საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 108. აცილებისა და თვითაცილების განცხადებისა და გადაწყვეტის წესი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ არსებობს ამ კოდექსის 105-ე–107-ე მუხლებში აღნიშნული გარემოებები, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლები, ექსპერტი, სპეციალისტი ან თარჯიმანი ვალდებულნი არიან განაცხადონ თვითაცილება. თუ მათ ეს არ განუცხადებიათ, მათ აცილება შეიძლება მისცენ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დამცველმა, აგრეთვე დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, ხოლო სასამართლო სხდომაზე – სახელმწიფო ბრალმდებელმაც. პირებს, რომლებიც პროცესს აწარმოებენ, უფლება აქვთ აცილება მისცენ ერთმანეთს.

2.განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს.

3.პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს მისცეს განმარტება.

4.მოსამართლის აცილების საკითხს წყვეტენ დანარჩენი მოსამართლეები იმ მოსამართლის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. აცილების საკითხს, რომელიც მოსამართლეთა უმრავლესობას ან სასამართლოს მთელ შემადგენლობას მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი მოსამართლე. აცილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ აცილება მისცეს იმ სასამართლოს მოსამართლეს, სადაც არ არის ამ საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადაუგზავნის ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს.

4¹.აცილების საკითხს, რომელიც სასამართლო სხდომის მდივანს მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი მოსამართლე.

5.საქმის წინასწარი გამოძიებისას პროკურორისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს ზემდგომი პროკურორი, საქმის სასამართლოში განხილვისას – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.

6.გამომძიებლის აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, რომელიც მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, როგორც საპროცესო ხელმძღვანელი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით.

7.ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული აცილებისა – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს.

8.(ამოღებულია).

9.წინასწარი გამოძიებისას განცხადებული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი 24 საათის განმავლობაში. თუ აცილება განცხადებულია სასამართლო სხდომაზე, საკითხი წყდება დაუყოვნებლივ.

10.განცხადებული აცილების საკითხზე პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.

11.ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცემა შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს.

12.ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1496 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.33 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. თუ არსებობს ამ კოდექსის 105-ე–107-ე მუხლებში აღნიშნული გარემოებები, მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლები, ექსპერტი, სპეციალისტი ან თარჯიმანი ვალდებულნი არიან განაცხადონ თვითაცილება. თუ მათ ეს არ განუცხადებიათ, მათ აცილება შეიძლება მისცენ ეჭვმიტანილმა, ბრალდებულმა, დამცველმა, აგრეთვე დაზარალებულმა, სამოქალაქო მოსარჩელემ, სამოქალაქო მოპასუხემ და მათმა წარმომადგენლებმა, ხოლო სასამართლო სხდომაზე – სახელმწიფო ბრალმდებელმაც. პირებს, რომლებიც პროცესს აწარმოებენ, უფლება აქვთ აცილება მისცენ ერთმანეთს. 2. განცხადება აცილების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს. 3. პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს მისცეს განმარტება. 4. მოსამართლის აცილების საკითხს წყვეტენ დანარჩენი მოსამართლეები იმ მოსამართლის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. აცილების საკითხს, რომელიც მოსამართლეთა უმრავლესობას ან სასამართლოს მთელ შემადგენლობას მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი მოსამართლე. აცილების მიღების შემთხვევაში მოსამართლე საქმეს გადასცემს სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს სხვა მოსამართლეს. თუ აცილება მისცეს იმ სასამართლოს მოსამართლეს, სადაც არ არის ამ საქმის განმხილველი სხვა მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე საქმეს გადაუგზავნის ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარეს. 4 1 . აცილების საკითხს, რომელიც სასამართლო სხდომის მდივანს მისცეს, წყვეტს სასამართლო მთელი შემადგენლობით, ხმების უმრავლესობით. საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აცილების საკითხს წყვეტს საქმის განმხილველი მოსამართლე. 5. საქმის წინასწარი გამოძიებისას პროკურორისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს ზემდგომი პროკურორი, საქმის სასამართლოში განხილვისას – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს. 6. გამომძიებლის აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, რომელიც მონაწილეობს წინასწარ გამოძიებაში, როგორც საპროცესო ხელმძღვანელი ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით. 7. ექსპერტის, სპეციალისტის, თარჯიმნის, დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის, სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლებისათვის მიცემული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მიცემული აცილებისა – სასამართლო, რომელიც საქმეს განიხილავს. 8. (ამოღებულია). 9. წინასწარი გამოძიებისას განცხადებული აცილების საკითხს წყვეტს პროკურორი 24 საათის განმავლობაში. თუ აცილება განცხადებულია სასამართლო სხდომაზე, საკითხი წყდება დაუყოვნებლივ. 10. განცხადებული აცილების საკითხზე პროკურორს, მოსამართლეს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება. 11. ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცემა შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს. 12. ამ კოდექსის 105-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, როდესაც საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, საქმე, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად, გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შემოსვლიდან 5 დღის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1496 - პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998 წ., გვ.33 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №2048 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.75 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის კანონი №1681 - სსმ I, №35, 04.07.2005წ., მუხ.213 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1736 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.223 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №64 · ძალაშია 1 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ნოე. 2005 – 1 იან. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 8

