ამნისტიის შესახებ

მუხლი 12

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 27 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ბრალდებულის (მათ შორის, ძებნილი ბრალდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას გამოძიების სტადიაზე იღებს შესაბამისი პროკურორი, ხოლო სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე − შესაბამისი სასამართლო.

2.მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო.

3.ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასამართლო იღებს პირის მიერ მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში.

4.სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში/პრობაციის რეჟიმში მყოფი ან არასაპატიმრო სასჯელით მსჯავრდებული პირის პირად საქმეს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება/საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და  პრობაციის ბიურო. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით სასამართლოს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმესთან ერთად უგზავნის მსჯავრდებულის წერილობით თანხმობას მის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემაზე თანხმობის მიცემის თაობაზე.

5.ძებნილმა მსჯავრდებულმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, უშუალოდ ან ადვოკატის მეშვეობით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიმართოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით, ამავე კანონით დადგენილი წესით, 3 კვირის ვადაში მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

6.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, მსჯავრდებულის მიმართ თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 კვირის ვადაში: ა) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის შესაბამისი პენიტენციური დაწესებულება, თუ მსჯავრდებული სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის; ბ) მსჯავრდებულის პირად საქმეს და ჯარიმის აღსრულების თაობაზე ინფორმაციას უგზავნის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო, თუ მსჯავრდებულს არასაპატიმრო სასჯელი აქვს დანიშნული ან იგი პრობაციის რეჟიმში იმყოფება; გ) სააღსრულებო საქმის მასალებს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო, თუ მსჯავრდებულს სასჯელის სახით დანიშნული აქვს მხოლოდ ჯარიმა და ის არ აღსრულებულა.

7.მსჯავრდებულზე ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში (განაჩენში/განჩინებაში) აღნიშნული უნდა იყოს დამცავი ორდერის გამოცემისა და ამ ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგები. მოსამართლე, მსჯავრდებულზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად, გამოსცემს დამცავ ორდერს ამ კანონით განსაზღვრული ვადით.

8.ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის საფუძველზე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირის მიერ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების/ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

9.სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. დაზარალებულის თანხმობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში მოსამართლე შესაბამისი ოჯახური დანაშაულის ან ქალის მიმართ გენდერის ნიშნით ჩადენილი შესაბამისი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით ან მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების საკითხის გადაწყვეტისას დაზარალებულის პოზიციას არკვევს ზეპირი მოსმენის სახით გამართულ სასამართლო სხდომაზე, ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის დასწრების გარეშე.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 48

ყველა გადაწყვეტილება
  • №781აპ-252026-02-12201
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განმარტა თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულების გამიჯვნის, ადევნების შემადგენლობის დადასტურებისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხები. მან თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის მსჯავრდება იძულებად გადააკვალიფიცირა, ადევნების ბრალდებაში პირი გაამართლა და გამოძალვის ერთ ეპიზოდში მსჯავრდება ძალაში დატოვა. საბოლოოდ მსჯავრდებულს დანაშაულთა ერთობლიობით სამი წლით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა.

  • №486აპ-252025-10-15104
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    თაღლითობისა და სამოქალაქო ურთიერთობის გამიჯვნა

    უზენაესმა სასამართლომ განიხილა თაღლითობის სამოქალაქო ურთიერთობისაგან გამიჯვნა, მოტყუებით მიღებული ქონების ლეგალიზაციის ნიშნები და ამნისტიის გამოყენება. პალატამ ძალაში დატოვა მსჯავრდება თაღლითობის ორ ეპიზოდსა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე, თუმცა ამნისტიით თითოეული თაღლითობისათვის დანიშნული სასჯელი შეამცირა. საბოლოო სასჯელი შთანთქმის წესით უცვლელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთით ცხრა წლითა და ექვსი თვით.

  • №1165აპ-252026-04-2038
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობა

    საკასაციო სასამართლომ განიხილა შემაკავებელი ორდერის მოთხოვნების არაერთგზის შეუსრულებლობისთვის დანიშნული სასჯელის სამართლიანობა. პალატამ მიიჩნია, რომ გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაულის ჩადენისა და საპროცესო შეთანხმების არარსებობის გამო სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა დაუშვებელი იყო, თუმცა დაზარალებულისა და მსჯავრდებულის თანხმობებით ამნისტია გამოიყენა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საბოლოოდ განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლითა და რვა თვით; მსჯავრდებულის მიმართ გამოიცა ოთხთვიანი დამცავი ორდერი.

  • №868აპ-252026-01-1456
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის დისკრეცია

    საკასაციო პალატამ შეაფასა სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლისა და წინა განაჩენებით დანიშნულ სასჯელებზე ამნისტიის გავრცელების საკითხები. პალატამ დაცვის საჩივარი არ დააკმაყოფილა, თუმცა ამნისტია გამოიყენა წინა განაჩენებით დანიშნულ მოუხდელ სასჯელებზე. საბოლოოდ მსჯავრდებულს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

  • №296აპ-252025-08-0437
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    ძარცვისა და ყაჩაღობის გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ შეაფასა, დასტურდებოდა თუ არა ფულის დაუფლებისას სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის რეალური და იმწუთიერი მუქარა, რაც ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისთვის იყო აუცილებელი. პალატამ ასეთი მუქარა დადასტურებულად არ მიიჩნია და პროკურორის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. ამნისტიის საფუძველზე მან გადაანგარიშა წინა განაჩენებით დანიშნული მოუხდელი სასჯელები და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

  • №125აპ-252025-07-1461
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების გამიჯვნა

    საკასაციო პალატამ განიხილა მკვლელობის მცდელობის განზრახვა, ოჯახური დანაშაულის კვალიფიკაცია, შეუწყნარებლობის მოტივი და ამნისტიის გამოყენების პირობები. პალატამ ორივე საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ძალაში დატოვა მსჯავრდება და საბოლოო სასჯელი — 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა გააუქმა სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოცემული დამცავი ორდერი. პალატის თანახმად, ამ საქმეში ამნისტიით შემცირებულ სასჯელთა უფრო მკაცრი სასჯელით შთანთქმის გამო დამცავ ორდერზე მსჯავრდებულის თანხმობა საჭირო არ იყო.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
67523444143562451412
მითითებამნიშვნელობით ახლოსამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებამნისტიის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა