1.განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევისას წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა.
2.თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება ხდება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტან სასამართლოს.
3.სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, სასჯელის მოხდის გადავადება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.
4.მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირება ან გაზრდა ანდა პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად, იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად.
საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65
საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115
საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89
საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
საკასაციო პალატამ განიხილა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ახალ, მსჯავრდებულისთვის უფრო მსუბუქ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობის საკითხი. მან ქურდობა გადააკვალიფიცირა სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ძველი რედაქციის „გ“ ქვეპუნქტიდან ახალი რედაქციის „ა“ ქვეპუნქტზე, ხოლო სამი წლით თავისუფლების აღკვეთა უცვლელად დატოვა. სასჯელის მოხდის გადავადების საკითხი პალატამ არ განიხილა, რადგან მისი გადაწყვეტა სასჯელის მოხდის ადგილის რაიონულ ან საქალაქო სასამართლოს ეკუთვნის.
განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა
საკასაციო პალატამ განიხილა პირობითი მსჯავრის გაუქმებისას მსჯავრდებულის დაცვისა და სასამართლო სხდომაში მონაწილეობის უფლების დარღვევა. მან დაადგინა, რომ მსჯავრდებულს არ შეტყობინებია სხდომის დრო, არ ჰყოლია დამცველი და მხარეთა კამათი ფაქტობრივად არ ჩატარებულა. პალატამ გააუქმა პირობითი მსჯავრის გაუქმების დადგენილება, საქმე ხელახლა განსახილველად სხვა მოსამართლეს გადასცა და მსჯავრდებული პატიმრობიდან გაათავისუფლა.
საქმე ეხება პირობითი მსჯავრის გაუქმების შესახებ წარდგინების განხილვას მსჯავრდებულისა და მისი დამცველის მონაწილეობის გარეშე. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა დაცვის უფლების უხეში დარღვევა, გააუქმა პირობითი მსჯავრის გაუქმების დადგენილება და საკითხი იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს ხელახლა განსახილველად გადასცა. მსჯავრდებული გათავისუფლდა პატიმრობიდან; პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ განჩინებით არ მიღებულა.
უზენაესმა სასამართლომ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა მძიმე ავადმყოფობის საფუძვლით განაჩენის აღსრულების გადავადების მოთხოვნა მას შემდეგ, რაც სასჯელის აღსრულება უკვე მიმდინარეობდა. პალატის განმარტებით, ასეთ ვითარებაში განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხს ვერ განიხილავდნენ, თუმცა შესაბამისი პირობების არსებობისას შეიძლებოდა ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხის დაყენება. კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შუამდგომლობის უარყოფის შესახებ დადგენილება უცვლელად დარჩა; მსჯავრდებულს შეფარდებული ჰქონდა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატამ განმარტა, რომ უკვე აღსრულებადი განაჩენის შემთხვევაში მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხი უნდა განხილულიყო 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 608-ე და არა 607-ე მუხლით. პალატამ კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რაიონული სასამართლოს დადგენილება გააუქმა და საქმე იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს დაუბრუნა ხელახლა განსახილველად. მსჯავრდებულისთვის თავდაპირველად დანიშნული სასჯელი 14 წლით თავისუფლების აღკვეთას შეადგენდა; მისი ავადმყოფობის გამო გათავისუფლების საკითხი ხელახალი განხილვისთვის დარჩა.
მსჯავრდებულმა გაასაჩივრა სასჯელისაგან ვადამდე გათავისუფლებაზე უარი. უზენაესმა სასამართლომ კერძო საჩივარი დააკმაყოფილა, უარის დადგენილება გააუქმა და მსჯავრდებული სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე სასჯელისაგან გაათავისუფლა.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლო წყვეტს განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსასრულებლად მიქცევისას წამოჭრილ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: განაჩენის აღსრულების გადავადება, ჯარიმის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, თავისუფლების შეზღუდვის, გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა ღონისძიებით შეცვლა.2. თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულება ხდება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტანი სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიის გარეთ, ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ საკითხებს წყვეტს იმავე დონის სასამართლო, ხოლო თუ განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების აღსრულების ადგილზე იმავე დონის სასამართლო არ არსებობს – ზემდგომი სასამართლო. ყველა შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი ეგზავნება განაჩენის, განჩინებისა და დადგენილების გამომტან სასამართლოს.3. სასჯელის მოხდის ადგილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, სასჯელის მოხდის გადავადება, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, პატიმრობის სახით სასჯელის მოსახდელად იმ პირის გაგზავნა, რომელსაც პირობით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.4. მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით წყდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის შემცირება ან გაზრდა ანდა პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად, იმ მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლება, რომლის მიმართაც გადავადებულია განაჩენის აღსრულება, განაჩენის აღსრულების გადავადების გაუქმება და მსჯავრდებულის გაგზავნა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოსახდელად.საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №843 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.38საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1631 - სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.115საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89საქართველოს 2007 წლის 3 ივლისის კანონი №5182 - სსმ I, №28, 18.07.2007წ., მუხ.279
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №79 · ძალაშია 1 აგვ. 2007-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 6
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 18 ივლ. 2007
616-ე მუხლის პირველ ნაწილში აღსრულებისას გადასაწყვეტი საკითხების ნუსხიდან ამოღებულია სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიების გამოყენება, გაგრძელება ან შეწყვეტა.
· გამოქვეყნდა 15 მაი. 2006
616 მუხლში რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დადგენილებით გადასაწყვეტ საკითხთა ჩამონათვალი ახლებურად ჩამოყალიბდა: ავადმყოფობის ან ხანდაზმულობის გამო განთავისუფლება და სასჯელის მოხდის გადავადება ცალ-ცალკეა მითითებული, ხოლო ერთი სახის სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა ამოღებულია.
· გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005
616-ე მუხლში აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა გავრცელდა არა მხოლოდ განაჩენზე, არამედ განჩინებასა და დადგენილებაზე; მე-2 ნაწილში ასლის გაგზავნის ობიექტი ახლა „სასამართლოს გადაწყვეტილებაა“.
· გამოქვეყნდა 24 ივლ. 2002
616 მუხლში სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების ან მოხდის გადავადების საფუძვლად ავადმყოფობას დაემატა ხანდაზმულობის ასაკი.
· გამოქვეყნდა 30 აპრ. 2001
616-ე მუხლის ჩამონათვალიდან ამოღებულია სადისციპლინო სამხედრო ნაწილში მოთავსებით თავისუფლების აღკვეთის შეცვლის საკითხი.
616-ე მუხლი ახლა აწესრიგებს აღსრულების საკითხთა სასამართლო სხდომას: ვინ იბარება, რა თანმიმდევრობით ხდება განხილვა და რა ფორმით გამოდის გადაწყვეტილება.