საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 56. პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ამ კოდექსით დადგენილი წესით.

2.პროკურორი უფლებამოსილია: ა) საქმის გამოძიება დაავალოს წინასწარი გამოძიების ორგანოს ან გამომძიებელს; ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში; გ) გამომძიებელს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმებისა და წინასწარი გამოძიების წარმოებისას წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ; დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად; ე) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისა და დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ; ვ) გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ან მისცეს თანხმობა ასეთი დადგენილების გამოტანაზე, წაუყენოს პირს ბრალდება, მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულის დაკითხვაში ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ვ 1 ) გამოიტანოს დადგენილება ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ; ვ 2 ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ; ზ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად; თ) გააუქმოს გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილებანი; ი) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ამოიღონ ნებისმიერი საქმე, გადასცენ იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას; კ) ჩამოაშოროს გამომძიებელი საქმის შემდგომ გამოძიებას; ლ) შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა, აგრეთვე შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები; მ) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის; ნ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა და საქმე წარმართოს სასამართლოში; ო) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს; პ) ამ კოდექსის 679 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე; ჟ) ამ კოდექსის 37 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღძრას სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ; ჟ 1 ) ამ კოდექსის 37 3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღძრას სარჩელი პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე; რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.

3.საქართველოს მთავარი პროკურორი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. დაუშვებელია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება სასამართლოს სათათბირო ოთახში. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №796 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.283

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად პროკურორი წინასწარი გამოძიების სტადიაზე ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. პროკურორი უფლებამოსილია: ა) საქმის გამოძიება დაავალოს წინასწარი გამოძიების ორგანოს ან გამომძიებელს; ბ) მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან თვითონ აწარმოოს წინასწარი გამოძიება სრული მოცულობით. თუ პროკურორი თვითონ აწარმოებს წინასწარ გამოძიებას, მაშინ იგი მოქმედებს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში; გ) გამომძიებელს, ქვემდგომ პროკურორს მისცეს სავალდებულო მითითებანი საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, საგამოძიებო ვერსიათა შემოწმებისა და წინასწარი გამოძიების წარმოებისას წამოჭრილი სხვა საკითხების შესახებ; დ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან სისხლის სამართლის საქმე მთლიანად; ე) მოითხოვოს ცნობები სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისა და დაპატიმრებული ბრალდებულის შესახებ; ვ) გამოიტანოს დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ან მისცეს თანხმობა ასეთი დადგენილების გამოტანაზე, წაუყენოს პირს ბრალდება, მონაწილეობა მიიღოს ბრალდებულის დაკითხვაში ამ კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით; ვ 1 ) გამოიტანოს დადგენილება ძებნილი პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ; ვ 2 ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ეჭვმიტანილი ან ბრალდებული პირისათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მოქმედების შეჩერების შესახებ; ზ) მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, მისი ვადის გაგრძელების ან აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ მოსამართლის ბრძანების მისაღებად; თ) გააუქმოს გამომძიებლის, ქვემდგომი პროკურორის დადგენილებანი; ი) ჩამოართვას საქმე ერთ გამომძიებელს და გადასცეს მეორეს საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ მოთხოვნათა დაცვით. საქართველოს მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უფლება აქვთ, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ამოიღონ ნებისმიერი საქმე, გადასცენ იგი გამოსაძიებლად პროკურატურის გამომძიებელს ან სხვა საგამოძიებო უწყებას; კ) ჩამოაშოროს გამომძიებელი საქმის შემდგომ გამოძიებას; ლ) შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა, აგრეთვე შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და წინასწარი გამოძიება, თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები; მ) დაუბრუნოს გამომძიებელს საქმე დამატებითი გამოძიებისათვის; ნ) შეადგინოს საბრალდებო დასკვნა და საქმე წარმართოს სასამართლოში; ო) გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის მოქმედებისა და დადგენილების გამო, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს; პ) ამ კოდექსის 679 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე; ჟ) ამ კოდექსის 37 1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში აღძრას სარჩელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ; ჟ 1 ) ამ კოდექსის 37 3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში აღძრას სარჩელი პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე; რ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. 3. საქართველოს მთავარი პროკურორი უფლებამოსილია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე მოტივირებული შუამდგომლობით მიმართოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. დაუშვებელია მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელება სასამართლოს სათათბირო ოთახში. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №208 - სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.63 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279 საქართველოს 2007 წლის 4 ივლისის კანონი №5197 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.284 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5981 - სსმ I, №9, 04.04.2008წ., მუხ.68 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №796 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.283

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №87 · ძალაშია 12 იან. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008

    56-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატა „ჟ¹“ ქვეპუნქტი, რომელიც პროკურორის უფლებამოსილებებში აერთიანებს 37³ მუხლით გათვალისწინებული სარჩელის აღძვრას.

  2. · გამოქვეყნდა 7 ნოე. 2008

    მე-2 და მე-3 პუნქტებში თანამდებობის დასახელება „გენერალური პროკურორი“ შეიცვალა „მთავარი პროკურორით“; უფლებამოსილებათა შინაარსი ტექსტიდან სხვაგვარად არ იცვლება.

  3. · გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008

    56-ე მუხლის პირველ ნაწილში პროკურორის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს დაემატა ძებნილზე პასპორტის შეჩერების დადგენილების გამოტანა და ეჭვმიტანილზე ან ბრალდებულზე შეჩერების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა.

  4. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    56-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტში პროკურორის უფლებამოსილება 37¹ მუხლის შემთხვევებში ქონების ჩამორთმევის სარჩელზე ახლა ბრალდებული თანამდებობის პირით აღარ შემოიფარგლება.

  5. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007

    56-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულია პროკურორის უფლებამოსილება, შეადგინოს დადგენილება სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების შესახებ.

  6. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    56-ე მუხლი დაიყო პუნქტებად, ახლებურად ჩამოყალიბდა „გ“, „ე“, „ვ“ ქვეპუნქტები და საქმის ამოღების უფლების სუბიექტთა წრე (დასახელდა აფხაზეთისა და აჭარის პროკურორები), ხოლო დაემატა მე-3 პუნქტი მოსამართლის მიმართ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შესახებ.

  7. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    56-ე მუხლიდან ამოღებულია მოკვლევისას პროკურორის ზედამხედველობა და აღძვრის უფლებამოსილება; პროკურორის უფლებამოსილებათა ჩამონათვალი გადაკეთდა, მოკვლევის ორგანოების მითითებები ამოღებულია.

  8. · გამოქვეყნდა 9 ივლ. 2004

    56-ე მუხლში პროკურორის უფლებამოსილებებს დაემატა ზიანის ანაზღაურების შეთანხმების დადება (ახალი „უ“ ქვეპუნქტი).

  9. · გამოქვეყნდა 9 მარ. 2004

    პროკურორის უფლებამოსილებათა ჩამონათვალს დაემატა „ს“ (საპროცესო შეთანხმება) და „ტ“ (თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევის სარჩელი) ქვეპუნქტები.

  10. 56-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტში შეიცვალა ფორმულირება: პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით მიეცემა.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23528437¹59679¹3337324415221458056
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…პროკურატურის შესახებსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