Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიმუხლი 113

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 113. გამოკითხვის წესი

რედაქცია №178 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:წინასასამართლო და პროცედურული დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს მხარეთა მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს ინფორმაცია.

2.გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ. გამოკითხვის ჩამტარებელმა მხარემ გამოსაკითხ პირს ამ უფლებების, აგრეთვე ამ კოდექსის 50-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს.

3.გამოკითხვის წინ უნდა დადგინდეს გამოსაკითხი პირის ვინაობა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.

4.გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. განმარტების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.

5.გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის თქმის შემთხვევაში ვალდებულია გამომკითხველს თავისი პირადი მონაცემების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

6.გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე დათანხმების შემთხვევაში ვალდებულია გამოკითხვის ჩამტარებელ მხარეს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს. გამოსაკითხი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის შეფასებისას სხვა გარემოებებთან ერთად გაითვალისწინება მისი უნარი, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

7.გამოკითხვის ჩამტარებელი მხარე ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.

8.გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში მხარე უფლებამოსილია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება დაბარებულ იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოსაკითხი პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს ოქმში.

9.გამოკითხვისას შესაძლებელია ხმის ან/და გამოსახულების ჩამწერი ტექნიკური საშუალებების გამოყენება. გამოსაკითხ პირს მათი გამოყენების შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს.

10.თუ ეს კოდექსი ბრალდებულის მიმართ ამ მუხლის დებულებებისგან განსხვავებულ წესს არ ადგენს, ამ მუხლის დებულებები ბრალდებულზედაც ვრცელდება.

11.პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი უფლებამოსილია დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოკითხოს უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის გაგზავნის გარეშე, თუ ამგვარი წესით პირის გამოკითხვა დაშვებულია საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ამ პირის ადგილსამყოფელი სახელმწიფოს სამართლით ან/და ამ სახელმწიფოს ნათლად ჩამოყალიბებული პრაქტიკით.

12.დაუშვებელია ამ მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი წესით პირის გამოკითხვა, თუ გამოსაკითხ პირს გამოკითხვაზე პირდაპირი და აშკარა თანხმობა არ გამოუხატავს.

13.ამ მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებით დადგენილი წესით ასევე შესაძლებელია გამოძიების ეტაპზე პირის დაკითხვა. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4677 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3157 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 20 მარტის კანონი №5862 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4046 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

წინა მუხლი 112შემდეგი მუხლი 114

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საქმის გამოძიება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №178

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს სისხლი… 370საქართველოს სისხლი… 373მუხლი 50

მიუთითებენ მასზე

მუხლი 135

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 114გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესი
  • 115დაკითხვის ზოგადი წესი
  • 38ბრალდებულის უფლება-მოვალეობანი # # # # # # # # # # #

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ

  • 34³—

გრანტების შესახებ

  • 6²გრანტის თანხმობის გარეშე მიღების თაობაზე ფიზიკური პირის გამოკითხვა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 36პირის დაკითხვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 14პირის გამოკითხვა

პოლიციის შესახებ

  • 19პირის გამოკითხვა
  • 21პირის მოწვევა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 52არასრულწლოვნის გამოკითხვა და დაკითხვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 140მოწმის გამოძახება
  • 148მოწმის დაკითხვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3637037334³1401486²5013511411538195214113
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…მოქალაქეთა პოლიტიკური …გრანტების შესახებსისხლის სამართლის საერ…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026