საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 74. ეჭვმიტანილის მოვალეობები

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ეჭვმიტანილი ვალდებულია: ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდეს პროცესის მწარმოებელ ორგანოში; ბ) ხელი არ შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, მოწმეთა და დაზარალებულთა შეგულიანებით; გ) ხელი არ შეუშალოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შემოწმების, ექსპერტიზის, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გამოტანილ კანონიერ დადგენილებათა შესრულებას.

2.თუ ეჭვმიტანილი არ შეასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება.

სისხლის სამართლის პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • №261-დად2003-10-1620
    საკასაციო არსებითი (T2)

    სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

    საკასაციო პალატამ განიხილა მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. პალატამ მიიჩნია, რომ გაქარწყლებული ნასამართლობისა და ადრე ვადამდე გათავისუფლების საფუძველზე წარდგინების უარყოფა, საქმის კონკრეტულ გარემოებებში, დაუსაბუთებელი იყო. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მსჯავრდებული ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთის მოუხდელი ნაწილისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

  • №32I2001-09-0412
    საკასაციო არსებითი (T2)

    სამართალში მიცემის სტადიის ფარგლები

    საკასაციო პალატამ განიხილა, შეიძლებოდა თუ არა საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნება მტკიცებულებათა მოპოვებისას სავარაუდოდ დაშვებული საპროცესო დარღვევების საფუძველზე. პალატამ განმარტა, რომ სამართალში მიცემის სტადიაზე ბრალეულობის საკითხი წინასწარ არ წყდება და მხოლოდ მტკიცებულებათა ნაწილის საპროცესო დარღვევით მოპოვება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას არ ამართლებს. პროკურორისა და დაზარალებულის კერძო საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, ხოლო საქმე იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას სამართალში მიცემის სტადიიდან ხელახლა განსახილველად გადაეცა.

  • №781აპ-092009-11-197
    დაუშვებლობა (T5)

    საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები

    საკასაციო პალატამ შეაფასა პროკურორის საჩივრის დასაშვებობა 1998 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 547-ე მუხლის მე-2 ნაწილით. პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არც ერთ კანონით გათვალისწინებულ დასაშვებობის საფუძველს არ აკმაყოფილებდა და იგი არსებითად განსახილველად არ დაუშვა. უცვლელად დარჩა საბოლოოდ დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 3 თვით, რომლის აღსრულებაც სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის არსებით გაუმჯობესებამდე გადადო.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ეჭვმიტანილი ვალდებულია: ა) გამოძახებისთანავე გამოცხადდეს პროცესის მწარმოებელ ორგანოში; ბ) ხელი არ შეუშალოს ჭეშმარიტების დადგენას მტკიცებულებათა მოსპობით, ფალსიფიკაციით, მოწმეთა და დაზარალებულთა შეგულიანებით; გ) ხელი არ შეუშალოს პროცესის მწარმოებელ ორგანოს ამ კოდექსით გათვალისწინებული შემოწმების, ექსპერტიზის, საექსპერტო გამოკვლევისათვის ნიმუშების აღების, ექსპერტიზისათვის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების, პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ გამოტანილ კანონიერ დადგენილებათა შესრულებას. 2. თუ ეჭვმიტანილი არ შეასრულებს თავის საპროცესო მოვალეობებს, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 20 მარ. 1998-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 30 მაი. 2000

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
972513256168773711352927 (და…41274
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…ოპერატიულ-სამძებრო საქ…პროფესიული საჯარო მოხე…საქართველოს ზოგადი ადმ…