საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 107. საქმეში დამცველის, აგრეთვე დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელისა და სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენლების მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებანი

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

დამცველი, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის წარმომადგენელი მონაწილეობას ვერ მიიღებს სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში, თუ: ა) იგი წინათ მონაწილეობდა იმავე საქმეში, როგორც მოსამართლე, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე, ექსპერტი, სპეციალისტი, თარჯიმანი ან დამსწრე; ბ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობდა ან მონაწილეობს ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში, ანდა პირთან, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება პროცესის იმ მონაწილის ინტერესებს და რომელმაც მასთან დადო შეთანხმება იურიდიული დახმარების გაწევის შესახებ; გ) მას უკავია მოსამართლის, პროკურორის ან გამომძიებლის თანამდებობა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი შრომისუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენელია, ანდა როცა დაწესებულება, რომელშიც იგი მუშაობს, ცნობილია სამოქალაქო მოსარჩელედ ან სამოქალაქო მოპასუხედ და ის ამ დაწესებულების წარმომადგენლად გამოდის; დ) იგი იურიდიულ დახმარებას უწევს ან წინათ უწევდა პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის, ეჭვმიტანილის, დაზარალებულის, სამოქალაქო მოსარჩელის ან სამოქალაქო მოპასუხის ინტერესებს, რომლის წარმომადგენელიც ის არის; ე) დასაცავი პირი (მარწმუნებელი) უარს ამბობს დაცვაზე (წარმომადგენლობაზე) და უარი მიღებულია. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №51 · ძალაშია 1 იან. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    107-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან ამოღებულია მომკვლევი, ხოლო „გ“ ქვეპუნქტის თანამდებობათა ჩამონათვალი ახლა მოიცავს მოსამართლეს, პროკურორსა და გამომძიებელს.

  2. 107-ე მუხლის შესავალ ნაწილში „დაზარალებული“-ს შემდეგ დაემატა ასო „ს“; სხვა ნორმატიული ცვლილება ნაჩვენები არ არის.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2111⁵319744046420⁴605961¹72¹1150107
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…არასრულწლოვანთა მართლმ…დანაშაულის პრევენციის,…კორუფციის წინააღმდეგ ბ…