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 15 მაი. 2006

    108-ე მუხლის მე-9 პუნქტიდან ამოღებულია სათათბირო ოთახის მითითება; მე-11 და მე-12 პუნქტებში საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოები შეცვლილია სააპელაციო სასამართლოთი.

  2. · გამოქვეყნდა 4 ივლ. 2005

    108-ე მუხლის მე-10 ნაწილში აცილების საკითხზე დადგენილების გამომტანთა წრიდან ამოღებულია გამომძიებელი.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    108-ე მუხლის მე-10 პუნქტში დადგენილების გამომტანი პირების ჩამონათვალიდან ამოღებულია მომკვლევი; მე-11 და მე-12 პუნქტებში კონკრეტული სასამართლოების (თბილისი, ქუთაისი, აფხაზეთი, აჭარა) დასახელება შეიცვალა ზოგადი ფორმულით და დაემატა მითითება „ამ კოდექსის 105-ე მუხლით“. 5-დღიანი ვადა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კომპეტენცია უცვლელია.

  4. · გამოქვეყნდა 11 ივლ. 2005

    108-ე მუხლში აცილების საკითხის გადაწყვეტა ახლებურად ჩამოყალიბდა: ხმების უმრავლესობა, საქმის გადაგზავნა ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარესთან და სხდომის მდივნის აცილების ცალკე 4¹ ნაწილი.

  5. · გამოქვეყნდა 29 ივლ. 1999

    მე-5 პუნქტში ამოღებულია ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების მითითება.

  6. 108-ე მუხლის მე-10 ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა (დადგენილებას გამოიტანს მოსამართლეც, საზედამხედველო ინსტანცია ამოღებულია) და დაემატა მე-11 და მე-12 ნაწილები სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილებისას საქმის გადაცემის წესზე.

  7. შეიცვალა აცილების გადაწყვეტის წესი მე-4 და მე-5 ნაწილებში, მე-6 ნაწილში ამოღებულია გასაჩივრების დანაწესი, ხოლო მე-9 ნაწილში საკითხი წყდება სათათბირო ოთახში.

  8. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 1998

    108-ე მუხლში დაემატა ერთპიროვნულად მსჯელი მოსამართლის აცილების გადაწყვეტისა და საქმის სხვა მოსამართლისთვის ან საოლქო სასამართლოსთვის გადაცემის წესი; ასევე დაემატა კანონის რეკვიზიტების მითითება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სულხან კომახიძე

სულხან კომახიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9315²14¹⁹34323346162636475²⁹1541⁷108
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ზოგადი ადმ…სააღსრულებო წარმოებათა…სამოქალაქო აქტების შეს…