლით.საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
პროკურატურის ფუნქციებში გამოძიების წარმოების ზმნა შეიცვალა, ხოლო ზედამხედველობა ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობით შემოიფარგლა; სასჯელის მოხდის, იძულებითი ღონისძიებებისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილებზე ზედამხედველობა ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005
55-ე მუხლის პირველ ნაწილში პროკურატურის ფუნქციები გადაკეთდა: მოკვლევის ზედამხედველობა შეიცვალა სხვა ორგანოებისა და თავისუფლების შეზღუდვის ადგილების ზედამხედველობით, ხოლო მე-4 ნაწილში სავალდებულო შესრულების ადრესატები ფიზიკურ და იურიდიულ პირებად ჩამოყალიბდა.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2000
55-ე მუხლს დაემატა მე-5 ნაწილი, რომელიც ზემდგომ პროკურორს ანიჭებს ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების გაუქმების, შეცვლისა და ახლით ჩანაცვლების უფლებამოსილებას.