საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

მუხლი 172. სამხედრო მოსამსახურის ქცევისადმი სარდლობის მეთვალყურეობა

რედაქცია №103კონსოლიდირებული · 14 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო, ვადიანი სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლო ბრძანებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში.

2.სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადების უზრუნველსაყოფად.

3.ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება, არ გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტო სამუშაოდ, არ განთავისუფლდეს ნაწილიდან და იმყოფებოდეს მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში.

4.სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება.

5.სასამართლო ბრძანება (განჩინება) ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ სავალდებულოა სარდლობისათვის.

6.მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელმაც ეს აღკვეთის ღონისძიება შეარჩია.

7.სამხედრო მეთაური, რომელსაც სამეთვალყურეოდ გადაეცა ბრალდებული, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4324 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.41 თავი XXI მოყვანა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. ბრალდებული, რომელიც არის სამხედრო სავალდებულო, ვადიანი სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე, სასამართლო ბრძანებით შეიძლება გადაეცეს სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობის მეთვალყურეობაში. 2. სარდლობის მეთვალყურეობა გულისხმობს შეიარაღებული ძალების წესდებით გათვალისწინებული ზომების მიღებას ბრალდებულის სათანადო ქცევის და გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით მათთან გამოცხადების უზრუნველსაყოფად. 3. ამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების პერიოდში ბრალდებული არ უნდა დაინიშნოს გუშაგად და სხვა პასუხსაგებ განწესში. მას უნდა ჩამოერთვას მშვიდობიან დროში იარაღის ტარების უფლება, არ გაიგზავნოს ნაწილის გარეთ მარტო სამუშაოდ, არ განთავისუფლდეს ნაწილიდან და იმყოფებოდეს მეთაურებისა და უფროსების მეთვალყურეობაში. 4. სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობას უნდა განემარტოს იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება. 5. სასამართლო ბრძანება (განჩინება) ამ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის, შეცვლისა თუ გაუქმების შესახებ სავალდებულოა სარდლობისათვის. 6. მეთვალყურეობის დაწესების შესახებ სამხედრო ნაწილის, შენაერთის, სამხედრო დაწესებულების სარდლობა ატყობინებს თანამდებობის პირს ან ორგანოს, რომელმაც ეს აღკვეთის ღონისძიება შეარჩია. 7. სამხედრო მეთაური, რომელსაც სამეთვალყურეოდ გადაეცა ბრალდებული, ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს ამ ბრალდებულის არასათანადო ქცევის შესახებ, რომლის თავიდან ასაცილებლადაც შერჩეულ იქნა ეს აღკვეთის ღონისძიება. ამ შემთხვევაში უნდა შეირჩეს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება. საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1958 - სსმ I, №16(23), 14.05.1999 წ., მუხ.65 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4324 - სსმ I, №2, 04.01.2007წ., მუხ.41 თავი XXI მოყვანა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №73 · ძალაშია 4 იან. 2007-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 172-ე მუხლის პირველი ნაწილი ახლებურად ჩამოყალიბდა: სარდლობის მეთვალყურეობაში გადაცემა შეეხება სამხედრო სავალდებულო, ვადიანი სამხედრო ან სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურე ბრალდებულს, ხოლო სასწავლო შეკრებაზე გაწვეული სამხედროვალდებულის მითითება ამოღებულია.

  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2005

    172-ე მუხლის მე-2 ნაწილში ამოღებულია 169-ე მუხლზე მითითება; სარდლობის მეთვალყურეობის შინაარსი სხვაგვარად უცვლელია.

  3. · გამოქვეყნდა 18 აპრ. 2005

    172-ე მუხლის მე-7 ნაწილში არასათანადო ქცევის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებს სამხედრო მეთაური, რომელსაც ბრალდებული გადაეცა სამეთვალყურეოდ; მოკვლევის ორგანო ადრესატებიდან ამოღებულია.

  4. 172-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან ამოღებულია მომკვლევის გამოძახება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
38315¹16204199593723312533145172
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…თავდაცვის კოდექსიპენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…