Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო აქტების შესახებმუხლი 11

სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 11. განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

2.სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთები, რომლებიც უნდა წარედგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3.სხვა სახელმწიფოში გაცემული საბუთების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით .

4.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის.

5.სააგენტო/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული დოკუმენტების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით. სააგენტო უფლებამოსილია კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც გამოიყენოს.

6.სააგენტოს/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (შემდგომ − ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), გარდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა, ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

7.ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება აგრეთვე მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადის ათვლა მისი გამოქვეყნებისთანავე იწყება.

8.სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ძალაში შედის რეგისტრაციისთანავე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, გარდა დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2475 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ქმედების განხორციელების შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის, აგრეთვე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 2. სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული საბუთები, რომლებიც უნდა წარედგინოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, საჭიროებს ლეგალიზაციას ან აპოსტილით დამოწმებას, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. სხვა სახელმწიფოში გაცემული საბუთების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსათვის წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გამოცემული აქტები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის. 5. სააგენტო/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებულ მხარესთან კომუნიკაცია განახორციელოს ელექტრონული დოკუმენტების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებით. სააგენტო უფლებამოსილია კომუნიკაციის სხვა საშუალებებიც გამოიყენოს. 6. სააგენტოს/სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აკმაყოფილებს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (შემდგომ − ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი), გარდა სამოქალაქო აქტის ჩანაწერისა, ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. 7. ელექტრონული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებად ჩაითვლება აგრეთვე მისი სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება. ამ შემთხვევაში ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან დაკავშირებული ვადის ათვლა მისი გამოქვეყნებისთანავე იწყება. 8. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ძალაში შედის რეგისტრაციისთანავე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, გარდა დაბადებისა და შვილად აყვანის სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოქვეყნდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2475 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №25 · ძალაშია 1 ივნ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 11 ივლ. 2018 – 1 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

  2. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივნ. 2021· გამოქვეყნდა 13 აპრ. 2021

    მე-11 მუხლს დაემატა 5–8 პუნქტები ელექტრონული კომუნიკაციის, ელექტრონული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლის, ვებგვერდზე გამოქვეყნებისა და სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ძალაში შესვლის შესახებ.

  2. 13 აპრ. 2021

    მე-11 მუხლის პირველ პუნქტში 48-საათიანი ვადა სავარაუდო მსხვერპლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან აითვლება მიმართვის შემდეგ, ხოლო მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ორგანოს დაემატა ინფორმაციის დაუყოვნებლივ შეგროვებისა და მუდმივმოქმედი ჯგუფისთვის მიწოდების ვალდებულება.

  3. 1 ოქტ. 2018· გამოქვეყნდა 21 ივნ. 2018
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 12

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 სექ. 2024 · №26

  • 3 ცვლილება · ბოლო 13 აპრ. 2021
  • 8 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ოკუპირებული ტერიტო… 8მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 89სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ განცხადების წარდგენისა და განხილვის წესი
  • 16განცხადების განხილვის ვადა
  • 97სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 58განცხადების წარდგენის წესი
  • 59განცხადების რეგისტრაცია

,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 10განცხადებისა და დოკუმენტების წარდგენა, პირობითი განცხადება
  • 20²განცხადებისა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 77განცხადების შეტანა
  • 102ერთსა და იმავე საკითხზე განცხადების ხელახლა წარდგენის წესი
  • 78განცხადების შინაარსი

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 28საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვის წესი

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 24საჯარო კონსულტაცია და თანამშრომლობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
771027881020²58598891697282411
მითითებამნიშვნელობით ახლოსოკუპირებული ტერიტორიებ…სამოქალაქო აქტების შეს…უძრავ ნივთებზე უფლებათ…,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 სექ. 2024 · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026