Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებმუხლი 51

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

მუხლი 51. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უფლებამოსილი რაიონული (საქალაქო) სასამართლო მსჯავრდებულს უფარდებს საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი სახის დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს.

2.უფლებამოსილი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეფარდებული სასჯელის სახე ან ზომა შესაძლოა განსხვავდებოდეს უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის სახისაგან ან ზომისაგან.

3.თუ უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადგენილი სასჯელის ზომა მსგავსი სახის დანაშაულისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის ზომაზე ნაკლებია, უფლებამოსილი რაიონული (საქალაქო) სასამართლო მსჯავრდებულის მიმართ იყენებს სასჯელის იმ ზომას, რომელიც გათვალისწინებულია შუამდგომლობის ინიციატორი სახელმწიფოს კანონმდებლობით.

4.ამ მუხლით განსაზღვრული სასჯელის შეფარდებისას შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს არა აქვს უფლება, დაამძიმოს მსჯავრდებულის მდგომარეობა იმაზე მეტად, ვიდრე ეს გათვალისწინებულია უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით.

5.შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად შეფარდებული სასჯელის საერთო ვადაში ჩაითვლება დროის ის პერიოდი, როდესაც პირი იმყოფებოდა წინასწარ პატიმრობაში ან სასჯელს იხდიდა საქართველოში აღსასრულებლად გადმოგზავნილი განაჩენის საფუძველზე.

წინა მუხლი 50შემდეგი მუხლი 52

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №12

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 53სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა
  • 52სასჯელის სახით ჯარიმასთან დაკავშირებული, უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულების პროცედურა
  • 54განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებული დროებითი ღონისძიებები

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 46თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 289უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებული პროცედურა
  • 283¹საქართველოში ექსტრადირებას დაქვემდებარებული მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღსრულებისას წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტა
  • 290უცხო სახელმწიფოს სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან შესაბამისობის დადასტურება

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 57³იმ უცხოელი მსჯავრდებულის საქართველოდან გაძევება, რომელსაც დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით შეეცვალა
  • 57¹იმ უცხოელის საქართველოდან გაძევება, რომელსაც სასჯელად საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა დაენიშნა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 72¹სასჯელის სახით დანიშნული უვადო თავისუფლების აღკვეთის გადასინჯვა

პენიტენციური კოდექსი

  • 52თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილი

ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

  • 54—

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4672¹289283¹2905352545457³57¹5251
მნიშვნელობით ახლოსსისხლის სამართლის სფერ…სისხლის სამართლის საერ…საქართველოს სისხლის სა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025